როგორ მუშაობს ტელესკოპი

ტელესკოპი არ ადიდებს ობიექტებს, როგორც ბევრს გონია, არამედ აგროვებს მათგან წამოსულ სინათლეს. რაც უფრო დიდია ტელესკოპის სინათლის შემკრები მთავარი ელემენტის(ლინზა ან სარკე) დიამეტრი, მით მეტ სინათლეს აგროვებს იგი.  მნიშვნელოვანია, რომ სწორედ შეგროვილი სხივების საერთო რაოდენობაზეა დამოკიდებული დანახულის დეტალიზაცის დონე, იქნება ეს შორეული ლანდშაფტი თუ სატურნის რგოლები. გადიდება, ანუ ტელესკოპის ძალაც მნიშვნელოვანი მონაცემია, თუმცა ობიექტების დეტალიზაციაზე ის დიდ გავლენას ვერ ახდენს.
  რაც უფრო დიდია შუქშემკრები ელემენტი მით მეტია გამოსახულების სიმკვეთრე და დეტალიზაცია. ადამიანის თვალიც ზუსტად ასეა მოწყობილი, თუმცა თვალის ბუნებრივი ლინზის ზომა გაცილებით მცირეა ნებისმიერი დაბალი სიმძლავრის ტელესკოპის ლინზაზე. რაიმე ობიექტიდან არეკლილი სინათლე ყველა მიმართულებით ვრცელდება, ტელესკოპი კი ამ ანარეკლს აგროვებს და ერთ წერტილში მიმართავს.
რეფრაქტორი
არსებობს სამი ძირითადი ტიპის ტელესკოპი – ლინზიანი, სარკიანი და სარკე-ლინზიანი ტელესკოპი.
  სინათლის სხივების გარდამტეხი ტელესკოპი, ანუ რეფრაქტორი. სინათლის მთავარი შემკრები ელემენტი ამ შემთხვევაში არის ლინზა(გამადიდებელი). ლინზების დიამეტრი შეზღუდულია(ყველაზე დიდი 101სმ), რადგან სქელი ლინზები თვითონვე შთანთქავენ ძალიან ბევრ სინათლეს.
რეფლექტორი
  ყველაზე გავრცელებულია ჩაზნექილ სარკიანი ტელესკოპები, ანუ რეფლექტორები. ის პოპულარულია მოყვარულთა შორისაც, რადგან არ არის ძვირი. ეს არის ამრეკლი ტელესკოპი, მასში სინათლის შეგროვება და გამოსახულების ფორმირება ხდება ჩაზნექილი მთავარი სარკით, ხოლო მეორედი პატარა კი შეგროვილ სინათლეს თვალისკენ მიმართავს. სარკიანი ტელესკოპებით შესაძლებელია კვლევების ჩატარება ინფრაწითელ დიაპაზონშიც. ამ დიაპაზონში იმუშავებს მომავალში(2012წ.) ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპიც. ეს გამოსხივება ადვილად გადის კოსმოსური ნესლეულების სქელ ფენებში და მათ უკან დამალული ობიექტების დანახვის საშუალებას გვაძლევს.
  ჯეიმს ვების მთავარი სარკე არ არის მთლიანი, ის მცირე სარკეებისაგან(18 ცალი) შედგება და მათი საერთო დიამეტრი 6,5 მეტრი იქნება.
რადიოტელესკოპი
  РТФ-32(32 მეტრიანი რეფლექტორით), ზელენჩუკი,ჩრდ. კავკასია.
 რადიოტელესკოპის მუშაობის პრინციპიც იგივეა. თუმცა ამრეკლი რკინის ზედაპირი გაცილებით დიდია ოპტიკური ტელესკოპების ზომებზე. მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის ზომა არესიბოში(პუარტერიკო) 300 მეტრზე მეტია.
არესიბო. 

 არესიბოს ტელესკოპი თავისი ზომების გამო, ჩამქრალი ვულკანის კრატერშია უძრავად ჩამონტაჟებული, მისი რომელიმე ობიექტისკენ მიმართვა შეუძლებელია. ის დედამიწასთან ერთად ტრიალებს და იქედან იღებს სიგნალს საითკენაცაა მიბრუნებული იმ დროისათვის დედამიწა.(ამ ტელესკოპზე მუშაობს პროგრამა SETI-ც, არამიწიერი ცივილიზაციებისაგან გამოგზავნილი სიგნალების ძებნა).
ინტერფერომეტრი.
ამ პრობლემის გადაწყვეტა მოხერხდა ე.წ. ინტერფერომეტრი ტელესკოპის საშუალებით. ასეთი ტელესკოპი მრავალი ერთნაირი პატარა რეფლექტორისაგან შედგება, რომლებიც ერთ საერთო მიმღებთან არიან მიერთებულნი. რეფლექტორების ზუსტ შებრუნებას კომპიუტერი აკონტროლებს.
 არსებობს აგრეთვე რენტგენის(ყველაზე ცნობილი კოსმოსური ობსერვატორია ჩანდრა), გამა, რელიქტური(cobe, wmap) გამოსხივების და ნეიტრინული(მიწისქვეშა) ობსერვატორიებიც. აგრეთვე გრავიტაციული ტალღების ტელესკოპი(LISA).

Show Comments Hide Comments

2 thoughts on როგორ მუშაობს ტელესკოპი

  1. საბა ამბობს:

    უკაცრავად დაახლოებით რამდენი ე.წ Zoomi არის საჭირო ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად . აი ყველა ტელესკოპს ხო აქ მაგ: 40x zoomi და ა.ს.შ . რამდენჯერ საჭიროებს გადიდებას რო დავინახო ვარსკვლავები და და ვაკვირდე მათ . ვაპირებ ყიდვას და მაინტერესებს

  2. admin ამბობს:

    იხილეთ საიტზე “ვიყიდო თუ არა ტელესკოპი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *