მტვრით მდიდარი NGC 253

 NGC 253 ერთ-ერთი ყველაზე ელვარე სპირალური გალატიკაა ღამის ცაზე, თან ერთ-ერთი ყველაზე მტვრიანიც. მას ვერცხლის დოლარსაც უწოდებენ, მსგავსი ფორმის გამო სუსტი ტელსკოპებით დამზერისას, ან მოქანდაკის გალაქტიკას, რადგან მოქანდაკის სამხრეთ თანავარსკვლავედში მდებარეობს. აღმოაჩინა მათემატიკოსმა და ასტრონომმა, კაროლინა ჰერშელმა (უილიამ ჰერშელის და და თანაშემწე), 1783 წელს. 70 ათასი სინათლის წლის ზომის NGC 253-მდე მანძილი სულ რაღაც 10 მილიონი სინათლის წელია. ის, ჩვენს გალაქტიკურ ჯგუფთან ყველაზე ახლოს მდებარე მოქანდაკის დაჯგუფების ყველაზე დიდი გალაქტიკაა. სპირალურ მკლავებში არსებული მტვრის ზოლების გარდა, გალაქტიკის ფერად პორტრეტზე ჩანს მტვრის “ულვაშებიც”, რომლებიც გალაქტიკის დისკოს ვარსკვლავთწარმომქმნელი უბნებიდან და ახალგაზრდა ვარსკვლავთა გროვებიდან არის ამოზრდილი. დიდი რაოდენობით მტვრის შემცველობა ვარსკვლავთწარმომქმნელ პროცესებს აძლიერებს. გარდა ამისა, NGC 253 მაღალენერგიული რენტგენისა და გამა-გამოსხივების მძლავრი წყაროა, რაც ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის აქტიურობით უნდა იყოს გამოწვეული (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.