აქვს თუ არა ჩვენი გალაქტიკის ზემასიურ ხვრელს ჯეტები?(ომარი)

 ა.შ.შ. და ავსტრალიელმა ასტროფიზიკოსებმა ჯეტის, შემომფარგლავ გაზთან ურთიერთქმედების კვალი აღმოაჩინეს, რომელსაც ჩვენი გაალქტიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შავი ხვრელი ქმნის(arXiv).

რა არის გალაქტიკური კოორდინატები(ეკა)?

 კოორდინატთა გალაქტიკური სისტემა ეს არის ციურ კოორდინატთა სისტემა,  ათვლის წერტილით ჩვენი მზე, შეფარდებული ირმის ნახტომის(ანუ ჩვენი გალაქტიკის) ცენტრთან. გალაქტიკურ კოორდინატთა სისტემის სიბრტყე გალაქტიკურ სიბრტყეს ემთხვევა. როგორც გეოგრაფიულ კოორდინატებს, გალაქტიკურ კოორდინატებსაც გააჩნიათ განედები და გრძედები.

არსებობს თუ არა უკვდავების წყარო..?(ბეთქილი)

 ამ კითხვაზე პასუხის გაგზავნას პირდაპირ ავტორის ფოსტაზე ვაპირებდი, თუმცა გადავწყვიტე აქაც დავდო, საინტერესოა რა რეზონანსი ექნება მას საიტის მუდმივ მკითხველთა შორის.

არსებობს თუ არა ბოლო ხანს ჩამოვარდნილი ასტეროიდების შესახებ ინფორმცია და სურთები?(ირაკლი)

 2008 TC3– მეტეოროიდი, დიამეტრით 2 დან 5 მეტრამდე. დედამიწას 2008 წლის 7 ოქტომბერს შეეჯახა, გრინვიჩის დროით 02სთ. 46წთ-ზე.