10 ლეგენდარული ასტრონავტი

 უპირატესობისთვის ბრძოლა სსრკ-სა და აშშ-ს შორის, პილოტირებული მისიები მთვარეზე, ურიცხვი რაოდენობის კოსმოსური ბლოკბასტერები, ამ ყველაფერმა ასტრონავტები გმირებად, უშიშარ და მსოფლიოში ყველაზე უფრო საინტერესო ადამიანებად აქცია. Listverse-ს მიერ გამოქვეყნებულ ათეულში ყველა დროის, ყველაზე ცნობილ, აღმაფრთოვანებელსა და ზეგავლენის მქონე ასტრონავტებს იხილავთ, რომლებმაც კაცობრიობის წინაშე აღმართული ბარიერი გადალახეს და ისტროიის სვლა შეცვალეს.

 ვალერი პოლიაკოვი

poliakovi ”თუ აბაზანაში წოლა მოგწონთ, უწონობასაც შეიყვარებთ”.

დღეისათვის, კოსმოსში ყოფნის რეკორდი 437 დღეს შეადგენს. ის რუსმა ასტრონავტმა ვალერი პოლიაკოვმა თითქმის 20 წლის წინ დაამყარა, კოსმოსში ორჯერ გაფრენით(პირველ ჯერზე 240 დღე). 330 000 000 კილომეტრი დედამიწის გარშემო 7075-ჯერ შემოფრენით დაფარა, სანამ 1995 წლის 22 მარტს დედამიწაზე წარმატებით დაეშვებოდა. ის ერთად-ერთ ასტრონავტად რჩბა, რომლისთვისაც კოსმოსი მეორე სახლად იქცა.

 ვალენტინა ტერეშკოვა

 ”თუ რუს ქალებს რკინიგზაში მუშაობა შეუძლიათ, კოსმოსში გაფრენას რატომ ვერ შეძლებენ?”.

tershkova კომუნისტებმა  ეს პოლიტიკური ხრიკი 1963 წელს მოაწყვეს. შემდეგი 20 წელი კოსმოსში ქალის გაყვანაზე აღარავინ ფიქრობდა(1982 წლამდე). ამით მსოფლიოს აჩვენეს, რომ უბრალო საბჭოთა მოქალაქს, თანაც ქალს, ბამბა-ქაღალდის ფაბრიკის მუშას, რაღაც ექსტრაორდინარულის მოხდენა შეუძლია.

 ქრისტა მაკოლიფი

 ” მე ნამდვილად არ მინდა ვთქვა, მშვიდობით ადამიანებო”.

krista makolif ქრისტა, ალბათ, ამ სიის ყველაზე უფრო ტრაგიკული ფიგურაა. ”ჩელენჯერის” კატასტროფა – ტრაგედია ამერიკული ცივილიზაციისთვის. ის მასწავლებელი იყო და კოსმოსში ფრენაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, თუმცა ყველაზე უფრო სამწუხარო კოსმოსური ისტორია აფრენიდან 78-ე წამზვე  დასრულდა.

 ალექსანდრე ლეონოვი

 „ასე მგონია, რომ არ ვიცოდი რას ნიშნავდა სიტყვა მრგვალი, სანამ კოსმოსიდან დედამიწას დავინახავდი“.

leonovi პირველი ადამიანი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა. „ვოსხოდ-2“-ზე გვარლით მიმაგრებული ასტრონავტი 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა ხომალდის გარეთ. კაფსულაშ დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ სკაფანდრი გაბერილიყო და ლუქში ვეღარ ეტეოდა, ამიტომ ცოტა ჰაერის გამოშვება დასჭირდა, ბეწვზე გადაურჩა დაღუპვას.

 ჯიმ ლოუელი

 „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს“.

 ლუელის გვარი გაგონებაზე ყველას თომ ჰენქსი გვაგონდება, რომელმაც ფილმში „აპოლონ 13“, ლოუელის როლი შეასრულა. ამ ასტრონავტმა ორჯერ იფრინა მთვარისკენ, თუმცა ვერ დაეშვა მასზე (რა მოხდა „აპოლონ-13“-ის ბორტზე?).

gleni jon ჯონ გლენი

 „არ ვიცი რას იტყოდით დღეზე, რომლის განმავლობაშიც ოთხი უმშვნიერესი დაისი რომ გენახათ“.

 პირველი ამერიკელი ასტრონავტი, რომელმაც დედამიწას შემოუფრინა, ეს სამი წრე პლანეტის გარშემო 5 საათი გრძელდებოდა. 1974 წელს გლენი სენატორი გახდა.

 ბაზ ოლდრინი

odrini amerikis droshir mtvareze „ცნობისმოყვარეობა ჩვენი ტვინის გამტარებში მიედინება. თუ ჩვენ ჰორიზონტს ვხედავთ, გვინდა გავიგოთ, რა ხდება მის იქეთ“.

 პირველი ადამიანი მთვარეზე, მისიის მეთაურთან – ნილ არმსტრონგთან ერთად. მისია „აპოლო-11“-ის დროს მათ მოაწყვეს ისტორიული გასეირნება მთვარეზე. მთლიანობაში, მთვარეზე 21 საათი გაატარეს და უკან 25 კილოგრამი მთვარის გრუნტის ნიმუშებით დაბრუნდნენ.

 ალან შეპარდი

 „უნდა ვაღიარო, რომ მე, ალბათ, ისტორიის ნაწილი ვარ“.

 პირველი ამერიკელი კოსმოსში, ერთად-ერთი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე გოლფი ითამაშა.

 ნილ არმსტრონგი

 „ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, ხოლო გიგანტრუ ნახტომი მთელი კაცობეიობისთვის“.

 ის იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. კორეის ომიდან უნივერსიტეტში დაბრუნდა, რომელიც საავიაციო ტექნიკის ბაკალავრის დიპლომით დაამთავრა. შემდგომ, ცინცინატის უნივერსიტეტის აეროკოსმოსური ტექნიკის დეპარტამეტში მასწავლებლად მუშაობდა.

 ასეთ მიღწევებზე ნებისმიერი ადამიანი ინატრებდა. თუმცა, ყვეფერი ეს არაფერია იმასთან, გახდე ადამიანი, რომელმაც პირველად დააბიჯა მთვარეზე, ეს 1969 წლის 21 ივლისს მოხდა.

 იური გაგარინი

 „ვერანაირ ღმერთს აქ ვერ ვხედავ“ (ამბობენ ასე თქვაო). პირველი ადამიანი კოსმოსში. წარმატებით განხორციელებული მისიის მერე, თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. არც ერთი საბჭოთა სტუმარე ასე არ მიუღიათ. ის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ასტრონავტია, 25-ზე მეტი ქვეყნის ორდენებითა და მედლებით, ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნის მოქალაქეთა სიამაყე (რატომ იური გაგარინი?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.