შავი ხვრელები ცნობილი მასებით

 GW170104 იმ შავი ხვრელების სიას დაემატა, რომელთა მასები ცნობილია. ორი შავი ხვრელის შერწყმისას უზარმაზარი ენერგია გამონთავისუფლებულდა, მოვლენა კი, უკვე მესამედ, გრავიტაციული ტალღების ლაზერული-ინტერფერომეტრიის ობსერვატორიამ(LIGO) დაარეგისტრირა. ახლადაღმოჩენილ შავ ხვრელს 49 მზის მასა აქვს, რაც LIGO-ს მიერ ადრე რეგისტრირებული ორი შერწყმული შავი ხვრელის მასებს შორის სიცარიელეს ავსებს. GW150914-ს 69, ხოლო GW151226-ს – 21 მზის მასა ჰქონდა. სამ შემთხვევაში LIGO-ს ორ ერთანირ დეტექტორზე დაფიქსირებული სიგნალი ერთმნიშვნელოვნად იქნა იდენტიფიცირებული, როგორც შავი ხვრელების შერწყმის სიგნალი, ხოლო მეოთხეს(LVT151012) რეგისტრაციის საიმედოობის ხარისხი გაცილებით მცირეა. GW170104-მდე მანძილი 3 მილიარდ სინათლის წლად არის შეფასებული, ის უფრო შორსაა, ვიდრე GW150914 და GW151216(GW151226: გრავიტაციული ტალღების რეგისტრირების მეორე შემთხვევა). დრო-სივრცის რხევების აღმოჩენა LIGO-ზე ამჟამად მიმდინარე დაკვირვებათა ციკლის ფარგლებში მოხდა, რომელიც 2016 წლის 30 ნოემბერს დაიწყო და ამ ზაფხულშიც გაგრძელდება( გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე; კიდევ LIGO-ს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.