სამი შავი ხვრელის შეჯახება: კოსმოსური ანომალია

 დედამიწიდან მილიარდი სინათლის წლის იქეთ მდებარე სამი გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელი ერთმანეთთან შერწყმის პროცესშია. ამასთან ერთად, სამივე შავი ხვრელი, ასევე, გალაქტიკათა აქტიური ბირთვებია (კვაზარი), მათ მიერ აჩქარებული გაზი ცხელდება და სხვდასხვა დიაპაზონში ანათებს.

 რაიან პფაიფმა (ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, ფერვექსი) ჟურნალ The Astrophysical Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ჯგუფი ასეთი რამის აღმოჩენას არც ელოდა. “დღევანდელი დღისთვის, ეს ყველაზე სარწმუნო მტკიცებულებაა იმისა, რომ სამი ზემასიური შავი ხვრელისგან შემდგარი სისტემები ნამდვილად არსებობს” – ამბობს პფაიფი.

 ასეთი სისტემების აღმოჩენა ძალიან ძნელია, რადგან მათ ახლო სივრცეში უმარავი სხვადასხვა მოვლენა მიმდინარეობს. გაზისა და მტვრის ღრუბლებში ჩაფლული შავი ხვრელების დანახვა ძალიან ძნელია, რის გამოც კვლევაში სხვადასხვა დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპები იქნა ჩართული

 მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი დაჯგუფებების იშვიათობის მიუხედავად, მათი არსებობა გალაქტიკათა ევოლუციის კანონზომიერი შედეგია. გარდა ამისა, მოვლენამ ე.წ. ფინალური პარსეკის პრობლემა შეიძლება გადაჭრას – ორი გალაქტიკის შეჯახებისას, მათში მდებარე ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელები, ერთმანეთს კიარ უერთდება, არამედ ორმაგ სისტემას ქმნის, თუ რაიმე გარეშე ძალები ერთმანეთისკენ არ მიმართავენ მათ. თეორიულად, მათი ორბიტების გადაჭარბებული ენერგია შერწყმას უნდა შეეწინააღმდეგოს, რაც არ დაიმზირება.

 კველის ავტორთა აზრით, მესამე ხვრელი ის გარე ძალა იქნება, რომელიც საჭირო იმპულსს გადასცემს დანარჩენ ორს, რაც იმ “ბოლო პარსეკის” დასაძლევად არის საჭირო. კომპიუტერული მოდელირების თანახმად, შეჯახების პროცესში მყოფი გალაქტიკების ზემასიური შავი ხვრელების 16% მესამე ზემასიურ შავ ხვრელთან ურთიერთქმედებს, სანამ ერთმანეთს შერწყმება.

 ასეთი მოვლენები, გრავიტაცული ტალღების წყაროებია, თუმცა ძალიან დაბალსიხშირიანი იმისათვის, რომ ისინი LIGO-მ ან VIRGO-მ დაარეგისტრიროს (გრავიტაციულ-ტალღური ასტროფიზიკის მიღწევა). თანამედროვე გრავიტაციული დეტექტორების მგრძნობელობა არასაკმარისია, თუმცა ესეც დროის საკითხია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.