იგეგმება თუ არა მომავალში “სუპერ დედამიწაზე” რობოტის გაშვება?(თეო)

 მაგალითად, სუპერდედამიწა HD 85512b-მდე მანძილი, რომელზეც თან სიცოცხლისათვის თავსებადი პირობები შეიძლება იყოს, 36 სინათლის წელია. ანუ სინათლეს, რომელიც 300 000 კმ/წამი სიჩქარით მოძრაობს ამ მანძილის დასაფარავად 36 წელი სჭირდება, ხოლო ადამიანის მიერ შექმნილ კოსმოსურ ხომალდებს მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი კმ/საათი სიჩქარით შეუძლიათ გადაადგილება. ისიც საწვავის ძალიან შეზღუდული რაოდენობით, კოსმოსური მანძილების დასაფარავად მხოლოდ ატომური ან იონური(ძალიან მცირე გაწევის ძალით) ძრავები თუ ივარგებს, ეს უკანასკნელნი კი ჯერ კიდევ მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ და შეიძლება არც აღმოჩნდნენ ასეთი მისიებისთვის ვარგისი. მაგალითად, ვოიაჯერები სამოცდაათიან წლებში გაუშვეს და ჯერ კიდევ ვერ გასცდნენ მზის სისტემას, ამ დროსვოიაჯერ 1-ის სიჩქარე 17 კილომეტრია წამში. ყოველივე ამის გამო ეკზოპლანეტებამდე კიარა მეზობელ ვარსკვლავ პროქსიმამდე მიღწევაც კი ჯერჯერობით ფანტასტიკის სფეროა, ამ ვარსკვლავამდე მანძილი სულ რაღაც 4,2 სინათლის წელია.

 1 სინათლის წელი დაახლოებით 10 ტრილიონ კილომეტრს უტოლდება, ანუ HD 85512b-მდე მანძილი 36 ტრილიონი კილომეტრია. დღევანდელი ტექნოლოგიებით ასეთ დისტანციაზე გაშვებული ხომალდის ამბავი, თუ ის სხვა პრობლემებსაც გაუმკლადვა და გადარჩა, ადამიანების მომავალ თაობებს ალბათ დაავიწყდებათ კიდეცJ. ასე რომ, ვარსკვლავთშორისი მოგზაურობები, როგორც ჩანს, ძალიან შორეულ მომავლში თუ განხორციელდება.

ვიანგარიშოთ ყველასათვის ცნობილი ფორმულით S=vt რამდენი წელი დასჭირდება 40 000 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავ ხომალდს HD 85512b-მდე მისაღწევად.

1 სინათლის წელი = 9460 800 000 000კმ.

S= 36 ტრლნ.კმ( HD 85512b-მდე მანძილი).

V= 40 000 კმ/სთ(კოსმოსური ხომალდის სიჩქარე).

t=?

t=S/v= 9460 800 000 000კმ. * 36 ./40 000 კმ/სთ.= 8 514 720 000 სთ.= 969 344 წელი !!!

მიღებულ ციფრს თუ 100-ზე გავყოფთ გავიგებთ რამდენი საუკუნე გავა ამასობაში

969 344 წელი / 100 წელი = 9693 საუკუნე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.