უცხო სიცოცხლე

 ამ მომენტისთვის, სიცოხლისათვის თავსებადი, მხოლოდ ერთი პლანეტაა ჩევნთვის ცნობილი– დედამიწა. თუმცა სულ უფრო ხშირად ჩნდება მოწმობები იმისა, რომ ჩვენ, შესაძლებელია, მარტონი არ ვართ სამყაროში. მეცნიერები თვლიან, რომ გალაქტიკაში 11 მილიარდამდე დედამიწის ზომის პლანეტა არსებობს, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავების გარშემო მოძრაობეს და რომელიმე მათგანზე, სრულიად შესაძლებელია, იყოს სიცოცხლე. ახალი კვლევების მიხედვით, აქამდე არნახული არსებები არა მარტო იქ შეიძლება ბინადრობდნენ. 100 მილირდი პლანეტა და მათი თანამგზავრები ამ არსებების განკარგულებაშია.

 2013 წლის 9 თებერვალს ნასას მარსმავალმა – ”ცნობისმოყვარეობა”, ისეთ რამ აღმოაჩინა, რაც არამიწიერი სიცოცხლის ძებნას ბიძგს აძლევს. გეილის კრატერის ფსკერზე მოძრავი აპარატი პატარა ქვიშის მარცვალია ირგვლივ აღმართულ 4,5 კილომეტრიან კლდეებთან შედარებით. ნახევარწი წლით ადრე მარსმავალი ე.წ. ”ციური ამწეს” გამოყენებით აკურატულად იქნა დაშვებული წითელი პლანეტის ზედაპირზე. ახლა მარსმავალი დედამიწას 356 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა დაშვების ადგილიდან სულ რაღაც 400 მეტრში, ”ცნობისმოყვარეობამ” არც თუ ისეთი დიდი ღრმული გამოიკვლია –Yellowknife Bay.

 ის გაშიშვლებული ქანების ფენაზე ავიდა, რომელიც ყვითელი ცის ქვეშ სულ გამომშრალა და დაბზარულა. გაბურღა და რამდენიმე წუთის მერე, ჭრილიდან რუხი ფერის ფხვნილი ამოიღო. მექანიკური ხელით ეს მტვერი აიღო და მისი ანალიზი ჩაატარა. ნიმუში შეიცავდა სმექტიტს – თიხას, რომელიც დედამიწაზე ალუვიალურ ვაკეებზე მოიპოვება, რომლებსაც მუსონური წვიმები რწყავს. დღეს მარსი უზამაზარ უდაბნოს წარმოადგენს, პლანეტარული მასშტაბების მტვრიანი ქარიშხლებით, სადაც დღის განმავლობაში ტემპერატურის რყევა 80°C აღწევს.

 3 მილიარდი წლის წინ, სრულიად შესაძლებელია, გეილის კრატერის კიდეებიდან მტკნარი წყლის მდინარე, ტბა Yellowknife Bay-ში ჩაედინებოდა. ცა, ალბათ, უფრო მოცისფრო და ღრუბლიანი იყო, რელიეფმა ფერის შეცვლა რუხიდან წითელზე ჯერ კიდევ ვერ მოასწრო, ხოლო 4500 მეტრის სიმაღლეზე აზიდული მთა შარფი, ალბათ, თოვლით იყო დაფარული(წყალი ფსკერზე: ღრუბელი, ტბა , კრატერი).

 უძველეს თიხაში მარსმავალმა ნახშირბადის, წყალბადის, ჟანგბადის, აზოტისა და გოგირდის ნაერთებიც აღმოაჩინა – სიცოცხლისათვის აუცილებელი ელმენტები. უცნობია, იყო თუ არა Yellowknife Bay-ის მიდამომებში ბაქტერიების სიუხვე, მით უმეტეს მცენარეებისა და ცხოველების, არ ღირს ასეთი ალბათობის გამორიცხვა. რა თქმა უნდა, მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” ყველაზე ახალგაზრდა აპრატია მარსზე, მრავალწლიანი კვლევების სიაში მარსმავალი ”ოპორტუნიტი” და სამი ორბიტალური თანამგზავრი შედის(მარსის ორბიტალური მზვერავები). და მაინც, Yellowknife Bay პირველი გამოკვლეული ადგილია მარსზე, სადაც პოტენციური შესაძლებლობა იყო სიცოცხლის არსებობის უზრუნველყოფისა(გაყინულ ტბაში უცნობი ორგანიზმები ცხოვრობენ; ყინულის საფარით იზოლირებული სიცოცხლე).

 სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობის მომხრეებს პირველი სერიოზული მონაცემები 2013 წელს გაუჩნდათ, მიღებული რთული ზონდებით, კოსმოსური ტელესკოპებითა და მარსმავლებით. კოსმოსურმა ტელესკოპმა – ”კეპლერი”, გვიჩვენა, რომ მზის სისტემის გარეთ პლანეტების რიცხვი მილიარდებს აღწევს. მეცნიერები სამყაროს გამომშრალად თვლიდნენ, თუმცა, ახალი კვლევების თანახმად, მასში ძალიან ბევრი წყლიანი პლანეტაა. რაც მთავარია, სიცოცხლე არც თუ ისეთი სათუთი აღმოჩნდა, პლიაჟის ქოლგის ქვეშ დამალული ფერწასული დამსვენებელივით. ის მამაც ჯარისკაცს უფრო ჰგავს, რომელსაც გარემოს ყველზე უფრო მკაცრი პირობების ატანა შეუძლია(კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე; ყველაზე ამტანი ხავსზე; ცოცხალი ორგანიზმები ღია კოსმოსში).

 ეკზობიოლოგიური სიახლეების მოსვლა გრძელდება: აპრილში, ასტრონომებმა სამი პლანეტა აღმოაჩინეს, რომლებსაც მგონი, დედამიწისთვის დამახასიათებელი სიცოცხლის უზრუნველყოფა შეუძლიათ. ისინი თავიანთი ვარსკვლავების გარშემო სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს, ზუსტად ისეთ მანძილზე, რომელზეც წყალი არც აორთქლდება და არც გაიყინება, არამედ მღელვარე ოკეანეების სახით შეიკრიბაბა. ერთ-ერთ მათგანზე, Kepler-62e, ნოტიო ატმოსფეროს ნიშნებიც კი გამოვლინდა. მსგავსი აღმოჩენები კიდევ ბევრი იქნება.
dreikis formula tan ganaxlebuli

 ლუიზა პრესთონი, ასტრობიოლოგი დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტიდან, ბიოლოგიურ ნიშნებს სწავლობს, რომლებიც კოსმოსში სიცოცხლის აღმოჩენაში დაგვეხმარება: ”თანამედროვე შეფასებებით, მარტო ჩვენს გალაქტიკაში 17 მილიარდი დედამიწისმაგვარი პლანეტაა. ჩვენი გალაქტიკა ასეული მილირადი გალაქტიკებიდან ერთ-ერთია, ამის გამო არამიწიერი სიცოცხლის არსებობის შანსი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება”.

 წყალიკანონზომიერება და არა გამონაკლისი

 იუპიტერის პატარა თანამგზავრი ევროპა, თავისი მოთეთრო-რძისფერი ზედაპირით სიცოცხლისათვის მიმზიდველ ადგილს სულაც არ ჰგავს: მუდმივად იბომბება რადიაციის დიდი დოზებით, ატმოსფერო თითქმის არა აქვს, ტემპერატურა პოლუსებზე -225°C-მდე ეცემა. სქელი ყინულოვანი საფარის ქვეშ კი ოკეანეა, ზოგან 90 კმ. და მეტი სიღრმით, რომელიც სამჯერ მეტ მარილიან წყალს შეიცავს, ვიდრე ჩვენი პლანეტის ყველა ზღვა.

 კლდოვანი ფსკერი, შესაძლებელია, წყალქვეშა თერმული წყაროებით იყოს დაფარული, რომლებიც ირგვლივ საკვებ ნივთიერებებს აფრქვევს. დედამიწაზე ასეთი ადგილები ცოცხალი ორგანიზმების უხვი რაოდენობით გამოირჩვა – ჭიები, უთვალებო კრევეტები და სხვა უცნაური არსებები(სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები).

 აქამდე, კოსმოსში თხევადი წყლის აღმოჩენა დიდ გამართლებად ითვლებოდა. ნასას პლანეტოლოგიის განყოფილების დირექტორის, ჯეიმს გრინის თქმით: ”წყალი, როგორც ჩანს, ყველგან არის გავრცელებული”. 2011 წლამდე მეცნიერები მარსის ზედაპირს აბსოლუტურად მშრალად მიიჩნევდნენ, სანამ ყურადღებას ბნელ ზოლებზე გადაიტანდნენ, რომლებიც ზამთრობით ქრებოდა, ხოლო გაზაფხულზე იგივე მდგომარეობას უბრუნდებოდა, რაც, ალბათ, გაყინვისა და გალღობის სეზონებზე მიუთითებს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მიკროორგანიზმები მარსის ზედაპირის ქვეშ შეიძლება იმალებოდეს.

 2012 წლის ნოემბერში მეცნიერთა ჯგუფმა ნასადან, დაადგინა, რომ მერკური, რომელზეც ტემპერატურა თითქმის 450°C-მდე ადის, მუდმივი ჩრდილის ქვეშ მდებარე კრატერებში 100 მილიარდ ტონამდე ყინულს ინახავს(მერკურიზე ყინული ნამდვილად არის). მთვარეზეც კი, რომელიც მზის სისტემის ყველაზე მშრალ ადგილად ითვლებოდა, 2010 წელს წყალბრუნვის პროცესი იქნა აღმოჩენილი(მაგმური წყალი მთვარეზე). მონაცემები იმის შესახებაც გროვდება, რომ სხვა თანამგზავრებიც, როგორებიც არის სატურნის ენცელადი, იუპიტერის ჰანიმედი, ასევე გააჩნიათ ზედაპირისქვეშა ოკეანეები.

 სად ღირს სიცოცხლის ძებნა მზის სისტემაში:
ტიტანი
ობიექტი: სატრუნის 62 თანამგზავრიდან ყველაზე დიდი.
ძებნის ზონა: ეთანისა და მეთანის ტბა.
მისია: ნასა და ევროპის კოსმოსური სააგენტო ტიტანის ერთ-ერთ ტბაში ზონდის ჩაშვების გეგმაზე მუშაობენ.
ევროპა
ობიეტქი: ერთ-ერთი იუპიტერის 67 თანამგზავრიდან.
ძენბის ზონა: ოკეანე, მრავაკილომეტრიანი ყინულის ქვეშ.
მისია: 2022 წლისთვის აპარატ JUICE(Jupiter Icy Moons Explorer)-ს გაშვება იგეგმება, ორგანული ნაერთების საძებნელად და მათი შემადგენელის, ყინულოვანი საფარის თვისებებისა და წარმომავლობის შესასწავლად(Europa Clipper).
ენცელადი
ობიექტი: სატურნის გეოლოგიურად აქტიური თანამგზავრი.
ძებნის ზონა: ყინულით დაფარული ოკეანე.
მისია: 2020 წლისთვის სავარაუდო მისია კრიოვულკანების ამონაფრქვევებში გაიფრენს. დასაშვები აპარატები საჭირო არ იქნება, ასე რომ მომავალში ნიმუშების აღებაც მოხერხდება.

 ეს ყველაფერი მზის ისტემაში, რა ხდება სხვაგან? ნასას თანამგზავრმა Submillimeter Wave Astronomy Satellite, რომელიც 1998 წელს გაუშვეს, ირმის ნახტომის მოლეკულური ღრუბლების შესწავლისას, მათში წყალი აღმოაჩინა. ეს მონაცემები მოგვიანებით ორბიტალურმა ტელესკომპა ”ჰერშელმაც” დაადასტურა, ცივ უვარსკვლავო ბირთვებში, პროტოვარსკვლავებთან და პროტოპლანეტარულ დისკოებში, ხოლო ტელესკოპებმა – ”ჰაბლი” და ”კეკი”, წყლის ორთქლი ეკზოპლანეტების ატმოსფეროებსა და სხვა ვარსკვლავურ სისტემებშიც შეამჩნია.
ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად, ჯეი ფარიჰი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ვარაუდობს, რომ დედამიწისმაგვარ პლანეტებზე წყლის არსებობა კანონზომიერებაა და არა გამონაკლისი.

 ქიმიური მრავალფეროვნება არა მარტო წყალს ეხება. დედამიწისეული სიცოცხლის ყველა კომპონენტი უამრავი რაოდენობით არის გაბნეული მთელს გალქტიკაში. 2008 წელს ”ჰაბლმა” ეკზოპლანეტის ატმოსფეროში უმარტივესი ორგანული ნაერთი – მეთანი აღმოაჩინა.
2005 წელს ასევე კოსმოსურმა ტელესკოპმა – ”სპიცერი”, გამოავლინა, რომ გალაქტიკა, აზოტის შემცველი პოლიციკლური არომატული ნახშირწყლებით თითქმის გავსებულია, რომლებიც დნმ-სა და რნმ-ს სამშენებლო მასალად შეიძლება იქცნეს. უფრო მარტივი ორგანული ნაერთების კვალი მერკურიზე, ჰანიმედზე და ენცელადზეც იქნა აღმოჩენილი. მიწაზე ჩამოცვენილი მეტეორტიების ანალიზი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მოძრაობდა რეგიონებში, სადაც ყინული, აზოტი, გოგირდი, შაქარი და ამინომჟავებიც კი არის. ბოლოს და ბოლოს არსებობს პანსპერმიის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლე კოსმოსიდან მოხვდა(გალაქტიკა როგორც ბიოსფერო).
სიცოცხლე გაცილებით მრავალსახოვანია, ვიდრე გვეგონა

 ანტარქტიკული ზაფხულის დროს მზე ნათბას არ წყვეტს. კრიობიოლოგი ბრენთ კრისთენი, ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის ლაბორატორიიდან, ანტარქტიდაზე გაემგზავრა… ბაქტერიებზე დასაკვირვებლად, რომლებიც მარადიულ სიბნელეში ცხოვრობენ. თავის კოლეგებთან ერთად ანტარქტიკულ სადგურ მაკ-მერდოზე რამდენიმე თვე იცხოვრა. ისინი ყინულოვანი ფარის გასაბურღი მოწყობილობით, 780 მეტრის სიღრმეზე მდებარე ტბა უილანსიდან ნიმუშების ამოღებას გეგმავდნენ.

 საბურღ მოწყობილობას 1000 კილომეტრის მანძილზე ორი კვირა მიათრევდნენ გზაზე, რომელზეც 100 წლის წინათ რობერტ სქოთმა გაიარა, რათა სამხრეთ პულუსამდე მისულოყო. სქოთი და მისი ჯგუფი უკან დაბრუნებისას დაიღუპა.

 ცხელი წყლის გამოყენებით, ბურღმა ტბას 30 საათში მიაღწია, ამოღებული ნიმუში კი სასწრაფოდ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში გააქციეს. მიკროსკოპში ჩახედვის მერე, ქრისთენი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, როცა გარემოსაგან ათასი წლით იზოლირებული ტბის წყალში პატარა ბურთულები და ზამბარები დაინახა – ბაქტერიათა შტამები. აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა ამა წლის იანვარში გაანცხადეს. მათ არ იციან, როგორ მოახერხეს მიკროორგანიზმებმა ბნელსა და გაყინულ წყალში გადარჩენა, თუმცა მათი აღმოჩენა, არამიწიერი ყინულების ქვეშ სიცოცხლის ძებნის პერსპექტიულობას გვიჩვენებს.

 ასეთი კვლევები სიცოცხლის არსებობის საზღვრებს აფართოებს. ოკეანურ სიღრმეებში, უდაბნოებსა და მარილიან ქვიშებზე ექსტრემოფილები ხარობენ. წითელი წყალმცენარე Galdieria sulphuraria ცხელ გოგირდოვან წყლებსა და ძველ შახტებში იზრდება, რომლებში დაგროვებული წყალი ისეთი ტუტეა, როგორც აკუმულატორის ელექტროლიტი.

 ჯორჯიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მკვლევარებმა, ტროპოსფეროში აღებულ სინჯებში 17 ბაქტერიული ტაქსონი აღმოაჩინეს, ანუ მიკროორგანიზმები ღრუბლებშიც კი ცხოვრობენ. ამასთან ერთად, 14 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარე ეკოსისტემები მკაცრ ქარებსა და რადიაციის მაღალ დონესაც უძლებს, ისე, რომ პლანეტის ზედაპირს შეიძლება არც არასოდეს შეეხოს.

 ასტრობიოლოგები ამტკიცებენ, რომ სიცოცხლის საძებნელად ყველაზე უფრო მიმზიდველი, ვარსკვლავებთან ახლოს მდებარე წყლიანი სამყაროებია. ორგანიზმებს უდაბურ და ვენერასმაგვარ, სქელი ატმოსფეროს მქონე პლანეტებზეც შეუძლია არსებობა(70-80-იან წლებში რუსულმა ზონდებმა ვენერაზე მიკრობები გადაიღეს?!). ასევე ასტეროიდებზე, ვარსკვლავებთან კავშირის არ მქონე მოხეტიალე პლანეტებზეც(თავიდანვე უპატრონო მოხეტიალე პლანეტები). თხევადი წყალი, სამყაროს ცივ ნაწილებშიც არის შესაძლებელი, პლანეტებზე, რომლებიც შიგნიდან რადიოაქტიური დაშლითა(ბირთვული დაშლა და სინთეზი) და გეოთერმული აქტიურობით თბება(უძლიერესი ამოფრქვევა იოზე).

 არამიწიერი სიცოცხლის ფორმა წარმოუდგენლად უჩვეულო შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, ტიტანზე მეთანის მდინარეები და ტბებია(ციური მდინარე: მინი-ნილოსი). შეიძლებოდა იქ ორგანიზმები წყლის მონაწილეობის გარეშე გაჩენილიყო? არიზონას უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი არიელ ანბარი აღნიშნავს, სხვა სისტემებში ისეთი ელემენტების თანაფარდობა, როგორიც ნახშირბადი, ჟანგბადი და სილიციუმია, ჩვენეულისგან სრულიად განსხვავებულია. ასეთ მრავალფეროვნებას ევოლუციის მიყვანა შეუძლია შედეგებამდე, რომელთა წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ”ის, რისი წარმოდგენაც ჩვენ შეგვიძლია, ალბათ, არამიწიერი სიცოცხლის რეალური მრავალფეროვნების უმცირესი ნაწილია”.
ეკზოპლანეტები

 ”ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში, პლანეტების მცირე რაოდენობა იყო ცნობილი. ბოლო წლებში აღმოჩენილმა ეკზოპლანეტების ურიცხვმა რაოდენობამ ყველა ძალიან გააკვირვა. ახლა ასტრონომები კვირაში ორი ეკზოპლანეტის აღმოჩენას ახერხებენ, ასე რომ კატალოგი სწრაფად იზრდება” – ამბობს თეორიული ფიზიკის პროფესორი მიჩიო კაკუ, ნიუიორკის სამოქალაქეო კოლეჯიდან.

 აღმოჩენათა ასეთ სიუხვეს კოსმოსურ ტელესკოპ – ”კეპლერი”, უნდა ვუმადლოდეთ. 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით მან 1235 კანდიდატი აღმოაჩინა, ხოლო ამა წლის იანვარში მათი რიცხვი 2740-მდე გაიზარდა.

 ”კეპლერიდან” მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენი გალაქტიკის პლანეტათა რაოდენობა შეფასებულია როგორც 100 მილიარდი. უფრო მეტიც, კვლევის მიხედვით, 4000 წითელი ჯუჯას გარშემო მბრუნავი დედამიწის ზომის პლანეტათა რიცხვი, რომლებზეც წყალი თხევად მდგომარეობაში შეიძლება იყოს, თითქმის 11 მილიარდია(წითელ ჯუჯებთან მდებარე უსიცოცხლო ეკზოპლანეტები).

tess ok

 ”კეპლერის” კარიერა დასასრულს უახლოვდება(ეკზოპლანეტებზე მონადირე ორივე ორბიტალური ტელესკოპი მწყობრიდანაა გამოსული), თუმცა მის კვალს სხვა კოსმოსური აპარატები გაყვება. ტელესკოპი TESS(Transiting Exoplanet Survey Satellite), რომელიც ორბიტაზე 2017 წელს გავა, დედამიწასთან ახლოს მდებარე ეკზოპლანეტების კვლევაზე იქნება სპეციალიზირებული, დედამიწის ზომიდან, გაზური გიგანტების ზომის პლანეტების ჩათვლით. ნანატრი ”ჯეიმს უები”, სტარტი 2018 წლისთვისაა დაგეგმილი, მას ამ პლანეტათა ატმოსფეროებში ბიომარკერების დანახვა შეეძლება.

 არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის შანსები ისევ მცირე რჩება, თუმცა არც მეცნიერებს დაუკარგავთ ოპტიმიზმი. ”ჩვენ მალე ეკზისტენციალური შოკი მოგვივა. მომავალი 50 წლის განმავლობაში სიცოცხლის უცხო ფორმებთან კონტაქტის დამყარების დიდი შანსები ასრებობს. ჩვენთვის ბავშვობიდან ცნობილ თანავარსკვლავედებში დედამიწის ორეულებს აღმოვაჩენთ, რაც სამყაროში ჩვენი ადგილის შესახებ წარმოდგენას შეგვიცვლის. გაქვავაებულ ნარჩენებში დნმ-ს ჯაჭვების აღმოჩენაც კი აღმაფრთოვანებელი იქნება” – ამბობს მიჩიო კაკუ(ადგილობრივი წარმომავლობა გამოირიცხოს…).

 რა თქმა უნდა, არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ შორეულ პლანეტებზე სიცოცხლეს აღმოვაჩენთ. თუმცა, უსაზღვრო სამყაროში, მილიარდობით პლანეტებით, ევოლუციის დაწყებისათვის საჭირო მილიარდობით გარემოებაც შეიძლება არსებობდეს(ამინომჟავების კოსმოსური ”ფაბრიკა”; მარსიდან ვართ?!; გალაქტიკათშორისი ფრენები ფერმის პარადოქსს კიდევ უფრო ართულებენ; უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!; ჰიპოთეზა გეაზე; უცხოების მდუმარების ხუთი მიზეზი; სიცოცხლე დედამიწაზე ადრე გაჩნდა; კავშირი არ არის, სიჩუმეა; გარდაუვალი სიცოცხლე; დედამიწელები – ცივილიზაციის ყველაზე უფრო ადრინდელი სახე; საზღვრებში მოქცეული სიცოცხლე; განსახლება – სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა; სიცოცხლე ეკზოპლანეტებზე და მათ თანამგზავრებზე; მათემატიკოსებმა სამყაროში სიცოცხლის არსებობის ალბათობის მაჩვენებელი შეამცირეს).

4 comments

  1. აი ყოჩაღ რა.მართლა მაგარი სტატიაა.ვისიამოვნე კითხვით.
    ამასობაში ერთი კითხვაც გამიჩნდა,რა ზომის უნდა იყოს ტელესკოპის მთავარი სარკე რომ ეგზოპლანეტის პირდაპირი ფოტოგრფირება მოხერხდეს დეტალებში.
    რათქმაუნდა ასეთი ტელესკოპით დედამიწიდან ფოტოს გადაღება ვერ მოხერხდება ატმოსფერული პირობების გამო თუ ვცდები?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.