გალაქტიკების გროვა ჰიდრაში

 ამ კოსმოსური ფოტოს წინა პლანზე ირმის ნახტომის ორი ვარსკვლავი ჩანს. მათ უკან სივრცეს კი ჰიდრას გალაქტიკური გროვა ავსებს. სხივებით გარსშემორტყმული ვარსკვლავები ჩვენგან რამდენიმე ასეული სინათლის წლით არის დაშორებული, ჰიდრას გალაქტიკები კი გაცილებით შორსაა – 100 მილიონ სინათლის წელზე შორს. სამი დიდი გალაქტიკა ცენტრში – ორი მოყვითალო ელიფსური NGC 3311, NGC 3309 და ადვილად შესამჩნევი ცისფერი სპირალური NGC 3312 – ყოველი მათგანი ზომით 150 000 სინათლის წლის ზომით, გროვის მთავარი გალაქტიკებია. NGC 3312-ის ოდნავ მაღლა და მარცხნივ, ორი გალაქტიკა ერმანეთს ფარავს, კატალოგში მათი სახელია NGC 3314. გროვა ჰიდრაში, ასევე ცნობილი სახელით ეიბელ 1060, ირმის ნახტომიდან 200 მილიონი სინათლის წლის რადიუსში მდებარე სამიდან, ერთ-ერთი დიდი გალაქტიკური გროვაა. სამყაროს ჩვენს ნაწილში გალაქტიკები გრავიტაციულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომლებიც, თავის მხრივ, ზეგროვებშია გაერთიანებული, ზეგროვები კი უფრო მსხვილმასშტაბიანი სრუქტურების ნაწილია. ეს ფოტო 1,3 მილიონი სინათლის წლის სივრცეს მოიცავს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.