შექსპირი კოსმოსში

 1986 წელს, “ვოიაჯერ-2” გახდა ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც გიგანტური ყინულოვანი პლანეტა ურანი ახლო მანძილიდან გამოიკვლია. თუმცა, ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე  “ჯეიმს ვების” მოწყობილობა NIRCam-ით შორიდან გადაღებული ეს ფოტოც ძალიან ბევრ დეტალს გვიჩვენებს. გვერდზე “წამოწოლილი” ურანი, ღერძის გარშემო ერთ შემობრუნებას 17 საათს ანდომებს. მისი ჩრდილოეთ პოლუსი ახლა თითქმის პირდაპირ ჩვენკენაა მომართული, რაც ამ ნახევარსფეროსა და მკრთალი რგოლების გადაღების საშუალებას იძლევა. ცნობილი 27 თანამგზავრიდან, 14-ის სახელებია აქ წარმოდგენილი. ყველაზე ელვარე თანამგვარების გარშემო ე.წ. დიფრაქციული სხივები დაიმზირება, რაც ამ კოსმოსური ტელესკოპის სარკის თავისებურებითაა გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის ეპოქაში მზის სისტემის კიდურა სივრცეებზე არაფერი იყო ცნობილი, 27 თანამგზავრიდან, ორის გარდა, ყველას სახელები ბრიტანელი პოეტისა და დრამატურგის პიესებიდან არის აღებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.