დავეხმაროთ ასტრონეტს

 საიტი Astronet.Ge უკვე 11 წელია არსებობს, თუმცა  ის, თავიდან, რუსულ სერვერზე მუშაობდა (უფასოდ), რომლის ნარჩენებიც აქ შეგიძლიათ იხილოთ, ამჯერად კი ქართულ სერვერზეა (Serv.ge) განთავსებული (მომსახურება რა თქმა უნდა ფასიანია, რაც მეტ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული), თუმცა მის მაქსიმალურ სიქართულეზე არა მარტო ეს მეტყველებს, რაშიც ქართული ტექსტები და ფოტოებზე დატანილი ქართული განმარტებებიც დაგარწმუნებთ.

 2022 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით, ვებგვერდზე უკვე 3577 სტატია გამოქვეყნდა. ვებ უზრუნველყოფა და პოსტების განთავსება ენთუზიასტების დამსახურებაა, რომელთაც ეს ყველაფერი უანგაროდ გააკეთეს (ანგარიში TBC-ზე GE25TB7715445061600006).

 კახაბერ გოგოლაშვილი – ადმინისტრატორი, პოსტების 95%  (kaxago@gmail.com).

ტ: 5 (99)-75-32-64

22 comments

  1. facebookზე შექმენით გვერდი სადაც დადებთ იმ პოსტებს რომელსაც აქ დებთ უფრო მარტივი იქნება სიახლეების ნახვა <3

  2. საიტის პოსტებს (სტატიებს) არა აქვს სოციალურ ქსელებში გაზიარების უზრუნველყოფა, რითაც ბევრს კარგავს პოპულარიზაციის თვალსაზრისით. მე ვნახე საიტის კოდი და იგი არის WordPress-ში გაკეთებული. გაზიარების ჩანართის (Plugin) დაყენება და გააქტიურება საკმაოდ მარტივია და მოითხოვს რამდენიმე წუთს.

  3. მაინტერესებს თუკი სტატიებს ან თავებს ვთარგმნი უცხოენოვანი წიგნებიდან ან საიტებიდან და თუ ჩემი თარგმანი დამაკმაყოფილებელი და გასაგები იქნება(რასაც მკითხველი ან შემმოწმებელი პირი გადაწყვეტს) ვის და სად უნდა მივაწოდო ნათარგმნი მასალა.

  4. გამარჯობა. მე უნდა მომაწოდოთ. დაწერილი უნდა იყოს ვორდში(შრიფტი Sylfaen), საჭირო ფოტოების ბმულებით პოსტშივე. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, მომავალში თვითონ შეხვალთ ხოლმე საიტზე და დადებთ პოსტებს. საიტი არ ფინანსდება სამწუხაროდ და უანგაროდ მოგიწევთ მუშაობა, როგორც მე და დანარჩენებს. გისურვებთ წარმატებას. ჩემი ფოსტა – kaxago@gmail.com

  5. გასაგებია, გმადლობთ.

  6. მეც მინდა ჩემი წვლილის შეტანა და შეიძლება ჩავერთო თქვენს საქმიანობაში, დაინტერესებული ვარ ასტრონომიით და მეტიც, მსურს მეტი ცოდნა მივიღო.

    მე ჩემს საქმეს ყოველთვის ენთუზიაზმით ვუდგები, ასე, რომ მატერიალიზმი არ მაინტერესებს!

  7. მომწერეთ ფოსტაზე ტექტსი(თქვენი ფოსტიდან, აუცილებლად), რომლის დადებაც გნებავთ სტატიის სახით. თუ თანხმობას მიიღებთ, გექნებათ წვდომადობა საიტის შიგთავსთან და თვითონ დადებთ ხოლმე სტატიებს. kaxago@gmail.com.

  8. თარგმანი ერთია ბატონო კახა ინფორმაცია უნდა იყოს ნამდვილი
    აქ კი უმარავი რაღაცაა რაც სიმართლეს არ შეეფერება.

  9. შეიძლება, თუმცა არგუმენტების მეტი რაოდენობა აქვს იმას, რასაც დღევანდელი მეცნიერება ღაღადებს, ამიტომ ჩვენ, ასტრონომიის მოყვარულებს ბევრი არაფროის სეცვლა შეგვიძლია. ფოსტაზეც მოიწერეთ მგონი და გირჩევთ, რომ რუსი ეზოთერიკოსებისა და ვითომ მეცნიერებისგან თავი შორს დაიჭიროთ. მადლობა.

  10. როგორ დაგეხმაროთ?? ძალიან საინტერესო საიტია..დიდი სიამოვნებით ვეცნობი თქვენს სტატიებს,აქაც და ფბ-ზეც .პოსტების დადებას არ ვაპირებ არც შეკითხვებით შეწუხებას.საკმაო ცოდნა მაქვს და თუ რამე არ ვიცი კარგად აქ გავეცნობი. მიტომაც მინდა ამ გვერდის არსებობა.ერთგული მკითხველი ვარ.მცირე ფინანსურ წვლილს შევიტანდი. როგორც ყველა ისეთივე საშუალო შეძლების ქართველი ვარ..მაგრამ მთავარია მონდომება:))))) ..

  11. გამარჯობა. სხვებმაც გამოთქვეს სურვილი და ანგარიშის ნომერს დავდებ, ჰოსთინგისა და დომეინის თანხაც უმნიშვნელოვანესია. მადლობა.

  12. ინგლისურიდან ნაბუნიაობის ქართულად თარგმნა მინდოდა და შემთხვევით წავაწყდი ამ ვებგვერდს ინტერნეტზე და ძალიან მესიამოვნა რომ ის არსებობს. მადლობა ბატონ კახას და ყველას ვინც ამ ვებგვერდზე მუშაობს. მაინტერესებს ასტრონომია და მეცნიერება ზოგადად. ინგლისურენოვან ასტრონომიულ ვებგვერდს ვიწერ ავსტრალიელ დევიდ რენეკეს-გან https://www.davidreneke.com/ მას ძალიან საინტერესო ასტრონომიული ვებგვერდი აქვს და ასევე შეიძლება სიახლეების გამოწერა ელექტრონულ ფოსტაზე მისი ვებგვერდიდან. მაინტერესებს ასტრონეტ.გე-ს თუ აქვს მსგავსი მომსახურება? მადლობა თქვენი საქმიანობისთვის და ასტრონომიის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობისთვის ფართო საზოგადოებისთვის!

  13. საზღვარგარეთიდან საქართველოში ბანკის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვა გადასახადს ექვემდებარება. აშშ-დან ეს გადასახადი $40 შეადგენს. მაინტერესებს ასტრონეტ.გე-ს თუ აქვს PayPal-ის ანგარიში, რომ ასე შევძლოთ ბევრმა საზღვარგარეთიდან დახმარება ბანკის გადასახადის გადახდის გარეშე.

  14. მადლობა 🙂 არც ეს. თარგმნა ძალიან შრომატევადია, თან ინგლისურიც არ ვიცი, რუსული საიტებიდან ვიღებ ძირითადად, თუ რამე საეჭვი იყო, მაშინ პირველწყაროს ვადარებ.

  15. ყველას ფეის ბუქი არ აქვს ამიტომ მადლობა ამ საიტისთვის, დღეს რომ ამისთვის ვიღაცამ მოიცალა ეს დიდი გამარჯვებაა

  16. ბატონო კახა, paypal დაირეგსტრირეთ (თუ რამეზე პრობლემას აწყდებით, ახლობელი დაიხმარიეთ) და მარტივად შეეძლებათ სხვებს რომ გადმორიცხონ. უცხოეთში ალბათ 90% paypal ს იყენებს. არ ინანებთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.