”ჰერშელი” გედში ვარსკვლავთწარმომქნელ პროცესებს ხედავს

 გამოსახულება ინფრაწითელი დიაპაზონის სამ სხვა და სხვა ტალღის სიგრძეზე გადაღებული ფოტოების კომბინაციითაა მიღებული(70, 160 და 250 მიკრონი). ისინი ცისფრად, მწვანედ და წითელი ფერებითაა წარმოდგენილი შესაბამისად.

 ელვარე, მანათობელი ძაფებით შემოსაზღვრული წერტილები, რომლებიც გამოსახულების მარჯვენა მხარეს განსაკუთრებით ბევრია, მტვრის გროვებისაგან ახლად ფორმირებული ვარსკვლავები არიან. ისინი ახალი ვარსკვლავების გამოსხივებით გამთბარი მტვრისა და გაზის შარავანდედით არიან გარსშემორტყმულნი.

 გამოსახულების ცენტრში გამოსხივებით გაცხელებული ვრცელი ვარსკვლავთშორისი ნივთიერებების გროვები მდებარეობენ(OB2). თვითონ ვარსკვლავები ფოტოზე არ ჩანან, რადგან მათი შუქი იმ დიაპაზონის მიღმაა, რომელსაც ”ჰერშელი” ხედავს. ცისფრად ნაჩვენები ადგილები დანარჩენებზე შედარებით მაღალ ტემპერატუტრამდეა გამთბარი.

 გამოსახულების მარცხენა მხარეს ჩანს ნისლეული, რომელიც გედს მოგვაგონებს. მარჯვნივ დაბლა სხვა ნისლეულის დანახვაა შესაძლებელი, ასტრონომთა აზრით ეს ცენტრში მდებარე ზეგიგანტ G79.29+0.46-ის მიერ ამოფრქვეული გაზებია. თვითონ ზეგიგანტი გამოსახულებაზე არ ჩანს.

 ორბიტალური ტელესკოპი ”ჰერშელი” ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ 2009 წელს გაიყვანა. ის ინფრაწითელ და ღრმა ინფრაწითელ დიაპაზონში სამუშაოდაა გამიზნული. ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერა-სპექტრომეტრი PACS-ი თხევადი ჰელიუმით ცივდება, მისიის ხანგრძლივობა მის რეზერვზეა დამოკიდებული და 3 წელიწადს შეადგენს. მონაცემები, რომლებსაცჰერშელი მიიღებს, ასტრონომებს ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ფორმირების პროცესების ახსნაში უნდა დაეხმაროს, ტელესკოპმა ასევე, პლანეტების ატმოსფროებისა და სხვა ციური სხეულების ქიმიური შემადგენლობა უნდა დაადგინოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.