აღმოჩენილია ირმის ნახტომის გიგანტური სტრუქტურის რხევა

 ასტრონომებმა, რედკლიფის ტალღის რხევა აღმოაჩინეს, გიგანტური სტრუქტურისა, რომელიც გაზისა და მტვრის ღრუბლებისგან შედგება (news.harvard).

 Gaia – “გლობალური ასტრომეტრიული ინტერფერომეტრი ასტროფიზიკისთვის” (ESA).

 რედკლიფის ტალღა, გაზის ღრუბლების სინუსოიდური ჯაჭვია, რომლის სიგრძე 8,8 ათასი სინათლის წელია. მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე მისი ნაწილი 400 სინათლის წლის მანძილზეა, ხოლო უშორესი – 5000 სინათლის წლის მანძილზე. ამ სტრუქტურის აღმოჩენის შესახებ, სამგანზომილებიანი (3D) კარტოგრაფიის გამოყენებით, მეცნიერებმა 2020 წლის 20 იანვარს განაცხადეს.

 მისია Gaia (ESA)-ს მონაცემების ანალიზით, მკვლევარებმა, რედკლიფის ტალღაში ვარსკვლავთწარმომქმნელი უბნების სამგანზომილებიანი მოძრაობები შეამჩნიეს. მთელი ეს სტრუქტურა გალაქტიკის ცენტრის მიმართ რადიალური მიმართულებით “მიცურავს”. რხევები გამოწვეულია ჩვეულებრივი მატერიის გრავიტაციის ზემოქმედებით, ბნელი მატერიის წილი უმნიშვნელოა.

რედკლიფის ტალღის დრეიფი ნიშნავს, რომ მასში შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო ვარსკვლავების გროვა, რომელთა ზეახლებად აფეთქებებმა ახლაც გაფართოებადი ე.წ. ადგილობრივი ბუშტი წარმოქმნა, რომელშიც ახლა მზის სისტემა გადაადგილდება (მზის სისტემის მოგზაურობა ადგილობრივ ვარსკვლავთშორის ღრუბელში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.