M13 – ვარსკვლავების უზარმაზარი სფერული გროვა

m13 dvali patara
 მაღალი გარჩევადობით. ავტორი: დავით დვალი(აბასთუმანი, 10/03/2016).

 M13 – ერთ-ერთი ყველაზე ადვილად შესამჩნევი და ცნობილი სფერული გროვა. ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარე M13, ბინოკლითაც ჩანს. ხშირ შემთხვევაში, დამწყები ასტრომოყვარულები, შეუიარაღებელი თვალისთვის მიუწვდომელ ციურ მარგალიტებზე ნადირობის დროს, პირველად, სწორედ ამ გროვას მიაგნებენ ხოლმე. დედამიწიდან 20 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე, 12 მილიარდი წლის(მაინც რა ასაკისაა სამყარო?) M13-ის დიამეტრი 150 სინათლის წელია, მასში 100 ათასზე მეტი ვარსკვლავია. 1974 წელს, როცა მსოფლიოს ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი – არესიბო, გაიხსნა, M13-ის მიმართულებით რადიოსიგნალი იქნა გაგზავნილი. წარმოდგენილი გამოსახულება, პატარა ზომის ტელესკოპით არის გადაღებული, რომლის თვალათახედვის არე სავსე მთვარეზე ოდნავ მეტია, ჩანართში კი ”ჰაბლით” გადაღებული გროვის ცენტრალური ნაწილია, ზომით – 0,04 გრადუსი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.