მტკიცებულება ევოლუციაზე მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის

რუს მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია პოპულარული ნარკვევიდან “მტკიცებულება ევოლუციაზე”.მასში განხილულია მონაცემთა ძირითადი ჯგუფები, რომელთა საფუძველზეც მსოფლიო მეცნიერთა საზოგადოება ბიოლოგიურ ევოლუციას მყარად დამტკიცებულ ფაქტად თვლის.

პუბლიკაცია პასუხია კრეაციონისტული(თეოლოგიური კონცეფცია იმის შესახე, რომ ყველაფერი რასაც ვხედავთ ასეთივე სახით შექმნა ღმერთმა და არასოდეს იცვლება) პროპაგანდის გააქტიურებაზე, რაც აიძულებს მეცნიერებს ისევ და ისევ ამტკიცონ დიდი ხნის წინათ დამტკიცებული ჭეშმარიტება.


ლასტფრთიან თევზთა ხმელეთის ოთხფეხა(ტეტრაპოდები) არსებებად გადაქცევის გამარტივებული სქემა. ეს ნახაზი გამოყენებული იყო ე.წ. “მაიმუნის საქმეზე” პენსილვანიაში 2005 წელს. საპირისპიროდ კრეაციონისტების მტკიცებისა, თითქოს ეს ევოლუციური გადასვლა არ მომხდარიყოს. პროცესი ევოლუციონისტებმა მოიგეს, იმის მიუხედავად, რომ მოსამართლე კონსერვატორი, ბუშის მომხრე და მორწმუნე ადამიანი იყო.

  კატის, ადამიანის და დელფინის ემბრიონი. ადამიანის ჩანასახზე მოჩანს სალაყუჩე რკალები და კუდი, ხოლო დელფინისაზე უკანა კიდურები, რომლებიც ჩანასახის განვითარებასთან ერთად ქრება.
ზოგიერთი უცნაური ადაპტაციები საერთოდ აუხსნელია კრეაციონიზმით, თუმცა ადვილად გასაგები ევოლუციური თვალსაზრისით. თუ ყურადრებით დავაკვირდებით ბუნებას, ცხადი ხდება, რომ ძალები, რომლებიც ბიომრავალფეროვნებას იწვევენ, მთლიანად ინდიფერენტულია(სულ ერთია) ადამიანის წარმოდგენებზე სიკეთესა და ბოროტებაზე.

  პუბლიკაციის ავტორებს შორის ბევრია ათეისტი, აგნოსტიკი(ცნობილი ათეისტები) და მორწმუნე(მართლმადიდებელი). ყველა მათგანი პროფესიონალი მეცნიერია და  დარწმუნებული იმაში, რომ სამყაროს აღქმაში  განსხვავებები არ უნდა ახდენდეს გავლენას მეცნიერულად დამტკიცებულ ობიექტურობაზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.