ყინულის საფარით იზოლირებული სიცოცხლე

 ვიდას ტბა სასიცოცხლოდ არც თუ ისეთი კარგი ადგილია, ბაქტერიულისთვისაც კი: ის მუდმივად 27 მეტრი სისქის ყინულის ქვეშ იმყოფება, სადაც წყლის ტემპერატურა -13 °С-მე ეშვება, ხოლო მარილის შემცველობა ზღვისას ექვსჯერ აჭარბებს. მიუხედავად ამისა, ნიტრატების, ნიტრიტებისა და აზოტის ოქსიდების შემცველი ეს არე, მაინც არ არის უსიცოცხლო (Nature News).

 მეცნიერები, რომლებიც ვიდას ტბას იკვლევენ, ჭაბურღილი ორჯერ გაბურღეს, რათა ყინულის ქვედა ფენამდე ჩაეღწიათ – 2005 და 2010 წლებში. ახლა კი მათ მიღებული შედეგები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოაქვეყნეს.

 ზომოერი კლიმატური სარტყლის მტკნარ წყლიან ტბებში ჩვეულებრივ წყლის ერთეულ მოცულობაზე 10-ჯერ მეტი მიკროორგანიზმი გვხვდება. ვიდას ტბაში აღმოჩენილ ზოგიერთი სახის ბაქტერიებს ჩვეულებრივი ზომები ჰქონდათ(დაახლოებით 1 მკმ), თუმცა ბევრი გაცილებით პატარა იყო(0,2 მკმ). აღმჩენილი ბაქტერიების არცერთი სახეობა არ იყო მეცნიერებისთვის აქამდე ცნობილი.

 ტბაში აღმოჩენილი ჩვეულებრივი ზომის(1 მკმ) ბაქტერია პატარა თანამოძმეთა შორის.

 მკვლევარებს ჯერ ახლა მოუწევთ გაარკვიონ, სიცოცხლის შესანარჩუნებლად ენერგიის რომელი წყაროთი სარგებლობდნენ ბაქტერიები სივრცეში, რომელიც 2800 წლის განმავლობაში ყინულის სქელი ფენით იყო დაბეჭდილი. მტაცებელთა არ არსებობამ ბაქტერიებს საშუალება მისცათ „გადარჩენის“ რეჟიმში გადასულიყვნენ, უჯრედული გაყოფისა და გამრავლების შეწყვეტით, რათა მკაცრი პირობები ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაეტანათ(კიდევ ტბებზე და ბაქტერიებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.