ვარსკვლავი

ზეგიგანტისა და მზის ზომების შედარება.

 ვარსკვალი არის ციური სხეული, რომელშიც მიდიოდა, მიდის ან წავა თერმობირთვული რეაქციები.

მოლეკულური წყალბადის ღრუბელში იქმნება შესქელებები, შემდეგ ისინი ერთიანდება ერთ მასიურ სფეროდ, ცენტრზე დაწოლა იმდენად დიდია, რომ შექმნილი წნევა მილონობით გრადუსამდე აცხელებს გაზს. იწყება თერმობირთვული რეაქცია და ვარსკვლავიც ინთება. ვარსკვლავს გარეთ დარჩენილი შესქელებები პლანეტებად, ასტეროიდებად და კომეტებად “ილექება”. ყველაფერი მოძრაობს და ბრუნავს ღერძის გარშემო იქეთ, საითც ბრუნავს ვარსკვლავი.

დედამიწის უახლოესი ვარსკვლავი(თუ არ ჩავთვლით მზეს) არის ცენტავრის პროქსიმა(წითელი ჯუჯა), მანძილი 4,2 სინათლის წელი(39 ტრილიონი კილომეტრი).  შეუიარაღებელი თვალით ცაზე 6000 ვარსკვლავის დანახვა შეიძლება, 3000 თითოეულ ნახევარსფეროში. დედამიწიდან დანახული ყველა ვარსკვლავი(მძლავრი ტელესკოპებით დანახულიც) მდებარეობენ ჩვენს გალაქტიკაში, სხვა გალაქტიკებში უდიდესი მანძილების გამო, ცალკეული ვარსკვლავების დანახვა შეუძლებელია.
ვარსკვლავების მასები ძირითადად 0,071 დან 100-150 მზის მასის ტოლია, შესაძლებელია პირველი ვარსკვლავები კიდევ უფრო მასიურები იყვნენ. ტემპერატურა სიღრმეებში ათეულ მილიონობით გრადუსია.

თეთრი ჯუჯა(ცენტრში) და გამოტყორცნილი ნივთიერებებისაგან წარმოქმნილი ნისლეული.
ზეახალის ნისლოვანი ნარჩენი და 10 კმ-მდე შეკუმშული ნეიტრონული ვარსკვლავი, აფეთქების ტალღა(960 კმ/წმ) აცხელებს გაზებს, რომლებიც რენტგენის დიაპაზონში ასხივებენ.

 ვარსკვლავთა უმრავლესობა, მათ შორის ჩვენი მზეც, ამთავრებენ რა ევოლუციას, იქამდე იკუმშებიან, სანამ ელექტრონებისგან შემდგარი დეგენერირებული გაზის წნევა გრავიტაციულს არ გაუწონასწორდება. ამ დროს ვარსკვლავები ასჯერ პატარავდებიან, შეკუმშვისაგან მათი სიმკვრივე მილიონჯერ მეტი ხდება წყლისაზე, ასეთ ვარსკვლავებს თეთრ ჯუჯებს უწოდებენ. ჯუჯა ვარსკვლავს არ გააჩნია ენერგიის წყარო და ნელ ნელა გაცივებას იწყებს, ხდება ბნელი და უხილავი(შეიძლება შევადაროთ ცეცხლის მერე დარჩენილ ნაკვერჩხალს).

უფრო მასიურ ვარსკვლავებში ვიდრე მზეა, ელექტრონების წნევა ვერ აჩერებს გრავიტაციულ შეკუმშვას და იქამდე პატარავდება, სანამ მთელი ნივთიერება ნეიტრონებად არ გადაიქცევა. ამ დროს ვარსკვლავის დიამეტრი რამდენიმე კილომეტრია, სიმკვრივე კი 280 ტრილიონჯერ მეტია წყლისაზე!!! ასეთ ობიექტებს ნეიტრონულ ვარსკვლავებს უწოდებენ, მათი წონასწორობა მთლიანად ნეიტრონულ ნივთიერებაზეა დამოკიდებული. ასეთ პატარა ზომაზე დაპატარავება იწვევს ვარსკვლავის მაგნიტური ველის კონცენტრაციას მცირე გარემოში და მისი დაძაბულობის კოლოსალურ მნიშვნელობამდე ზრდას, ასეთ ნეიტრონულ ვარსკვლავს მაგნეტარს(1) უწოდებენ. ნეიტრონულად გადაქცევამდე ხდება ზეახალი ვარსკვლავის ანთება,

ვარსკვლავის გაფართოებული გარსი ისევ ცენტრისაკენ მიისწრაფის და ისეთი ძალით ეჯახება, რომ მომხდარი აფეთქების სიკაშკაშე, მცირე ხნით, ლამის მთელი გალაქტიკის სინათლეს უტოლდება, ანუ ვარსკვლავი ერთბაშად გამოტყორცნის ენერგიას, რომელიც მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში უნდა გამოესხივებინა.
კიდევ უფრო მეტი მასის ვარსკვლავების შეკუმშვას ხელს ვერაფერი უშლის, ისინი ევოლუციის ბოლოს შავ ხვრელებად გარდაიქმნებიან. უძლიერესი გრავიტაციის გამო(სანამ დაპატარავდებოდა, მასა და შესაბამისად გრავიტაციაც მეტ ფართობზე იყო გადანაწილებული, ახლა კი ერთ წერტილში მოხდა კონცენტრირება და შესაბამისად მიზიდულობის ძალაც გახდა ისეთი ძლიერი, რომ სინათლის სხივსაც არ შეუძლია მისგან თავის დაღწევა)  შავი ხვრელის ახლო გარემოში დრო-სივრცის თვისებები მნიშვნელოვნად იცვლება, მათი აღწერა მხოლოდ ფარდობითობის საერთო თეორიას შეუძლია.


Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *