გზავნილი არესიბოდან

 ეს 300 მეტრიანი რადიო ტელესკოპი, კუნძულ პუერტორიკოზე, ბუნებრივ ღრმულშია განთავსებული. ტელესკოპმა მუშაობა 1963 წელს დაიწყო.

 ის ძალიან ბევრ ასტრონომიულ კვლევაში გამოიყენეს, პულსარების ძებნისა და კვლევის ჩათვლით, იკვლევდნენ ატომური და მოლეკულური გაზების განაწილებას ჩვენს გალაქტიკასა და სამყაროში. რადგან არესიბოს ტელესკოპი გადამცემიცაა, მისი საშუალებით, მზის სისტემის პლანეტების რადიოლოკაციური დათვალიერება და სიგნალების გაგზავნაც ხდება გალაქტიკის იმ რეგიონებში, სადაც შესაძლებელია არსებობდნენ არამიწიერი ცივილიზაციები. ტელესკოპის გამოყენება ნებისმიერს შეუძლია, თუ წარმოდგენილი კვლევის პროგრამას სპეციალური კომისია მოიწონებს. 

 რისი თქმა უნდოდათ ამით დედამიწელებს?

 ეს გზავნილი 1974 წელს გადაიცა, სფერული ვარსკვლავური გროვის – M13-ის მიმართულებით, ზუსტად მაშინ, როცა არესიბოს ტელესკოპი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

 გზავნილი დაწერილია ბინარული (ორობითი) კოდით, რაც ერთიანებისა და ნულების გარკვეულ მიმდევრობას წარმოადგენს. გზავნილს, რომელიც ფრენკ დრეიკმა და კარლ სეიგანმა შეადგინეს, მაშინ ექნება მოწესრიგებული სახე თუ მას 23/73-ზე ზომის მართკუთხედში განვალაგებთ. გასაგებია, რომ ეს მცდელობა რიტუალს უფრო ჰგავს, რადგან რადიოსიგნალების ”გაპარვა” კოსმოსში მუდმივად ხდება, სატელევიზიო, რადიო და რადიოლოკაციის სადგურებიდან. თუ სიგნალს M13-ში მართლაც მიიღებს ვინმე, პასუხს (მანქანური ცივილიზაცია) 50 ათასი წელი უნდა ველოდოთ. ადამიანებმა ამ გზავნილით შემდეგი ინფორმაციის გადაცემა ჩაიფიქრეს – ციფრები ერთიდან ათამდე, შემდეგ, წყალბადისა და ნახშირბადის ატომების გამოსახულება, დნმ-ის მოლეკულა, ადამიანის გამოსახულება, მზის სისტემისა და ტელესკოპის სქემა. ამჟამად, არამიწიერი ცივილიზაციების ძებნის რამდენიმე პროგრამა არსებობს, მათ შორისაა გამოთვლათა გადანაწილების პროგრამა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ კომპიუტერს შეუძლია (SETI).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.