უშორესი გალაქტიკა GN-z11 და მძიმე ელემენტების საიდუმლო

 დიდი დათვის თანავარსკვლავედში მდებარე ამ გალაქტიკის წითელი წანაცვლება z = 10,6034, მისგან წამოსულმა სინათლემ 13,4 მილიარდი სინათლის წელი გამოიარა, ანუ მაშინ გამოსხივდა, როცა დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 400 მილიონი წელი იყო გასული. სამყაროს გაფართოების გამო, GN-z11-მდე მანძილი ახლა 32 მილიარდი სინათლის წელია, დაშორების სიჩქარე (სხივური სიჩქარე) კი დაახლოებით 295 000 კმ/წმ. (სინათლის სიჩქარის 0,98-ზე მეტი). ზომით 25-ჯერ, ხოლო მასით 100-ჯერ მცირეა, ვიდრე ჩვენი ირმის ნახტომი. დამზერადი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები კი 20-ჯერ სწრაფი იყო, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში ახლა.

კოსმოსური ტელესკოპი ”ჰაბლი” (NASA).

 GN-z11 იდენტიფიცირებული იქნა ჯგუფის მიერ, რომელიც “ჰაბლით” მიღებული მონაცემების კვლევაზე მუშაობდა. “ჯეიმს ვებმა” კი კიდევ უფრო ახალგაზრდა გალატიკობის კანდიტატებიც აღმოაჩინა – 320 მილიონი წელი დიდი აფეთქების მერე (JADES-GS-z13-0, JADES-GS-z10-0JADES-GS-z11-0JADES-GS-z12-0).

კოსმოსური ტელესკოპი ”ჯეიმს ვები” (NASA, ESA, CSA).

 ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპით (ჯეიმს ედვინ ვები და NASA) მიღებულ მონაცემებში, მეცნიერებმა ამ შორეულ გალაქტიკაში აზოტის უცნაურად დიდი რაოდენობა აღმოაჩეინეს, ელემენტისა, რომელიც თერმობირთვული რეაქციების შედეგად ვარსკვლავებში მოგვიანებით წარმოიქმნება. ადრეული სამყაროს ვარსკვლავები კი ახლანდელებზე მასიურები იყო და ევოლუციასაც უმძლავრეს ზეახლებად აფეთქებით, მძიმე ელემენტების წარმოქმნამდე ასრულებდნენ (ასტრონომიაში, წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს, მეტალებს უწოდებენ). მაშ, საიდან მოხვდა ასეთ ახალგაზრდა გალაქტიკაში, მენდელეევის პერიოდული სისტემის მეშვიდე ელემენტი? (როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?).

 ვებით მიღებულ მონაცემებზე, პროფესორი ჩიაკი კობაიაში და მისი ჯგუფი მუშაობდა, ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის ასტროფიზიკური კვლევის ცენტრიდან (CAR). ამ დრომდე, მსგავს გალაქტიკებში ამდენი აზოტის არსებობის ასახსნელად, წამოყენებული იქნა ჰიპოთეზა მძიმე ელემენტის შესაძლო წარმოქმნის შესახებ ზემასიურ ვარსკვლავებში, 50 000 – 100 000-ჯერ უფრო მასიურებში, ვიდრე ჩვენი მზეა. პროფესორ კობაიაშის კვლევამ უარყო ეს ჰიპოთეზა ზემასიური ვარსკვლავების და ასევე სუპერმასიური შავი ხვრელის ნარჩენების შესახებ.

 “გალაქტიკა არა უჩვეულო ვარსკვლავებზე მოგვითხრობს, არამედ გალაქტიკის სიცოცხლის უჩვეულო ეპიზოდზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ადრეულ გალაქტიკებში ვარსკვლავთწარმომქმნელ პროცესებს ფეთქებადი ხასიათის სისწრაფე ჰქონდა და ეს უჩვეულო ქიმიაც ასე გაჩნდა”.

GN-z11 “ჰაბლით” და როგორი იქნებოდა იმ დროს, ახლოდან რომ გვენახა.

 “ჩვენი მოდელის მიხედვით, მოკლე პერიოდში, მხოლოდ ერთი მილიონი წლის განმავლობაში, აზოტის რაოდენობა ბევრად აღემატებოდა ჟანგბადს. ჩვენი თეორიული მოდელი, რომელიც ელემენტებით გამამდიდრებელ რაიმე განსაკუთრებულ წყაროს არ საჭიროებს, ისევე როგორც ჩვენი გალაქტიკის ჩვეულებრივი ვარსკვლავებისთვის, ისეთ ელემნტებსაც წინასწარმეტყველებს, რომელთა დანახვა ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ძლიერი ტელსკოპებითაც ძნელია. ვოლფ-რაიეს ტიპის მასიური ვარსკვლავები ზუსტად ამ ელემენტს, აზოტს მანამდე ქმნიან, სანამ ზეახლად აფეთქებას თან ჟანგბადის გამოიტყორცენა მოჰყვება” – ამბობს კობაიაში.

 “გვინდა აღმოვაჩინოთ ამის მსგავსი უჩვეულო ქიმიური შემადგენლობის სხვა გალაქტიკებიც. სხვადასხვა ელემენტები, სხვადასხვა ტიპის ვარსკვლევებისგან წარმოიქმნება, დროის სხვადასხვა პერიოდებში, ამიტომ გარკვეული კანონზომიერება ელემენტების შემცველობაში, სამყაროს ევოლუციის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ამ მიდგომას მე “გარეგალაქტიკურ არქეოლოგიას” ვუწოდებ” – დასძენს კობაიაში (დიდი აფეთქება, “ჯეიმს ვები” და “პანიკა”; რა გავიგეთ გალაქტიკების ევოლუციის შესახებ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.