კუთხური ზომა

 კუთხური ზომა არის კუთხე სწორ ხაზებს შორის, რომლებიც დამზერადი ობიექტის დიამეტრალურად საპირისპირო კიდურა წერტილებს აერთებს დამკვირვებლის თვალთან. ასტრონომიაში, დედამიწიდან დამზერადი ასტრონომიული ობიექტის ზომას, კუთხურ ზომას, ან ხილულ დიამეტრს უწოდებენ. ძალიან დიდი მანძილების გამო, პლნეტებისა და ვარსკვლავების კუთხური დიამეტრები ძალიან მცირეა, ამიტომ მათ კუთხურ წუთებსა (′) და კუთხურ წამებში (″) ზომავენ. კუთხური წუთები გამოიყენება ბრტყელი კუთხეების გაზომვისას გრადუსულ ერთეულებში.  მთვარის საშუალო (მისი ორბიტა ელიფსურია) ხოლული დიამეტრის სიდიდეა — 31′05″. მზის საშუალო (დედამიწის ორბიტის ელიფსურობის გამო იცვლება) ხილული დიამეტრი კი — 31′59″. როგორც ვხედავთ, მათი ხილული ზომები თითქმის ერთნაირია, ნამდვილი ზომები კი შეუდარებლად განსხვავებული, რაც ამ ორ ობიექტამდე მანილით არის განპირობებული – რაც უფრო შორსაა ობიექტი, მით უფრო მცირეა მისი ხილული ზომა. ვარსკვლავების ხილული ზომები უკიდურესად მცირეა, მხოლოდ რამდენიმე მათგანის კუთხური ზომა აღწევს რამდენიმე მეასედ კუთხურ წამს. ზოგჯერ, კუთხურ წამს შეცდომით უწოდებენ არკწამს, რაც, უბრალოდ, ინგლისური arcsecond-ის ტრანსლიტერაციაა. ციური სხეულების ხილული ზომების მიახლოებითი შეფასება, ზემოთ წარმოდგენილი ხერხითაც შეიძლება (მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.