გრავიტაციულ-ტალღური ასტროფიზიკის მიღწევა

 LIGO-ს გრავიტაციული ტალღების დეტექტორებმა კიდევ ერთი(მესამე), შავი ხვრელების შერწყმის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენა დაარეგისტრირა(არსებობს კიდევ ერთი საეჭვო სიგნალიც). რეგისტრაციის თარიღით – 2017 წლის 4 იანვარი(journals.aps.org).

ნაცრისფერი – მონაცემები, ყვითელი – მონაცემთა კორექტირება, ცისფერი – გამოთვლებით კორექტირება. ფერადი ხაზების სისქე სტატისტიკურ განუსაზღვრელობას გვიჩვენებს.

 მსგავსი ხმაურის შემთხვევითი იმიტაციის ალბათობა 70 000 წლად არის შეფასებული, რაც 4,5σ(სიგმა) სტატისტიკურ მნიშვნელობას შეესაბამება. შერწყმული შავი ხვრელების მასებია 31,2 და 19,4 მზის მასა, შესაბამისად(შეფასების 90%-იანი საიმედოობით). ერთ-ერთი შავი ხვრელი იმდენად მასიურია, რომ მხოლოდ ძალიან მასიური ვარსკვლავისგან თუ გაჩნდებოდა, მცირე მეტალურობით(ასტრონომიაში წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს მეტალებს უწოდებენ). ეს პირველი თაობის ვარსკვლავებია, რომლებიც ან ადრეულ სამყაროში გაჩნდნენ, ან გალაქტიკაში, დამუხრუჭებული ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებით(გალაქტიკის მკვრივი ბირთვი – ვარსკვლავების ფორმირების შეწყვეტის ინდიკატორი). თანამედროვე ვარსკვლავები ასეთი მასიურები ვერ იქნებიან დაბალი თბოგამტარობის გამო, ისინი ჭარბი რაოდენობის მატერიას იშორებენ.

 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: შავი ხვრელების ბრუნვის მომენტები მიმართულებით არ ემთხვეოდა მათ ორბიტალურ მომენტებს. ეს ორი ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ხვრელების წარმოქმნა ცალ-ცალკე, დინამიურ სქელ ვარსკვლავურ სფერულ გროვაში მოხდა, შემდეგ კი გროვის ”ცენტრისკენ” ჩაიძირნენ და გრავიტაციულად დაკავშირებულ სისტემაში გაერთიანდნენ. სხვა სცენარის მიხედვით, შავი ხვრელების ორმაგი სისტემა, მასიური ვარსკვლავების ორმაგი სისტემისგანაც შეიძლებოდა ფორმირებულიყო – ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლებელი.

 შეგახსენებთ, პირველად რეგისტრირებული(გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე) მოვლენის დროსაც ორი საკმაოდ მასიური შავი ხვრელი გაერთიანდა, დაახლოებით 30 მზის მასის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მასიური ხვრელების შერწყმა ხდება, ვიდრე შედარებით მსუბუქების. უბრალოდ, მათ სასარგებლოდ სელექციის ეფექტი მოქმედებს: გრავიტაციული ტალღების ამპლიტუდა მასასთან ერთად იზრდება. სამყაროში შავი ხვრელების შერწყმის ტემპზე დაწესებული ზღვარი მცირდება, თუმცა ისევ რამდენიმეს დონეზე რჩება – ჩვენ მხოლოდ ყველაზე უფრო მასიურების შერწყმას ვხედავთ(შავი ხვრელები ცნობილი მასებით).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.