ელექტრომაგნიტური გამოსხივება

.ელექტრომაგნიტური გამოსხივება(ელ.მაგ. ტალღები) – გარემოში გავრცელებადი შეშფოთებებია ელ.მაგნიტური ველისა (ანუ, ერთმანეთთან ურთიერთქმედი ელექტრო და მაგნიტური ველებისა).

 ელ.მაგნიტურ გამოსხივებას მიაკუთვნებენ ამ გამოსხივების იმ ნაწილს, რომელსაც შეუძლია შორ მანძილზე გავრცელება მისი წარმომქმნელი წყაროდან(ელექტრული მუხტები და მათი მოძრაობა) და ნაკლებად შთაინთქმება დაშორებასთან ერთად.

 ელ.მაგნიტურ გამოსხივებას მიეკუთვნებიან რადიოტალღები(დაწყებული ზეგრძელი ტალღებიდან), ინფრაწითელი გამოსხივება, ულტრაიისფერი,რენტგენის და გამა გამოსხივება.

 ელ.მაგნიტურ გამოსხივებას შეუძლია გავრცელება ვაკუუმში(ნივთიერებისაგან თავისუფალი სივრცე), თუმცა ვრცელდება ნივთიერებაშიც, სადაც ის აირეკლება, გარდატყდება, შთაინთქმება და ა.შ.(ფიზიკა).

ხილული სინათლე

 ხილული სინათლის ტალღის სიგრძე რვიდან ოთხი ათსამდე ატომის დიამეტრის ფარგლებში მერყეობს(800-400 ნანომეტრი). ადამიანის თვალი იდეალური ინსტრუმენტია ამ დიაპაზონის ტალღების რეგისტრაციისა და ანალიზისათვის. ეს, ორი მიზეზით არის განპირობებული. 1) სპექტრის ხილული ნაწილის ტალღები მათთვის გამჭვირვალე ატმოსფერულ ჰაერში პრქტიკულად უდანაკარგოდ ვრცელდებიან. 2) მზის ზედაპირის ტემპერატურა ისეთია, რომ მზიური სხივების ენერგიის პიკი სწორედ სპექტრის ხილულ ნაწილზე მოდის. ანუ, ენერგიის ჩვენი ძირითადი წყარო ენერგიის უზარმაზარ ნაწილს ხილულ დიაპაზონში გასცემს, ხოლო გარემო გამჭვირვალეა მისთვის. გასაკვირი არაა, რომ ევოლუციის პროცესში ადამიანის თვალი მგრძნობიარე, ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრის ამ ნაწილის მიმართ გახდა.

 ფიზიკური თვალსაზრისით, ხილულ დიაპაზონში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების ფართო სპექტრში, მხოლოდ ვიწრო ზოლის სახით არის წარმოდგენილი(სურათი). ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ტვინი სპექტრის სწორედ ამ ნაწილის აღსაქმელი ინსტრუმენტებით არსი აღჭურვილი.

 ხილული სინათლიდან უფრო გრძელ ტალღაზე გადასვლით ჩვენ ვხვდებით ინფრაწითელი(ი.წ.) გამოსხივების დიაპაზონში. ახლო(ხილულთან) ი.წ. გამოსხივება ფიზიკურად არ განსხვავდება ხილულისგან, იმის გამოკლებით, რომ არ აღიქმება თვალის ბადურას მიერ. მისი რეგისტრირება შეიძლება იგივე მოწყობილობით, მაგალითად ტელესკოპით, როგორც ხილული სინათლის. ადამიანი ი.წ.  გამოსხივებას შეიგრძნობს კანით – როგორც სითბო.
ინფრაწითელი დიაპაზონის ტელესკოპები(ჰაბლს შეუძლია ხილული და ულტრაიისფერი შუქის “დანახვაც”).

 ოპტიკურ დიაპაზონში შეღწევადობის ყველაზე მაღალი უნარი ი.წ. გამოსხივებას აქვს, თუმცა მთლიანად შთაინთქმება ატმოსფეროს ქვედა ფენებში, რადგან აქ ატმოსფერო უფრო სქელია, ვიდრე მიწიდან შორს. ეს საშუალებას იძლევა მოხდეს დაკვირვებები მთლიან ი.წ. დიაპაზონში, აეროსტატებზე და თვითმფრინავებზე დამონტაჟებული მოწყობილობით, რომლებიც  სტრატოსფეროში ხსენებულ საფრენ აპარატებს გააქვთ. საზღვარი ახლო და შორეულ ი.წ. დიაპაზონში დაახლოებით იმ წერტილში გადის, სადაც აბსოლუტური ტემპერატურა 300(26,8 გრადუსი) კელვინია. ამ დიაპაზონში ასხივებენ მიწის ზედაპირზე მყოფი ობიექტები და მთლიანად ატმოსფერო. სწორედ ამ გამოსხივების ხარჯზე ასხივებს დედამიწა კოსმოსში ენერგიას, რომელსაც იგი მზისგან იღებს. ამ გამოსხივების მიმღები მოწყობილობა არის ბალომეტრი, უბრალოდ შავი სხეული, რომელიც უზუსტეს თერმომეტრთანაა მიერთებული. გარეშე გამოსხივების გამოსარიცხად საკვლევი აპარატურა ცივდება თითქმის აბსოლუტურ ნულამდე, ხდება მოწყობილობის გატანა ატმოსფეროს გარეთ თანამგზავრების საშუალებით. ასტრონომიაში ამ დიაპაზონს სუბმილიმეტრულსაც უწოდებენ. ის იმითაა საინტერესო, რომ მასში(აგრეთვე მის მეზობელ მიკროტალღურ დიაპაზონში) დაიმზირება სამყაროს რელიქტური გამოსხივება. ზღვის დონემდე სუბმილიმეტრული გამოსხივება ვერ აღწევს, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი ატმოსფეროს ქვედა ფენებში შთაინთქმება. ამის გამო ჩილესა და მექსიკაში ზღვის დონიდან 5 კილომეტრის სიმაღლეზე, მთებში შენდება ი.წ. დიაპაზონის ტელესკოპები – მექსიკაში 50 მეტრიანი, ჩილეში კი 64 ტელესკოპიანი მასივი,  თითოეული 12 მეტრი დიამეტრით.

რელიქტური გამოსხივების საკვლევი ტელესკოპები.
სტრატოსფერული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.