რა არის სიდერული და სინოდური პერიოდები?(გოგიტა)

 დროის შუალედი, რომლის განმავლობაში, რომელიმე ციური სხეული – თანამგზავრი, ცენტრალური სხეულის გარშემო ვარსკვლავებთან შედარებით ერთ სრულ ბრუნს აკეთებს, სიდერულ პერიოდს უწოდებენ(sidus – ვარსკვლავი(ლათინურიდან)). ცნება „ბრუნვის სიდერული პერიოდი“, დედამიწის გარშემო მბრუნავი სხეულების მიმართ გამოიყენება – მთვარე(სიდერული თვე) და ხელოვნური თანამგზავრები, ასევე მზის გარშემო მბრუნავი პლანეტების, კომეტებისა და სხვა ციური სხეულების მიმართ(სიდერული წელიწადი).

 სიდერულ პერიოდს წელიწადსაც უწოდებენ. მაგალითად, მერკურისეული წელიწადი, იუპიტერუსეული და ა.შ. ამავდროულად, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სიტყვა „წელიწადი“ რამდენიმე გაგებით შეიძლება იყოს გამოყენებული. სხვადასხვაა დედამიწის სიდერული წელიწადი(მზის გარშემო დედამიწის მიერ ერთი სრული ბრუნის დრო) და ტროპიკული წელიწადი(დრო, რომლის განმავლობაში წელიწადის ყველა დროების ცვლილება ხდება), ისინი ერთმანსეთისგან დაახლოებით 20 წუთით განსხვავდება(ეს განსხვავება, ძირითადად, დედამიწის ღერძის პრეცესიითაა გამოწვეული).

 ბრუნვის სინოდური პერიოდი – დროის შუალედი მთავრესა და მზის სისტემის რომელიმე პლანეტის ორ მიმდევრობით შეერთებებს შორის, დედამიწიდან დაკვირვებისას.

 მთვარის სინოდური პერიოდი ორ ახალმთვარეობას შორის არსებულ დროის შუალედს უტოლდება, ან ნებისმიერ ორ მიმდევრობით ერთნაირ ფაზას შორის შუალედს(ორი სავსემთვარეობა, მეოთხედმთვარეობა…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.