არესიბოს ტელესკოპი ჩამოიშალა

 ეს იყო ერთ–ერთი უდიდესი სამეცნიერო ინსტრუმენტი. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1963 წლიდან დაწყებული, არესიბოს ტელესკოპი (პუარტერიკო, აშშ.) ყველაზე დიდ ერთ ანტენიან რადიო ტელესკოპად რჩებოდა, დიამეტრით 305 მეტრი (ახლა პირველობა ჩინურ რადიო ტელესკოპს ეკუთვნის). უამრავ აღმოჩენათა შორის, აღსანიშნავია მერკურის ბრუნვის პერიოდის დადგენა, ვენერას ზედაპირის რუკის შედგენა, მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტების აღმოჩენა, გრავიტაციული გამოსხივების არსებობის დადასტურება. ტელესკოპს იყენებდნენ არამიწიერი მოაზროვნე სიცოცხლის ძებნაშიც, ასევე, ფარული სამხედრო რადარების აღმოსაჩენად, მთვარიდან მათი სიგნალის ანარეკლის დაფიქსირებით. თუმცა, ჟამთა სვლამ თავისი ჰქნა და გადაწყდა მისი დაშლა. დეკემბრის დასაწყისში არესიბოს ტელესკოპი კატასტროფულად ჩამოიშალა, რაც ამ ვიდეო ფილმშია წარმოდგენილი (გზავნილი არესიბოდან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.