სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი

სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი

 პირველადი ნუკლეოსინთეზის(შერწყმა) დროს ლითიუმზე მძიმე ლემენტები არ წარმოიქმნებიან, დიდი აფეთქების სტანდარტული მოდელი ელემენტთა შემდეგნაირ თანაფარდობას წინასწარმეტყველებს:

 H(წყალბადი) — 75%, 4He(ჰელიუმი) — 25%, D(დეითერიუმი – მძიმე წყალბადი, აღინიშნება სიმბოლოებით D და 2H – წყალბადის სტაბილური იზოტოპი ატომური მასით 2. ბირთვი(დეიტრონი) ერთი პროტონისა და ერთი ნეიტრონისგან შედგება. 7Li(ლითიუმი) — 10−9, რაც ექსპერიმენტულ მონაცემებს კარგად ეთანხმება.deuterium_simple

 წყალბადი – ყველაზე გავრცელებული ელემენტი სამყაროში. მასზე ატომთა 92% მოდის(8% ჰელიუმის ატომები შეადგენენ, ხოლო დანარჩენი ერთად აღებული ელემენტების წილი 0.1%-ზე მცირეა). ამგვარად, წყალბადი ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისი გაზების ძირითადი შემადგენელი კომპონენეტია. ვარსკვლავური ტემპერატურების პირობებში(მაგალითად მზის ზედაპირის 6000 °C) წყალბადი პლაზმის სახით, ხოლო ვარსკვლავთშორის სივრცეში ცალკეული მოლეკულების, ატომების და იონების სახით არსებობს, წარმოქმნის მოლეკულურ ღრუბლებს განსხვავებული ზომებით, სიმკვრივითა და ტემპერატურით.

ჰელიუმი – სამყაროში გავრცელების მიხედვით მეორე ადგილს იკავებს. დედამიწაზე ჰელიუმი იშვიათია(ის პირველად მზის სპექტრში შეამჩნიეს). სამყაროს მთელი ჰელიუმი  პრაქტიკულად პირველადი ნუკლეოსინთეზის დროს, დიდი აფეთქების პირველივე წუთებში წარმოიქმნა. თანამედროვე სამყაროში მთელი ახალი ჰელიუმი ვარსკვლავებში მიმდინარე წყალბადის თერმობირთვული რეაქციების შედეგად გაჩნდა(პროტონ-პროტონული ციკლი, ნახშირბად-აზოტის ციკლი). დედამიწაზე ის მძიმე ელემენტების ალფა-დაშლით წარმოიქმნება(ალფა-ნაწილაკები ჰელიუმის ბირთვები არიან). ჰელიუმის ნაწილი, გაჩენილი ალფა-დაშლის დროს, ქანებიდან ბუნებრივი გაზების შემადგენლობაში გადადის, სადაც ჰელიუმის კონცენტრაციამ მოცულობის 7% და მეტიც შეიძლება დაიკავოს.

 ლითიუმის იზოტოპი 7Li არის ერთ-ერთი იმ ცოტათაგან, რომლებიც პირველადი ნუკლეოსინთეზის დროს გაჩნდნენ(ანუ დიდი აფეთქების დროს). ვარსკვლავებში ის უფრო მძიმე ლემენტების თერმობირთვული სინთეზით წარმოიქმნება.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *