„წითელი ჯვარცმის“ დროინდელი რადიაცია…

 კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტმა ჯონათან ალენმა კოსმოსური რადიაციის ინტენსიურობის მომატების მიზეზი ისტორიულ ქრონიკებში მოძებნა(Nature, Nature News).  ადრე მომხდარი კოსმოსური ანთების არსებობა მეცნიერებმა ხის რგოლებსა და ძველ დანალექებში ნახშირბადის(14) იზოტოპის შემცველობის ანალიზით განსაზღვრეს. დადგინდა, რომ 774-775 წლებში ამ იზოტოპის რაოდენობა ატმოსფეროში 1,2 პროცენტით გაიზარდა, რაც 20-ჯერ აღემატება ტიპიურ გადახრებს.

 ნახშირბადი14 ატმოსფეროს ზედა ფენებში წარმოიქმნება, კოსმოსური სხივების აზოტის ბირთვებზე ზემოქმედებით. მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ ამ იზოტოპის კონცენტრაციის ზრდა მხოლოდ ზეახლი ვარსკვლავის ანთებამ ან მზეზე მომხდარმა უმძლავრესმა ამოფრქვევამ შეიძლება გამოიწვიოს. პირველ შემთხვევაში ანთების სიმძლავრე ისეთი უნდა იყოს, რომ ის დღეც კი უნდა ჩანდეს. მეორე შემთხვევაში კი მზიურმა აფეთქებებმა პოლარული ნათება სამხრეთ განედებზეც უნდა გამოიწვიოს. თუმცა, ისტორიულ დოკუმენტებში ასეთი მიოვლენის შესახებ არაფერი წერია.

 ჯონათან ალენი, რომელიც იაპონელი ასტრონომების კვლევის შედეგებს გაეცნო, ანგლო-საქსონური ქრონიკები გადაიკითხა და აღმოაჩინა, რომ იქ 774 წლის „წითელი ჯვარცმა“ იყო მოხსენიებული, მოვლენა მზის ჩასვლის მერე გამოჩენილა ცაზე. მისი აზრით, ეს ჩანაწერი შეიძლება ზეახლის აფეთქებაზე მოწმობდეს. ანთების წითელი ფერი ვარსკვლავის გარშემო არსებული გაზურ-მტვროვანი ღრუბლის არსებობით შეიძლება აიხსნას. ამ ღრუბლითვე აიხსნება ის ფაქტი, რომ ასტრონომებმა ზეახლის ნარჩენი ვერ დაინახეს.

 სხვა ვერსიების არ არსებობის გამო ალენის ვარაუდი ბევრი მეცნიერის აზრით საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. თუმცა ისტორიული მოწმობები ხშირად არ არიან საიმედო და ერთმნიშვნელოვანი, მაინც, მეცნიერების ისტორიაში მსგავსი ასტრონომული მოვლენების ამდაგვარი დადასტურების ბევრი მაგალითია ცნობილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.