ბნელი ენერგია

ბნელი ენერგია

ბნელი ენერგიის არსზე ჯერ კიდევ კამათი მიმდინარეობს. ცნობილია, რომ თანაბრადაა განაწილებული სამყაროში, აქვს ძალიან დაბალი სიმკვრივე(10−29გრ/სმ3) და არ შედის ჩვეულებრივ ნივთიერებასთან ურთიერთქმედებაში გარდა გრავიტაციულისა, ამიტომ ლაბორატორიულ პირობებშიც ძნელი იქნება მისი აღმოჩენა. ასეთი ღრმა ზემოქმედება სამყაროზე ბნელი ენერგიის მიერ სივრცეების ერთგვაროვანი და ყოვლისმომცველი შევსებით აიხსნება.
  სამყაროს გაჩენისას ბნელი ენერგიის მოქმედება შეუმჩნეველი იყო. დაახლოებით 5 მილიარდი წლის მერე სამყარომ ისეთი ზომები მიიღო, რომ გრავიტაცია ანუ მიზიდულობა, მისმა საწინააღმდეგო ძალამ გადაძლია და სამყარომ უკვე თანაბარი გაფართოების ნაცვლად აჩქარებული გაფართოება დაიწყო. ამას მოწმობენ შორეულ გალაქტიკებში ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებებზე დაკვირვება. Ia ტიპის ზეახალი ვარსკვლავების ევოლუცია ზუსტად არის შესწავლილი, ამიტომ წინასწარ შეიძლება განისაზღვროს, თუ როგორი იქნება მოცემულ მანძილზე აფეთქების სიკაშკაშე. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ შორეულ გალაქტიკებში ასეთი აფეთქებების სიკაშკაშე დაბალია და არ ემთხვევა გამოთვლებს(სხივმა განიცადა მნიშვნელოვანი წითელი წანაცვლება,ეს იმაზე მეტყველებს,რომ სინათლის წყარო  გვშორდება,დოპლერის ეფექტი), ანუ გალაქტიკები იმაზე შორს დაგვცილდნენ ვიდრე ნავარაუდევი იყო.
თუ ასე გაგრძელდა სამყაროს გაფართოების რაღაც ეტაპზე გალაქტიკები ისე დაშორდებიან ერთმანეთს, რომ ფარდობითი სიჩქარე სინათლისაზე მეტი გახდება და მათი დანახვა შეუძლებელი იქნება.
თუ ბნელი ენერგიის ძალა დროთა განმავლობაში განეიტრალდა, მაშინ გრავიტაცია დაიწყებს მატერიის უკან მიზიდვას და სამყარო ისევ ერთ წერტილში მოიყრის თავს.
თუ ბნელმა ენერგიამ გაანეიტრალა ყველა სხვა ძალა, მაშინ ის გახლიჩავს გალაქტიკებს, შემდეგ გადაძლევს ელექტრულ და ატომურ ძალებსაც და საბოლოოდ გაანადგურებს სამყაროს, ანუ მოხდება ე.წ. ”დიდი გახლეჩა”.

  კოსმოსის მიკროტალღური გამოსხივება, იგივე რელიქტური გამოსხივება არის გამოძახილი დიდი აფეთქებისა, რომელიც 13,7 მილიარდი წლის წინათ მოხდა. სამყაროს გაფართოებასთან ერთად გამოსხივება კარგავდა ენერგიას და ცივდებოდა. დროის იმ მონაკვეთს , რომელსაც “რეკომბინაცია” ეწოდება, გაცივება კიდევ უფრო სწრაფად ხდებოდა და ჩნდებოდნენ პირველი ელექტრონები და  ბირთვები, თავის მხრივ ეს ნაწილაკები ატომებს ქმნიდნენ. ამ დროისათვის სინათლე მჭიდროდ იყო დაკავშირებული პლაზმასთან, სამყაროს გაფართოებასთან ერთად სინათლე გამოეყო ამ საერთო მასას და დაიწყო თავისუფლად გავრცელება სამყაროში(ანუ სამყარო გამჭვირვალე გახდა). კოსმოსის გაფართოებამ და გაცივებამ ამ განთავისუფლებული პირველადი გამოსხივების დიაპაზონი მიკროტალღურში გადაწია(ანუ გამოსხივებამ დაკარგა ენერგია). სწორედ მისია WMAP-ის(აქამდე მას იკვლევდა კოსმოსური თანამგზავრი COBE, თუმცა მისი აპარატურა უფრო ნაკლებად მგრძნობიარე იყო) საშუალებით გახდა შესაძლებელი ამ გამოსხივების პრაქტიკული დასაბუთება. აპარატის მიმღები მოწყობილობა თითქმის აბსოლუტურ ნულამდე იყო გაცივებული, რადგან მიკროტალღური გამოსხივების ტემპერატურა ნულზე ცოტა მეტია. WMAP-მა საშუალება მოგვცა წარმოგვედგინა სამყარო ისე, როგორც სურათზე ვხედავთ.

(cobe)ასეთია აპარატისთვალითდანახული სამყაროს რელიქტური გამოსხივებით შედგენილი რუკა. შუა წითელი ნაწილი ჩვენივე გალაქტიკის სიბრტყეა. გალაქტიკაში მილიარდობით ვარსკვლავია, ანუ ტემპერატურა მაღალია და წითელი ფერიც ამის მაჩვენებელია.

(wmap). ფერებით ნაჩვენებია გადახრა საშუალო ტემპერატურიდან(2,75 გრადუსი აბსოლუტურ ნულს მაღლა): წითელი ადგილები უფრო თბილია, ცისფერი კი დაახლოებით 0,0002 გრადუსით ცივი. როგორც ვხდავთ რელიქტური გამოსხივება არათანაბრადაა განაწილებული, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ თუ როგორი აღნაგობა აქვს სამყაროს მის სხვა და სხვა ნაწილში, როგორია თანაფარდობა მატერიის და ენერგიის განაწილებაში, სამყაროს ასაკი, მანძილები ობიექტებამდე და სხვა კიდევ ბევრი მონაცემი(ილუსტრაცია WMAP Science Team).

 სამყაროს სურათი პლანკის სახელობის(ESA) კოსმოსურმა ობსერვატორიამაც გადაიღო. სხვა მონაცემებთან ერთად მისიამ უნდა გაარკვიოს ფართოვდებოდა თუ არა სამყარო დიდი აფეთქებისთანავე(ინფლაციის ეპოქა, 10-38 _ 10-36 წმ)სინათლის სხივის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით. რის გამოც წყვილ-წყვილად წარმოქმნილი ვირტუალური ნაწილაკები და ანტინაწილაკები ისეთ მანძილზე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ რეალურ ნაწილაკებად მოასწრეს ჩამოყალიბება. თეორიულად ეს ფაქტი, ხსნის აგრეთვე სამყაროს შორეულ რეგიონებს შორის მსგავსებას. ინფლაციურ გაფართოებემდე არეები, რომლებიც ახლა ასე შორს არიან ერთმანეთისაგან, მაშინ ძალიან ახლოს იყვნენ და ერთნაირი თვისებები ქონდათ. ეს არ ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს, რადგან ინფლაციის პერიოდში სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით არაფერი მოძრაობდა, ფართოვდებოდა მხოლოდ სივრცე.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *