შოთა რუსთაველის კოსმოლოგია

რუსთაველის პოემა, მისი კოსმოლოგიური შეხედულებების კვლევის მიზნით, არაერთმა მეცნიერმა შეისწავლა(განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი ასტრონომი გიორგი თევზაძე).

 გიორგი თევზაძემ აბასთუმნის 16 დუიმიან(40 სმ.) ტელესკოპით ასტრო-ფოტოგრაფიის გზით აღმოაჩინა მანამდე უცნობი, ორი ახალი “კუდიანი ვარსკვლავი” კომეტა. საქართველოს ვრცელი ისტორიის მაძილზე ეს აღმოჩენა წარმოადგენს პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული. პირველი კომეტა წოდებული „კომეტა 1942 თევზაძე 2“ აღმოჩენილ იქნა 1942 წლის 14 დეკემბერს. მეორე კომეტა წოდებული „კომეტა 1942 თევზაძე 1“ აღმოჩენილი იქნა 1942 წლის 26 დეკემბერს. ამ აღმოჩენის გამო გიორგი თევზაძე წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ (Astronomical Society of the Pacific სან-ფრანცისკოში გამართულ ასტრონომთა ყრილობაზე დააჯილდოვა „ჟოზეფ დონოჰოეს“ მედლით და სამკერდე ნიშნით. ამ მედლით დაჯილდოების შესახებ ცნობა განთავსდა ჟურნალში: “Publications of the Astronomical Society of the Pacific, April 1943 N 323”.

 1962 წელს ლენინგრადის თეორიული ასტრონომიის ინსტიტუტის, ლენინგრადის უნივერსიტეტის და პულკოვოს ობსერვატორიის გაერთიანებულ სამეცნიერო საბჭოზე გიორგი თევზაძემ ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „О неустойчивости кратных звёзд типа Трапеции“(ტრაპეციის ტიპის ჯერადი ვარსკვლავების არამდგრადობა).

 1965 წლიდან გიორგი თევზაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორია. დიდია მისი წვლილი ასტრონომიული კალენდრის „წელიწლეულის“ გამოცემაში. საყოველთაოდ აღიარებულია მისი სამეცნიერო კვლევები ციურ მექანიკაში. მის კალამს ეკუთვნის სამოცზე მეტი თვალსაჩინო სამეცნიერო ნაშრომი და მათ შორის ფუნდამენტალური სამეცნიერი მონოგრაფია „რუსთაველის კოსმოლოგია“, რომელიც გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“ პირველად გამოსცა 1979 წელს, ხოლო მეორედ შევსებული და დასრილებული სახით – 1984 წელს. ნაშრომში განხილულია ის ასტრალური მოვლენები, რომელთაც რუსთაველი უხვად იყენებს თავის პოეტურ თქმებში; დადგენილია გენიალური პოეტის კოსმოლოგიური წარმოდგენები.

 რუსთველოლოგიაში კვლევა ამ მიმართულებით ადრევე დაიწყო და ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსის შრომაში (1712 წელი) არის მინიშნებები პოემის ასტრონომიულ თუ ასტროლოგიურ შეხედულებებზე. „ვეფხისტყაოსნის“ სათანადო ადგილების და სტროფების გაშიფრვით გიორგი თევზაძემ გამოიკვლია, რომ ასტრალური შინაარსის შემცველი ყოველი სტროფი თუ სტრიქონი ციურ მოვლენებზე დაკვირვებისა და მათი ჭეშმარიტი ცოდნის შედეგია, რუსთაველის ასტრალური წარმოდგენები, მისი შეხედულებანი მზის სისტემაზე გაცილებით სწორი და პროგრესული იყო, ვიდრე მაშინ გაბატონებული აზრები.

 აღმოჩნდა, რომ იმდროინდელი კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ მიღებული პტოლემეოსის გეოცენტრული სისტემა „ვეფხისტყაოსანში“ უარყოფილია და მის ნაცვლად მოცემულია სამყაროს აგებულების ახალი მოდელი, რომელიც მეცნიერთა მიერ მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში იქნა შემუშავებული.

 სამეცნიერი მონოგრაფიამ „რუსთაველის კოსმოლოგია“ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გამოქვეყნდა მრავალი წერილი.

 ამ მიმართულებით კვლევა ჯერ კიდევ ვახტანგ VI-მ დაიწყო, რომელმაც ყურადღება გაამახვილა რუსთაველის ასტრონომიულ და ასტროლოგიურ შეხედულებებზე. ამ მიმართულებით კვლევებმა დაადასტურა, რომ ციურ მნათობთა შერჩევა პოემაში შემთხვევითი არაა და არც მხოლოდ პოეტური მიზნებისათვის არის მოხმობილი. პოემაში ასტრალური მოვლენები ისეთი თანმიმდევრობით არის დალაგებული, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, გავიგოთ, თუ როგორია პოეტის წარმოდგენები სამყაროს ცალკეულ ნაწილებსა და, ზოგადად, მის სტრუქტურაზე. ჩანს, რომ ასტროლოგიური შინაარსის შემცველი ყოველი სტროფი თუ სტრიქონი ციურ მოვლენებზე დაკვირვებისა და მისი ჭეშმარიტი ცოდნის შედეგია. თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ თითქოს პოეტმა თავის თხზულებაში გადაიტანა მაშინდელი ასტრონომიული ცოდნა და შეხედულებები. რუსთაველის გენიალობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი შეხედულებანი მზის სისტემაზე გაცილებით სწორი და პროგრესული იყო, ვიდრე მაშინ გაბატონებული აზრები.

 ასტრონომიის განვითარების გზები რუსთაველის ეპოქამდე _ გეოცენტრული (პტოლემეოსის) მოდელი:

  • დედამიწა მოთავსებულია სამყაროს ცენტრში, ანუ
  • ცის ცენტრში;
  • დედამიწას არა აქვს სივრცული გადაადგილება, ის
  • უძრავია;
  • ყოველი ციური სხეული თანაბარი სიჩქარით მოძრაობს;

 გეოცენტრისტების აზრით, სამყაროს ცენტრში მდებარე უძრავი დედამიწის გარშემო ციური სხეულები მოძრაობენ შემდეგი რიგით:

  • მთვარე;
  • მერკური;
  • ვენერა;
  • მზე;
  • მარსი;
  • იუპიტერი;
  • სატურნი

 პტოლომეოსის მოდელი მცდარია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თითქმის XVII საუკუნემდე იარსება, რასაც ხელი შეუწყო ორმა გარემოებამ:

  • იგი ძალზე ერგებოდა ბიბლიურ წარმოდგენებს სამყაროს აგებულებაზე;
  • პტოლომეოსის ცხრილები საშუალებას იძლეოდა, გამოეთვალათ და საუკუნეების განმავლობაში ეწინასწარმეტყველათ მნათობთა მოსალოდნელი მდებარეობა. უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მეცნიერი მზის სისტემის ჰელიოცენტრულ მოდელსაც აღიარებდა. ანტიკურ მეცნიერთა შორის პითაგორა და მისი სკოლა ვარაუდობდა, რომ დედმიწა არ იყო უძრავი სხეული, ხოლო ბერძენი მეცნიერი არისტარქე აღიარებდა, რომ დედამიწა თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნავდა. მხოლოდ XVI საუკუნეში კოპერნიკმა მიაგნო ჭეშმარიტებას და აღიარა მზის სისტემის ჰელიო-ცენტრულობა. მისი თეორიით, მზე იყო სამყაროს უძრავი ცენტრი, რომლის გარშემო ბრუნავენ პლანე-ტები ასეთი თანმიმდევრობით: მერკური, ვენერა; დედამიწა, თავისითანამგზავრი მთვარით; მარსი; იუპიტერი და სატურნი .

 კოპერნიკის შემდეგ ტიხო დე ბრაჰემ სამყაროს ცენტრში ნაწილობრივ კვლავ დააბრუნა დედამიწა. ანუ გეო-ჰელიოცენტრული სისტემა შექმნა. ეს ხდება რუსთველის ეპოქიდან ოთხი საუკუნის შემდეგ!

 რით ემსგავსება რუსთველის ასტრალური წარმოდგენები თანამედროვეს?

  • მისთვის მთავარი (ცენტრალური) ციური სხეული მზეა:

,,მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: 

„აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა…”

 პლანეტებს განალაგებს ასეთი თანმიმდევრობით: სატურნი, იუპიტერი, მარსი, ვენერა, მერკური;  მერკური და ვენერა ბრუნავენ მზის გარშემო:

,,ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა: 

მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა…”

 პლანეტების ბრუნვა მზეზე იყო დამოკიდებული. (ნიუტონის მიზიდულობის კანონის აღმოჩენის შენდეგ გახდა შესაძლებელი ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა: პლანეტა ცდილობს სწორხაზოვან მოძრაობას მაგრამ მზის მიზიდულობა არ უშვებს მას. ამ ორი ძალის ზემოქმედებით იგი ბრუნავს მზის გარშემო). შევადაროთ:

„მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა…”

რუსთაველის ასტროლოგიური შეხედულებები – ზუალი (სატურნი) – უბედურების მომტანი პლანეტა.

„მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა…”

ამიტომ მის ფერად შავი ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ის კაშკაშა თეთრი ფერისაა.

,,გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა…”

მუშთარი (იუპიტერი) ბედნიერების მომტანი და ამავე დროს სამართლიანობის პლანეტა.

„ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;”

მარიხი (მარსი) _ ომის პლანეტა, მოწითალო ფერის.

„მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა.”

 ასპიროზი ანუ ცისკრის ვარსკვლავი (ვენერა)სილამაზის, სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი პლანეტა

ოტარიდი (მერკური) – ჭკუის, მოხერხების პლანეტაა. იგი ითვლება აგრეთვე მწერლობის მფარველ და ბედის გამგებელ პლანეტად.

,,დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა.”

წყარო: ქართული ვიკიპედია და შოთა რუსათველის კოსმოლოგია.

5 comments

  1. კუდიანი ვარსკვლავის ნაცვლად კომეტა ზის ბრჭყალებში:)

  2. გამარჯობა, მაინტერესებს რატომ ეძახის 967 სტროფში რუსთაველი სატურნს ზუალს და რატომ ეძახის 1423 სტროფში კრონოსს?

  3. გამარჯობათ. თუ არსებობს ასტრონიომიული კვლევები უძველესი პერიოდის – მათ შორის ძველი წელთაღრ,ოცხვის მე-6 და მე-4 ათასწლეულების. საქმე ეხება მიგრაციულ პროცესებს საქართველოდან – დასავლეთ ევროპაში და ხმელთაშუაზღვიპირეთში. გასაკუთრებით ზღვით – ძვ.წ. მე-2 ატასლულისთვის. კერძოდ, რუკის არ არსებობის პირობებში ციური სხეულოებით რა საშულებები იყო ?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.