ეს ასტრონომიული კვირა

 27 მაისს, მთვარე (0,87+) სპიკას მახლობლად გაივლის. 29 მაისს, ასტეროიდი ამფიტრიტე (29) მზესთან ოპოზიციაში იქნება. 30 მაისს, მთვარე მაქსიმალურ ჩრდილოეთის ლიბრაციას 6,5 გრადუსიან განედზე მიაღწევს. 31 მაისს, 08:45 GMT (12:45 თბ.), იქნება მეორე სავსემთვარეობა ერთ კალენდარულ თვეში (1 მაისის სავსემთვარეობის შემდეგ), აქედან მოდის მისი განსაკუთრებული სახელი (ცისფერი მთვარე). ეს ასევე იქნება 2026 წლის ყველაზე პატარა (“მიკრომთვარე“) სავსემთვარეობა. 31 მაისს, ასტეროიდი ლუტეცია (21) მზესთან ოპოზიციაში შევა. 1 ივნისს, მთვარე (ფ = 0,99-) დედამიწის ცენტრიდან 406 369 კმ-ის დაშორებით აპოგეას მიაღწევს და 0,98- ფაზაში ის ცის ეკვატორიდან სამხრეთით მაქსიმალური დახრილობის წერტილს გაივლის. 7 ივნისს, მთვარე (ფ = 0,62-) ორბიტის აღმავალ კვანძში იქნება, ხოლო ვენერა, პოლუქსიდან სამხრეთით 5 გრადუსით გაივლის. (პლანეტების მოძრაობა ცის თაღზე). 

 2026 წლის მაისი ასტრონომიული მოვლენებით განსაკუთრებით დატვირთული არ არის, მაგრამ მაინც გთავაზობთ უამრავ მიზეზს, რომ გარეთ გახვიდეთ. თუ გიყვართ შეუიარაღებელი თვალით ხილული მარტივი მოვლენები, ნახეთ ცისფერი მთვარე – 31 მაისს. თუ ბინოკლით ან ტელესკოპით გნებავთ, მაისში, რამდენიმე გალაქტიკის ნახვის შესაძლებლობა გექნებათ (M63 – მზესუმზირა, M64 – ჩალურჯებული თვალი. მილევადი კომეტა C/2025 R3 (PanSTARRS) კიდევ ერთი ობიექტია, რომლის თვალყურის დევნებაც მთელი თვის განმავლობაში ღირს. ხოლო თუ ნიუ-იორკში ხართ, არ გამოტოვოთ მანჰეტენჰენჯი 28-29 მაისს 🙂 .