საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხანძრის გაჩენა შესაძლებელია?
ხანძარი ს.კ.ს-ზე პრაქტიკულად შეუძლებელია. საქმე იმაშია, რომ კოსმოსურ მიკროგრავიტაციაში, ცეცხლის ალის ქცევა განსხვავებულია დედამიწისეულისგან. ის ცეცხლი, რომელიც ჩვენ ვიცით, ”ზემოთ” სულ სხვანაირად მოქმედებს. ასეთი ექსპერიმენტები კოსმოსურ სასდგურზე მყოფმა ასტრონავტებმა ჩაატარეს.
”მიკროგრავიტაციის პირობებში ალი სხვანაირია. ის სპეციფიურ სფეროს წარმოქმნის. ცეცხლის ანთებისას მიმდინარეობენ ქიმიური რეაქციბი, რომლებიც დედამიწაზე და კოსმოსში განსხვავებულია. სანთლის ანთების მერე აღმოვაჩინეთ, რომ ის თითქოს უცეცხლოდ იწვის. მეტ ხანს უნდება გაცხელებას. იქ ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობაა” – ამბობს პროფესორი ფორმან უილიამსი, სანდიეგოს უნივერსიტეტიდან.
ს.კ.ს-ს ბორტზე დაიმზირება ცივი ცისფერი ალი ტემპერატურით 500-800 К. მაშინ, როცა დედამიწაზე ალი უფრო ცხელია – 1500-2000 К.
ჩვეულებრივი ცხელი ალი ნამწვს წარმოქმნის, СО2-ს და წყალს, ხოლო ცივი ალი მიკროგრავიტაციის პირობებში ჟანგბადის უკმარისობის გამო ადამიანისთვის საშიშ ნახშირჟანგსა და ფორმალდეჰიდს. აქედან გამომდინარე, კოსმოსში რომანტიული სადილის ან დაბადების დღის სანთლების თანხლებით მოწყობა ძალიან საშიში საქმეა.
სუპერუჯრედი ტეხასის თავზე
ეს ღრუბელია თუ კოსმოსური ხომალდი? ამ უჩვეულო და ძალიან საშიშ შტრომულ ღრუბელს სუპერუჯრედი ჰქვია. სუპერღრუბლებს ტორნადოების, სეტყვას, მძლავრი დაღმავალი ნკადებისა და კოკისპირული წვიმების, ან უბრალოდ შთამბეჭდავი სანახაობის წარმოქმნა შეუძლიათ. სუპერუჯრედი ჩვეულებრივ, თავის თავში მეზოციკლონს მალავს – აღმავალი ჰაერის სვეტი, შემოფარგლული დაღმავალი ჰაერის ნაკადებით. სუპერუჯრედები დედამიწის სხვადასხვა წერტილებში გვხვდებიან, ყველაზე მეტად კი ა.შ.შ-ს ე.წ.
ტორნადოების ხეივანში. ამ ვიდეორგოლში მიმდევრობით გადაღებული ოთხი ფოტოა წარმოდგენილი, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მიცურავს მბრუნავი სუპერუჯრედი ტეხასის ქალაქ ბუკერის ცაში. ჩანს ცენტრთან ახლოს ახალი ღრუბლების წარმოქმნის პროცესი, სპირალურ მოძრაობაში ჩახვეული მტვერი ზედაპირთან, ჭექაქუხილი, უზარმაზარი და რთული სტრუქტურის მქონე სუპერუჯრედის ბრუნვა. ვიდეორგოლის ბოლოს კი წვიმის უწყვეტი ნაკადის სუპერუჯრედიდან გადმოდინება(ქარიშხალი და მიწისძვრა: მოკავშირეები? ქარიშხალი სენდი ფორმირებიდან სანაპიროზე გადასვლის ჩათვლით; ქარიანი გზები დედამიწაზე).
მშრალი ყინულისგან გაჩენილი ზოლები მარსზე
რატომ გაჩნდნენ მარსზე ასეთი გრძელი და თითქმის წრფივი ღარები? ისინი ზოგიერთი ქვიშიანი დიუნების ფერდობებზე მარსული გაზაფხულის დროს ჩნდებიან, მათ ”წრფივ ქარაფებს” ეძახიან. ღარებს თითქმის ერთნაირი სიღრმეები აქვთ, სიგრძე ორ კილომეტრს აღწევს, მათი კიდეები შემომფარგლავ ქვიშაზე მაღალია. წყლის ნაკადებისგან განსხვავებით, ფერდობის ბოლოში, ისინი წყლის მიერ გადარეცხილი და გამომშრალი ქანების გროვებს არ ქმნიან. ყველაზე უფრო შესაძლო ჰიპოთეზის მიხედვით,
წრფივი ქარაფები მაშინ წარმოიქმნებიან, როცა გაყინული ნახშირორჟანგის კიდეებიდან მოტეხილი ნაწილები დიუნების ფერდობებზე გორდებიან, ორთქლში სუბლიმირებენ(თხევადი ფზის გავლის გარეშე), ბოლოს კი მთლიანად ოქრთქლდებიან გაიშვიათებულ ჰაერში. ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ მომავალში, თავგადასავალთა მაძიებლები ამ მშრალი ყინულის ”ციგებით” შეძლებენ სრიალს, აორთქლების პროცესში მყოფი ნახშირორჟანგისგან წარმოქმნილ ჰაეროვან ბალიშზე. ახლახანს გამოქვეყნებული ფოტო 2006 წელს მარსის ორბიტალურ მზვერვზე(MRO) არსებული კამერა HiRISE-თია გადაღებული. MRO ახლაც მარსის ორბიტაზეა და მუშაობას აგრძელებს(NASA-მ მარსული დიუნების მოძრაობა დააფიქსირა; “თხევადი ქვიშა” მარსზე).
რელატივისტური ქაფი: რენტგენის გამოსხივების წყარო
ათწლეულების განმავლობაში ასტროფიზიკოსებს ჩიხში აყენებდათ პრობლემა, რომელიც შავი ხვრელების მიერ ჭარბი რაოდენობით გამომუშავებულ მაღალენერგიულ რენტგენის სხივებს ეხებოდა(Johns Hopkins University).
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის, ნასას და როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსებმა თეორიასა და დაკვირვებებს შორის არსებული შეუსაბამობის ლიკვიდაცია მოახდინეს, დაამტკიცეს რა, რომ შავ ხვრელზე სპირალური ტრაექტორიით ვარდნილი გაზი, რენტგენის ხისტი გამოსხივების წყარო უნდა იყოს.
მეცნიერებმა, რომლებიც გამოთვლების თანამედროვე საშუალებებისა და ”ხელით” გაკეთებული გამოთვლების კომბინაციებს იყენებენ, შავ ხვრელში ვარდნილი გაზებისა და მათთან დაკავშირებული მაგნიტური ველების მოდელირება მოახდინეს.
ხვრელში ვარდნილი გაზი აკრეციულ დისკოს წარმოქმნის, სადაც ის 10 მილიონ გრადუსამდე ცხელდება. გაზის ტემპერატურა დისკოს ძირითად სხეულში, მზის ზედაპირის ტემპერატურას დაახლოებით 2000-ჯერ აჭარბებს, რაც დაბალენერგიულ, ან ”რბილ” რენტგენის სხივებს წარმოქნის. თუმცა, დაიმზირება ”ხისტი” გამოსხივებაც, 100-ჯერ და მეტად ენერგიული სხივები, რომელთა გაჩენის მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველი რჩებოდა.
დაკვირვებები იმაზე მეტყველებენ, რომ რენტგენის გამოსხივების ფოტონები ძალიან გაიშვიათებულ და გავარვარებულ რეგიონში ჩნდებიან, შედარებით ”ცივ” დისკოსთან, როგორც მზის გვირგვინში, რომელიც მზიური სპექტრის ულტრაიისფერი და რენტგენის სხივების ძირითადი წყაროა.
ტემპერატურას, სიმკვრივესა და გაზური ნაკადების სიჩქარეს, ხვრელის მახლობლად, აკრეციულ დისკოსში გამავალი მაგნიტური ველი მკვეთრად ამაღლებს. ეს ველი, თავის მხრივ, გაზის მოძრაობაზე ახდენს ზეგავლენას. მკვლევარების მიერ ჩატარებულმა მოდელირებამ აჩვენა, რელატივისტური ეფექტების(სინათლის სიჩქარე; სინათლის სიჩქარით) გათვალისწინებით, რომ რელატივისტური ”ქაფი” წარმოიქმნება, რომელიც ხვრელის გარშემო სინათლის მახლობელი სიჩქარით მოძრაობს. მაღალენერგიული რენტგენის გამოსხივება არა მარტო შესაძლებელი ხდება, არამედ გარდაუვალიცაა, ხვრელზე გაზის ასეთნაირად ვარდნის დროს.
მოდელირებისთვის მკვლევარებმა სუპერკომპიუტერული სისტემა Ranger-ი გამოიყენეს, რომელიც ურთულეს გამოთვლებს 27 დღე-ღამე(600 საათზე მეტ ხანს) აწარმოებდა(ვიდეო).
უცხოპლანეტელების საძებნელი ტელესკოპი 5 წელიწადში მზად იქნება
უცხოების ძებნა შესაძლებელია სითბოს საშუალებით მოხდეს, რომელსაც მათი ცივილიზაციები ასხივებენ. თუმცა, ამხელა საქმეს მეგატელესკოპი დასჭირდება, რომლის დაგეგმარება ფაქტობრივად უკვე დაიწყო. ტელესკოპი სახელად „კოლოსი“ (როდოსის კოლოსი) 77 მეტრი იქნება, ყველაზე დიდი ტელესკოპი რაც კი ოდესმე შექმნილა. 1 მილიარდიან ტელესკოპს შუა ნაწილზე ექნება თხელი სარკე და ირგვლივ პატარა სარკის სეგმენტები. ტელესკოპის მგრძნობელობა იმდენად დიდი იქნება, რომ ის ქალაქების ან ცივილიზაციისთვის დამახასიათებელ სხვა ნიშნების შემჩნევას დედამიწიდან 60-70 სინათლის წლით მოშორებულ პლანეტებზე შეძლებს. თუ ისეთი ინვესტორი გამოჩნება, რომელიც ასეთ საქმეზე თანხას არ დაიშურებს, მაშინ ტელესკოპი 5 წელიწადში მზად იქნება, განაცხადა ჰავაის ინსტიტუტის ასტრონომმა ჯეფ კუნმა. ასეთი ტელესკოპის აგება საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება სამეცნიერო ისტორიაში. პირველი უცნაური სიგნალის მერე – „ვაუ“(SETI), რომელიც 1977 წელს იქნა მიღებული, მსგავსი აღარაფერი მომხდარა. შესაძლებელია, უცხოები სულაც არ გვიგზავნიან სიგნალებს, ისინი ისეთი რადიო არხების საშუალებით ამყარებენ კონტაქტს, რომელთა გამოყენება ჩვენ აზრადაც არ მოგვსვლია. იმედია, დედამიწიდან კოსმოსში გაგზავნილ სიგნალებს ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია-დამპყრობელი არ მიიღებს. ტელესკოპ „კოლოსის“ დიდი პლიუსი კი იმაშია, რომ მას სხვებისგან შეუმჩნევლად შეუძლია მოძებნოს და დაიჭიროს სიგნალი, რომელსაც უცხო ცივილიზაცია ასხივებს.
გუნდი, რომლიც ამ ტელესკოპზე მუშაობს, უკვე ეძებს თანხებს და ინვესტორს კოლოსის ასაგებად. ისინი ორი მიმართულებით დაიწყებენ ძიებას: ერთი იქნება “კოსმოსური” ცივილიაციების ძებნა და მეორე – რადიო ტელესკოპებით ძებნა. ეს არ არის ასტრონომული პროექტების შეჯიბრი, ეს საკაცობრიოდ და ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, განაცხადა გუნდის წამყვანმა მეცნიერმა ჯეფ კუნმა(ანომალური მოვლენები).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.
ჯუმბერ ლომინაძე: ცოდნა გაიმარჯვებს(Pravda.ru)
საქართველოს ნაციონალური აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოსი, ასტროფიზიკოსი ჯუმბერ ლომონაძე საბჭოთა კავშირის ატომური პროექტის საწყისებთან იდგა. ის, ურალის ატომურ ცენტრში არსებულ „ობიექტზე“ სამუშაოდ, მოსკოვის სახელმწიფო უნვერსიტეტის 11 კურსდამთავრებულთა რიცხვში „დახურულმა“(გასაიდუმლოებულმა) აკადემიკოსმა სახაროვმა შეიყვანა. ცნობილ და მოსკოვის არც თუ ისეთ ხშირ სტუმარს მწერალი ვლადიმირ გუბარევი ესაუბრა. შეხვედრის მიზეზი ამ მწერლის მიერ გამოცემული წიგნი – „ატომური საუკუნე. ბომბა“ იყო. ეს არზამას-16-ს და ჩელიაბინკს-49-ს ეხება. ლომინაძე ერთ დროს ურალის ბირთვულ ცენტრში მუშაობდა და ბუნებრივია ამ წიგნით დაინტერესდა. საუბარი არა მარტო პროექტში მონაწილე ადამიანების ბედზე წარიმართა…
- როგორ მოხვდით ურალის გასაიდუმლოებულ ცენტრში?
ფიზიკას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. 1955 წელს ხმა გავრცელდა, რომ ჩვენთან ახალგაზრდა ფიზიკოსების ასარჩევად ორი „დახურული“ აკადემიკოსი უნდა ჩამოსულიყო. მაშინ, ახლა უკვე ისეთ ცნობილ მეცნიერებთან ერთად ვსწავლობდი, როგორებიც საგდეევი, კროხინი, როზანოვი, მორდოვინი და ხლებნიკოვი არიან. ცხოვრებამ ერთმანეთს დაგვაშორა, თუმცა ეს სახელები ძალიან ბევრს ნიშნავს მეცნიერებისთვის – აკადემიკოსები, ყველაზე უფრო პრესტიჟული პრემიების ლაურეატები, მეცნიერების ახალი მიმართულებების შემქმნელები… ამრიგად, უნივერსიტეტში ორი ახალგაზრდა აკადემიკოსი ანდრეი დიმიტრის ძე სახაროვი და იაკობ ბორისის ძე ზელდოვიჩი ჩამოვიდნენ. მათ 11 ახალგაზრდა ამოარჩიეს და ე.წ. „საფეხბურთო გუნდი“ შექმნეს. ჩვენ გვითხრეს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების მერე „ობიექტეზე“ გადაგვიყვანდნენ. ასეც მოხდა: ჩვენ სერდმაშში გამოგვიძახეს და მატარებლით ურალში გაგვამგზავრეს. „ობიექტს“ უცნაური სახელი ჰქონდა – „21-ე მოედანი“.
- ოდნავადაც არ გაწუხებთ სინდისი, რომ „სამჭოთა ატომურ პროექტში“ იღებდით მონაწილეობას?
- ამ კითხვას ხშირად მისვავენ, რომ ასეთ საშინელ იარაღს ვაკეთებდი… ზოგიერთი ვერ ხვდბა, მაშინ სულ სხვა დრო, სხვა ეპოქა იყო. ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებდით. ენთუზიაზმიც შესაბამისი იყო, თავდაუზოგავად ვმუშაობდით და ამით ახლაც ვამაყობ. იმ დროსთან ძალიან ნათელი მოგონებები მაკაშირებენ. მეუღლესთან ერთად 1996 წელს ჩელიაბინსკ-70 მოვინახულეთ, ვნახეთ სახლი, სადაც ვცხოვრობდით. ერთმა უბრალო რუსმა ქალბატონმა მიგვიღო, სუფრაც გაგვიშალა… გვეჩვენებოდა, რომ დიდი სახლი გვქონდა, აბაზანა, ახლა კი აღმოვაჩინეთ, რომ ის ძალიან პატარა ყოფილა… ჩემი მეუღლეც იცნეს, ის ხომ ექიმად მუშაობდა, ბავშვებს მკურნალობდა. იქაურებს ის ისევ ახსოვთ.
- მექმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენ, ერთად-ერთი ქართველი მეცნიერი ხართ, რომელიც „ატომურ პროეტში“ იღებდა მონაწილეობას?
- ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ეს ასეა. სხვა ქართველებს იქ არ შევხვედრივარ. ეს ჩემთვის პატივია, რადგან „ატომურმა პროექტმა“ სამყარო შეცვალა – მასზე პლანეტის მეცნიერთა ელიტა მუშაობდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერი მეცნიერისთვის საამაყოა.
- ვინმე თუ დარჩა ურალში საცხოვრებლად?
- ჩვენი „საფეხბურთო გუნდიდან“ ოთხნი დარჩნენ, მათ შორის ხლებნიკოვი და მორდოვინი, მე სამოციან წლებში წამოვედი. იარაღი უკვე მზად იყო, სხვა ეპოქა დაიწყო, თან ოჯახური საქმეებიც საშობლოში დაბრუნებას მოითხოვდნენ. აქ კი მოულოდნელი რამ მოხდა: აღმოჩნდა, რომ ჩვენი მთავარი კონსტრუქტორი და ხემლძღვანელი კირილ ივანეს ძე შიოლკინი წარმოშობით თბილისიდან ყოფილა! სამწუხაროდ, ურალში ყოფნისას ეს არ ვიცოდი. თბილისში მისი ძეგლის გახსნაში აქტიურად ვმონაწილეობდი. ეს იყო 1982 წელს. მხოლოდ მეოთხედი საუკუნის მერე გაიგო თბილისმა ადამიანის შესახებ, რომლითაც სრული უფლება აქვს იამაყოს. ჩვენ ახალა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, შიოლკინი ამის ერთ-ერთ ელვარე მაგალითია… ზოგიერთი გიჟი(ეს სიტყვა ალბათ გუბარევმა ჩაამატა:). Astronet.ge) რუსეთის იმპერიაზე გაჰყვირის, რისი მოსმენაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, მე ხომ საქართველოში გავიზარდე, აქ ვმუშაობ, ხოლო მოსკოვში ვსწავლობდი, მოსკოვსა და სხვა ქვეყნებში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მათ გარეშე ჩემი სიცოცხლე წარმოუდგენელია.
- თქვენ თბილისში დაბრუნდით… იქაური თემატიკა ხომ „ბომბებს“ არ ეხებოდა?
- მე ფიზიკის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, სადაც პლაზმის ფიზიკით დავკავდი, ანუ მართვადი თერმობირთვული რეაქციებით. მოსკოვთან კონტაქტი არ დამიკარგავს. უპირველეს ყოვლისა, კურჩატოვის სახელობის ინსტიტუტთან, სადაც ამ პრობლემაზე აკადემიკოსი ველიხოვი მუშაობდა. ჩვენ აკადემიკოს კადომცევთანაც ვიყავით დაკავშირებულნი, მის ლაბორატორიასთან. და თანამშრომლობის მეორე მიმართულება – კოსმოსური კვლევების ინსტიტუტი, რომელსაც მაშინ აკადემიკოსი საგდეევი ხელმძღვანელობდა, ჩემი ძალიან დიდი მეგობარი. 70-ანი წლების დასაწყისში ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობა მთხოვეს. იქ თეორიული ასტროფიზიკის განყოფილების ორგანიზება მოვახერხე. მთლიანობაში: ბომბი – თერმობირთვული რეაქციები(თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო) – პლაზმა და პულსარები - კოსმოსი, ეს ერთი რიგის მოვლენებია… მე მაგალითს, პირველ რიგში, ზელდოვიჩიდან ვიღებდი, რომელიც არზამას-16-დან ასტროფიზიკაში „წავიდა“, მეორე რიგში კი, საგდეევიდან, რომელიც პლაზმური ფიზიკიდან კოსმოსურ კვლევებში „გადავიდა“… მე ახლა ძალიან კარგი თეორიული ასტროფიზიკის განყოფილება მაქვს, მასში 5 მეცნიერებათა დოქტორი და 15 კანდიდატი შედიან. შემიძლია ვიტრაბახო, რომ განყოფილებას კარგი შედეგები აქვს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებიც აღიარებენ. ამის მერე აბასთუმნის ობსერვატორიის ხელმძღვანელად დამნიშნეს, ამჟამად მისი დირექტორი ვარ. ობსერვატორია მთაშია და იქ ასვლა ორ თვეში ერთჯერ მიწევს, მე ხომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანიც ვარ, ამიტომ ძირითადად თბილისში მიწევს მუშაობა. ამასთან ერთად უნივერსიტეტშიც ვასწავლი. ასე რომ სამუშაოს მეტი რა არის.
- მე(გუბარევი) საქრთველოში 1991 წლიდან არ ვყოფილვარ. როგორაა მეცნიერების საქმე?
- ჯერჯერობით ის არსებობს. ჩვენ მოწინავე მათემატიკური სკოლა გვაქვს, კარგი ფიზიკა, საუკეთესო ფილოსოფია, ბიოფიზიკა. რაც ყველაზე მთავრაია, გვყავს კარგი ახალგაზრდობა, რომელთაც ჯერჯერობით, აკადემიაში მხოლოდ ენთუზიაზმი აკავებს. გადინება კი სულ უფრო აქტიური ხდება… მე თეორიულ ფიზიკასა და მათემატიკაზე ვლაპარაკობ, ექსპერიმენტული მეცნიერება კი, რა თქმა უნდა, კატასტროფულ მდგომარეობაშია…
- თქვენი პროგნოზი?
- მე ოპტიმისტი ვარ. ვერ დავიჯერებ, რომ ის დიდი მიღწევები, რომლებიც რუსეთსა და საქართველოშია მიღებული, შეიძლება დაიღუპოს, გაქრეს. თვითონ მეცნიერები არ დაუშვებენ ამას. ცოდნა ყოველთვის ამარცხებს უმეცრებას. სწორედ ამაზე დგას ჩვენი ცივილიზაცია.
- მადლობა. ვფიქრობ, აღარაფერია საჭირო თქვენს ნათქვამზე დასამატებლად…
საერთო კრების დროს მე(გუბარევი) დავინტერესდი ვის მისცა ხმა ლომინაძემ – ალფიოროვს, ფორტოვს თუ ნეკიპელოვს. პასუხი დიპლომატიური აღმოჩნდა:
- ყველაზე უფრო ძნელ დროს ჩვენი ქვეყანის(სსრკ) გადამრჩენელის როლში ყოველთვის ფიზიკა გამოდიოდა. ახლაც ასე მოხდება…
შედმეგ ჯუმბერ ლომინაძეს გამგზავრების წინ ვესაუბრე. მასთან ამ დროს შიოლკინის შვილი იყო, ისინი თბილისის ერთ-ერთ მოედანზე ძეგლის დაბრუნების შესახებ ლაპარაკობდნენ.
- ამით ისტორიულ სამართლიანობას აღვადგენთ, ირწმუნებოდა ლომინაძე, და ამას ერთად გავაკეთებთ… არ მიკითხავს, კონკრეტულად რომელი მარშრუტით აპირებდა უკან დაბრუნებას: კიევის თუ ბაქოს გავლით. მეორე ვარიანტი, ამბობენ, უფრო მოკლეაო… ასეა თუ ისე, უცნაურია(აბა, აბა:). Astronet.ge), რომ მოსკოვიდან თბილისში ჩასასვლელად შემოვლითი გზაა საჭირო?!(Pravda.ru).
სინათლე მეზოსფეროდან: ვერცხლისფერი ღრუბლები
უჩვეულოდ მანათობელი ღრუბლები სულ უფრო მეტი რაოდენობით ჩნდებიან და ეკვატორისკენ ვრცელდებიან(Wired).
ზაფხულობით, მზის ჩასვლისთანავე, ცაში იშვიათი სანახაობის მოწმე შეიძლება გავხდეთ, თხელი მანათობელი საფარი, რომელშიც ვარსკვლავების შუქი ჩანს. ეს ვერცხლისფერი ღრუბლებია, ფორმირებული მეზოსფეროში, ყველა დანარჩენი ტიპის ღრუბლებს მაღლა. პირველად ისინი 1885 წელს, ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგ შეამჩნიეს.
უკანასკნელ წლებში ეს მოვლენა არც თუ ისეთი იშვიათი გახდა, ვერცხლისფერი ღრუბლები ზომაში იმატებენ, უკეთესად ჩანან და ეკვატორთან ახლო განედებზეც დაიწყეს გამოჩენა. რა შეიძლებ აიყოს ამის მიზეზი?
ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ვერცხლისფერი ღრუბლების გამოჩენა კლიმატის ცვლილების ადრეული მოწმობაა, რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებზე აისახება. ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მეთანის მოხვედრა ვერცხლისფერი ღრუბლების გამოჩენის სიხშირესა და ფორმირების ინტენსიურობას ზრდის. ”როცა მეთანი ატმოსფეროს ზედა ფენებში ხვდება, ის მთელ რიგ ქიმიურ ცვლილებებს განიცდის, რის შედეგადაც წყლის ორთქლი წარმოიქმნება” – ამბობს ნასელი მკვლევარი ჯეიმს რასელი. იმ განედებზე, სადაც ვერცხლისფერი ღრუბლები შეიმჩნევა, წყლის ორთქლი დიდ სიმაღლეებამდე ადის, მტვრის ნაწილაკების გარშემო კრისტალიზდება, რომლებიც მეტეორიტების შემოჭრის, ვულკანური ამოფრქვევებისა და რაკეტების გაშვების შედეგად ხვდებიან ატმოსფეროში. ეს ღრუბლები გამჭვირვალეა, ხოლო როცა მათ მზე ჰორიზონტს იქედან ანათებს, მანათობელი ბოლის სახით ჩანან ვარსკვლავების ფონზე.
ადრე ვერცხლისფერი ღრუბლების ინტენსიურობა მზის აქტიურობის 11 წლიანი ციკლის მინიმუმს ემთხვეოდა. ახლა მნათობი ამ ციკლის მაქსიმუმშია, ხოლო ელვარე ვერცხლისფერი ღრუბლები, ნასას მონაცემებით, გამოჩენას აგრძელებენ, გამოჩენის ტერიტორიათა განუხრელი გაფართოებით(მეტეორიტული კვამლი: ღრუბლიანი გამოცანა).
ვარსკვლავიდან ყველაზე შორს მდებარე ეკზოპლანეტა
მეცნიერებმა ახალგაზრდა პლანეტა-გიგანტი აღმოაჩინეს, ვარსკვლავიდან რეკორდულ მანძილზე – 80 ასტრონომული ერთეული(hubblesite).
პლანეტა დედამიწიდან 176 სინათლის წლის მანძილზე, წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ჰიდრას TW-სთან მდებარეობს. ვარსკვლავის ასაკი დაახლოებით 8 მილიონი წელია, რაც ვარსკვლავური ევოლუციის(ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა) ჩარჩოებში ძალიან მცირეა, რაზეც ჰიდრას TW-სთან მდებარე გაზურმტვროვანი დისკოც მეტყველებს. ”ჰაბლით” გადაღებული ახალი ფოტოებით გაირკვა, რომ დისკო არაერთგვაროვანია: მასში ცენტრიდან 80 ა.ე-ს მანძილზე რკალური ფორმის სიცარიელე შეიმჩნევა.
შედარებისთვის, ნეპტუნის ორბიტის რადიუსი 30 ა.ე-ს(1 ა.ე. = 150 000 000 კმ, მანძილი დედამიწიდან მზემდე) უტოლდება. დისკოში არსებული სიცარიელე, მეცნიერთა აზრით, პლანეტა-გიგანტის გაჩენაზე მეტყველებს, 6-დან 28-მდე დედამიწის მასით, რომელმაც თავისი ორბიტის ფარგლებში მდებარე მთელი მატერია შეაგროვა. დღეისათვის მიღებული განსაზღვრებით, ტერმინი ”პლანეტა” ეწოდება იმ ობიექტებს, რომლებსაც ასტეროიდებისა და პლუტონის მაგავრი ობიექტებისგან განსხვავებით, გაზურმტვროვან დისკოში გაიშვიათებათა რკალების წარმოქმნა შეუძლიათ.
პლანეტა, რომლის პირდაპირი გადაღება ჯერჯერობით არ მომხდარა, ან სუპერდედამიწების კლასს ეკუთვნის, ან ყინულოვან გიგანტებს. ვარსკვლავიდან დაშორება, მასა, ასაკი და გარშემო მტვრის სქელი ღრუბლების არ არსებობა ასტრონომების წინაშე რთულ ამოცანას წამოჭრის: პლანეტა ან იშვიათი გამონაკლისია, ან მათი ფორმირების ტრადიციული მოდელებია არასრულფასოვანი. თეორია, რომლის მიხედვითაც პლანეტა, ვრსკვლავის შემომფარგლავი მტვრის ნაწილაკების შეწებებით იზრდება, ასეთ მოკლე ვადაში ციური სხეულის წარმოქმნას უბრალოდ არ უშვებს. პლანეტის სწრაფ გაჩენას მხოლოდ გრავიტაციული არასტაბილურობის მოდელი წინასწარმეტყველებს. მიწისზედა და მომავლის ტელესკოპების(”ჯეიმს უები”) გამოყენებით მეცნიერები დაადგენენ, თუ რომელი მოდელისთვის უფრო არის თავსებადი ახალი აღმოჩენა.
ასტრობიოლოგია ატაკამას უდაბნოში
ტექნოლოგიები, რომლებიც არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენისთვის მუშავდება, ტესტირებას დედამიწის ყველაზე უფრო უსიცოცხლო ადგილზე, ჩილეში მდებარე უდაბნო ატაკამაში გაივლიან. ძებნითა და რუკაზე მიკრობული ნიშნების მქონე ადგილების მონიშვნით ყველგანმავალი Zoë დაკავდება, რომელიც გზას 17 ივნისს გაუდგება და ორი კვირა იმუშავებს.
უდაბნო ატაკამა(1) – ყველაზე უფრო უსიცოცხლო ადგილი დედამიწაზე. აქ მოსული ნალექების რაოდენობა რამდენიმე მილიმეტრია ათწლეულის განმავლობაში, ხოლო შედარებით არც თუ ისე მაღალი ტემპერატურა ყველაზე უფრო გმძლე ორგანიზმების გადარჩენის შანსსაც კი ამცირებს: რაც უფრო დაბალია ტემპერატურა მით ნაკლებია გამრავლებისათვისა და ზრდისათვის საჭირო ენერგია. ატმოსფეროდან დალექილი ნიტრატები, რომელსაც ნორმალურ პირობებში ბაქტერიები მალევე ითვისებენ, ხელშეუხებელი რჩება, ამ უდაბნოს ზოგიერთ რეგიონებში ბაქტერიული სიცოცხლეც კი არ არსებობს. უდაბნო, რომლის ასაკი დაახლოებით 10 მილიონი წელია, საუკეთესო ადგილია მსგავსი ტექნოლოგიების გამოსაცდელად. ტესტირება ძვირადღირებული შეცდომებისგანაც გვიცავს: დეტქტორი DAN-ის ტესტრებამ აჩვენა, რომ ნეიტრონების გენერატორში რადიოაქტიური თრითიუმის დაშლა ინსტრუმენტის მუშაობის ხანგრძლივობას საგრძნობლად ამცირებს, რის გამოც ნასამ ”ცნობისმოყვარეზე” არსებული ამ ინსტრუმენტით ჩასატარებელი კვლევების განრიგი წინ გადმოწია, სანამ დეტექტორი მწყობრიდან გამოვა.
ყველგანმავალი Zoë, აწყობილი კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში(ა.შ.შ.) – მზის ბატარეებზე მომუშავე ავტონომური რობოტია, რომელმაც ატაკამას მიკრობული სიცოცხლის კარტოგრაფირება ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. გალიუმის არსენიდის ფოტოელემენტებით(3 მ3 დაახლოებით) აღჭურვილი 2 მეტრის სიგრძის რობოტი 180 კილოგრამს იწონის. აქვეა პანორამული კამერა, სპექტრომეტრი, წინააღმდეგობათა გადალახვის რთული სისტემა და ჰორიზონტსიქეთა ნავიგაცია. მისიის პრიოროტეტის მიხედვით მას ენერგიის ინსტრუმენტებსშორისი გადანაწილებაც შეუძლია.
მარსზე ორიენტაციისთვის კომპასი და GPS არ გამოდგება, Zoë მათ გარეშეც მუშაობს, რეგიონის, ორბიტიდან მიღებული მონაცემებით შექმნილი მოდელის მიხედვით.
ცოცხალი ორგანიზმების მოსაძებნად ყველგანმავალი აღჭურვილია ლიუმინესცენციის მაფოკუსირებელი კამერით, სინჯების ზედაპირული და 1 მეტრამდე სიღრმიდან აღების მოწყობილობით. მიმდინარე ტესტირების მსვლელობისას ყველგანმავალმა 30-40 კილომეტრი ატაკამას ყველაზე უფრო უსიცოცხლო ადგილებში უნდა გაიაროს, დღეში, გრუნტის ორი სინჯის აღებით. Zoë-ს ბორტზე არსებული აპარატურა კი მათ ანალიზს მოახდენს(ვიდეო).
კოსმოსური სიმი
როგორ შეიძლება აღმოვაჩინოთ კოსმოსური სიმი – ეკზოტიკური ობიექტი, რომელიც დრო-სივრცის გიგანტური მასშტაბების ნაკეცს წარმოადგენს, რომელსაც უზარმაზარი სიმკვრივე და უმცირესი დიამეტრი გააჩნია(arxiv.org).
პოპულარულ ლიტერატურაში კოსმოსურ სიმებზე ბევრი არაფერია ნათქვამი. ყოველ შემთხვევაში, გაცილებით ცოტა, ვიდრე შავ ხვრელებზე, თუმცა მათ მსგავსი ბუნება გააჩნიათ და დრო-სივრცის ლოკალურ თავისებურებებს წარმოადგენენ. მოკლედ რომ ვთქვათ, კოსმოსური სიმი, ეს არის დრო-სივრცის ”ნაკეცი”, რომელსაც აქსიალური სიმეტრია გააჩნია. ანუ ის გაწელილია, როგორც წვრილი სიმი, ამიტომაც მიიღო ასეთი სახელი. თვითონ ტერმინი ბრიტანელ ფიზიკოსს – ტომას ქიბლს ეკუთვნის, რომელიც ამ ობიექტებს, წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებული, თავის თეორიულ ნაშრომებში იკვლევდა.
კოსმოსურ სიმებზე საუბარს მხოლოდ ადრეული სამყაროს ჩარჩოებში აქვს აზრი. ადრეულ, უფრო მკვრივ, მნივთიერებებით სავსე, უამრავი გარდაქმნებით, სამყაროში დრო-სივრცის სტრუქტურა უფრო რთული იყო, ვიდრე ის, რომელიც ჩვენ ახლა შემოგვფარგლავს. იმ დროინდელი გარდაქმების გამოძახილი, ათეულობით მეგაპარსეკამდე გადაჭიმული და ძალიან თხელი – 10-29 სმ, დრო-სივრცის სტრუქტურული დეფექტები, ანუ სიმები შეიძლება იყოს.
ეს ობიექტები ძალიან მასიურები არიან. მათ გიგანტური კუთრი სიმკვრივე გააჩნიათ – 1020 გრამი სიგრძის ყოველ სანტიმეტრზე. ანუ 100 კილომეტრის სიგრძის ასეთი სიმი დედამიწის წონას უტოლდება. მათი დამზერით აღმოჩენას, დაბადების პროცესში მყოფი სამყაროს შესახებ ჩვენი შეხედულებების შეცვლა შეუძლია. ყველა შემთხვევაში იდეა ასეთი ობიექტების არსებობის შესახებ ყურადღებას თავისი სილამაზითა და ეკზოტიურობით იქცევს.
კოსმოსური სიმების აღმოჩენა ტრადიციული მეთოდით, გრავიტაციული ლინზირებით გამოწვეული ეფექტებით არის შესაძლებელი – მასიურ ობიექტთან(ბნელი მატერიით დეფორმირებული გალაქტიკები) მოძრაობისას სინათლის სხივი გადაიხრება. სიმების შემთხვევაში ასეთ გადახრებს სრულიად განხვავებული სახე ექნებათ. თუმცა, დღეისათვის სიმით გამოწვეული ლინზირების სარწმუნო მაგალითები არ გაგვაჩნია, მსგავსი მოვლენის შესახებ არსებული რამდენიმე შეტყობინების(astronet.ru) მიუხედავად.
იაპონელმა თეორეტიკოსებმა განსხვავბეული სიტუაცია წარმოადგინეს: რა მოხდება, თუ ასეთი სიმი ჩვენს პლანეტაში გაივლის? ბუნებრივია, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. არა, დედამიწა, რა თქმა უნდა, შუაზე არ გაიჭრება, თუმცა სიმის გრავიტაციული ზემოქმედება მის ”რყევას” გამოიწვევს, დამახასიათებელი დროით, ათეულობით წუთითა და გრძნობადი ამპლიტუდით ათეულობით კილომეტრი. აჩქარება, რომლითაც ამ დროს პლანეტის ზედაპირი იმოძრავებს, იაპონელთა შეფასებით, რამდენიმე მეტრი იქნება წამში წამის განმავლობაში. ეს კი თავისუფალი ვარდნის აჩქარების ტოლფასი იქნება – 9,81 მ/წმ2. და ყოველგვარო მოწყობილობის გარეშეც დაფიქსირდება.
თუმცა იმის ცდა, რომ ჩვენ ”გაგვიმართლებს” და ასეთი მოვლენა მართლაც მოხდება, არ იქნებოდა სწორი. სამყაროს მასტაბებში ჩვენს პლანეტას მიზერული ზომები გააჩნია, მისი სიმთან შეხვედრის ალბათობა კი ძალიან მცირეა. ლბათობა გაიზრდება, თუ ჩვენი გალქტიკის ვარსკვლავებს დავაკვირდებით – ისინი გაცილებით მეტნი არიან და დიდი ზომებიც გააჩნიათ. ვარსკვლავში კოსმოსური სიმის გავლა, მის მცირე ხნიან ცვალებადობას და ზედაპირის რყევებს გამოიწვევს, რომელთა დამზერა ასტროსეისმოლოგიური(„ვარსკვლავძვრა“) მეთოდებით შეიძლება. სიმის გავლა რამდენიმე ობიექტისგან შემდგარ სისტემაში მათ შორის მანძილის ვარიაციებს გამოიწვევს, რისი გაზომვაც ასევე შესაძლებელია. თუნდაც სისტემაში დედამიწა-მთვარე, რომელთა შორის მანძილი, ლაზერული(როგორ მუშაობს ლაზერი) ლოკაციით, სუბსანტიმეტრული სიზუტითაა ცნობილი.
შესაძლებელია, იაპონელთა სტატიამ ვინმეს შესაბამისი ექსპერიმენტების ჩატარებისკენ უბიძგოს და ჩვენი სამყაროს ცნობილ ობიექტთა რიცხვს კიდევ ერთი მიემატება(კიდევ სიმების და არა სიმების თეორიის შესახებ).