წყალი არც თუ ისე ბევრია

 დედეამიწაზე არც თუ ისე ბევრი წყალია, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. თუ პლანეტის მთელ წყალს შევაგროვებთ, ის 1385 კილომეტრი დიამეტრის სფეროში ჩაეტევა. ეს მონაცემები ამერიკის გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა გავრცელეს.

 წყალი დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70% ფარავს. პლანეტის წყლის ძირითადი მარაგი ოკეანეებზე მოდის – დაახლოებით 96,5%. წყალი ასევე არის ჰაერში, მყინვარებში, მიწის ქვეშ, ცოცხალ ორგანიზმებში. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც, დედამიწის წყლის მოცულობა პატარა ზომის, პლანეტარული მასშტაბებით თუ ვილაპარაკებთ, სფეროს მოცულობის ტოლი იქნება – 1386 მილიონი კუბური კილომეტრი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.