”ვოიაჯერის მთები” იაფეტზე

იაფეტი, 24-ე, ზომით კი მესამე თანამგზავრია სატურნის ამჟამად ცნობილი 62 ბუნებრივი თანამგზავრიდან. ეს თავისებური თანამგზავრი ფრანგმა(წარმოშობით იტალიელმა) ასტრონომმა და ინჟინერმა ჯოვანი კასინიმ 1671 წელს აღმოაჩინა.

 დაკვირვებების დროს, ასტრონომმა აღმოაჩინა, რომ იაფეტი ტელესკოპში მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა ის სატურნიდან მხოლოდ ერთ განსაზღვულ მხარეს მოექცევა. ამით მან დაასკვნა, რაც მოგვიანებით დამტკიცდა კიდეც, რომ იაფეტს ბნელი და ნათელი მხარეები გააჩნია და ყოველთვის ერთი მხრითაა პლანეტისკენ შებრუნებული. მისი ერთი მხარე თანამგზავრის მოძრაობის მიმართულებით ”იყურება”, სწორედ ის არის შავი. მეორე ნახევარსფერო კი საოცრად ელვარე და კაშკაშაა. ეს მხარე ელვარებაში თავისუფლად უწევს კონკურენციას მზის სისტემის ყველაზე კაშკაშა ობიექტს – იუპიტერის თანამგზავრ ევროპას.

 იაფეტის ერთ-ერთი მთავარი ”ღირსშესანიშნაობაა” 13 კილომეტრის სიმაღლისა და 20 კილომეტრის სიგანის ქედი, რომელიც მთელ ეკვატროსაა გარსშემორტყმული. ამ უნიკალური ქედებით იაფეტი თითქოს ორ ნაწილადაა გაყოფილი და ფორმით კაკალს მოგვაგონებს.

 პირველად ეს მთები კოსმოსურმა აპარატებმა ვოიაჯერ 1”-მა და ”ვოიაჯერ 2”-მა გამოიკვლიეს. სწორედ ამიტომ ამ ქედებს ”ვოიაჯერების მთებსაც” უწოდებენ(the Voyager Mountains).

 გამოსახულება ”კასინიმ” გადაიღო, რომელმაც იაფეტის ახლოს 2007 წლის სექტემბერში ჩაიარა. მეცნიერთა აზრით, იაფეტი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო ობიექტია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.