სამყაროს, ტვინისა და ინტერნეტის მსგავსება

 ახალი მოდელირებით დგინდება, რომ სამყარო შეიძლება იზრდება და ვითარდება, როგორც გიგანტური ტვინივი.

კვლევის შედეგები ჟურნალ Nature’s Scientific Reports-ში, 16 ნოემბერს გამოქვეყნდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი ჯერ არაღმოჩენილი ფუნდამენტური კანონები პატარა და მცირე სისტემების ზრდას არეგულირებს: ადამიანის ტვინიდან, ინტერნეტის რთულ ქსელებამდე და კიდევ უფრო გრანდიოზულ – სამყარომდე.

 კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელი, დიმიტრი კრიუკოვი ამბობს: “ზრდის ბუნებრივი დინამიკა განსხვავაებული ქსელებისათვისაც ერთნაირია, როგორიცაა ინტერნეტი ან ტვინი, ან სოციალური ქსელები“.

 ახალი კვლევის მიხედვით, უნდა არსებობდეს ერთიანი ბუნებრივი კანონები, რომელბიც ამ ქსელების ზრდის დინამიკას განსაზღვრავს. ქევინ ბესლერი, ჰიუსტონის უნივერსიტეტიდან: “ერთი შეხედვით, ეს სისტემები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება, საკითხავი ისაა, არსებობენ თუ არა კანონები, რომლებიც ამის ახსნაში დაგვეხმარება“.

 სუპერკომპიუტერით სამყაროს კომპლექსური მოდელირების დროს, მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ „სამყაროს ქსელი“, ანუ დრო-სივრცის სტრუქტურა, გრაფიკულად ისეთ ქსელებს ჰგავს, როგორიც ინტერნეტი, სოციალური და ბიოლოგიური ქსელებია. როცა მეცნიერებმა სამყაროს ისტორია სოციალური ქსელებისა და ადამიანის ტვინის ზრდას შეადარეს, ქსელების გაფართოებაში ერთნაირი კანონზომიერებები აღმოაჩინეს. დიმიტრი კრიუკოვი: “ფიზიკოსებისთვის ეს შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ ამ მექანიზმების აღქმაში რაღაც გამოტოვებული ადგილები არსებობს. ალბათ, ზოგიერთი უცნობი კანონები ქსელების ცვლიელბასა და ზრდას არეგულირებს: ტვინის უმცირესი ზომის უჯრედებიდან – მეგაგალაქტიკებამდე. ეს, ახალი კვლევების დაწყებისათვის სრულიად საკმარისი მიზეზია (სამყარო ჰოლოგრამაა?! სიმების თეორია; ანთროპული პრინციპი; მტკიცებულება ევოლუციაზე მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის; სამყარო საკუთარი ხელებით; მატრიცა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.