შავი ხვრელების ყველაზე მასიური წყვილი

 ელიფსურ გალაქტიკა B2 0402+379-ში მდებარე ზემასიურ შავ ხვრელზე დაკვირვება, ჰავაიზე მდებარე ტელესკოპის, “ჯემინი ნორთის” საშუალებით ხდებოდა (dx.doi.org). ეს ერთად-ერთი ზემასიური შავი ხვრელების წყვილია, რომელშიც ორივე კომპონენტი ცალკე ჩანს, ხოლო მათ შორის მანძილი მხოლოდ 24 სინათლის წელია. მიუხედავად ამისა, წყვილის შეჯახება ბოლო სამი მილიარდი წელი მაინც არ მომხდარა (“ბნელი ძალა”).

 ობსერვატორია “ჯემინი” ორი რვა მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპებისგან შედგება. მისი მშენებლობა განხორციელდა და მართვა ხდება კონსორციუმის მიერ, რომელშიც შედის აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ჩილე, ბრაზილია, არგენტინა და ავსტრალია. ჩრდილოეთი ცენტრი ჰავაიზეა, ჰაილოში, ხოლო სამხრეთი ცენტრი ლა სერენაში, ჩილეში.

 ასტრონომებმა, გალაქტიკის ცენტრისკენ მოძრავი ვარსკვლავების სიჩქარეები გაზომეს და შავი ხვრელების საერთო მასა დაადგინეს – 28 მილიარდი მზის მასა, რაც ამ წყვილს აქამდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე მასიურ ორმაგ შავ ხვრელად აქცევს. მათი შერწყმის შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები, ე.წ. ვარსკვლავური მასის შავი ხვრელების შერწყმის შედეგად გაჩენილზე 100 მილიონჯერ მძლავრი იქნება (შეტყობინება გრავიტაციული სამყაროსგან).

 ორმაგი სისტემის ორბიტის შესამცირებლად, რათა მისი კომპონენტები ერთმანეთთან ახლოს მივიდეს, უამრავი რაოდენობით ვარსკვლავის ზემოქმედებაა საჭირო, მაგრამ, როგორც ჩანს, ხვრელებმა თითქმის მთლიანად მოაშორეს მშობლიური გალაქტიკის ცენტრში არსებული ვარსკვლავები და გაზი, რის გამოც შეჯახება დამასრულებელ ეტაპზე “გაიჭედა” (ფინალური პარსეკის პრობლემა).

 გალაქტიკა B2 ​​0402+379, წარსულის გადმონაშთია, ის რამდენიმე გალაქტიკის ვარსკვლავებისა და გაზის ერთ დიდ ელიფსურ გალაქტიკად თავმოყრის შედეგად ჩამოყალიბდა. ამასთან ერთდ, მათში აღმოჩენილი ზემასიური შავი ხვრელბი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი B2 ​​0402+379-ის წინამორბედი გალაქტიკების ცენტრალური შავი ხვრელების შერწყმით წარმოიქმნა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.