პრემია ბნელი მატერიისგან

 ოთხი ასტრონომი, პიტერ და პატრიცია გრუბერების სახელობის კოსმოლოგიური პრემიის ლაურეატები გახდნენ. ამის შესახებ ფონდის პრესრელიზი იუწყება. მეცნიერებმა ეს ჯილდო კომპიუტერული მოდელის შექმნისთვის მიიღეს. მოდელი გვიჩვენებს, თუ როგორაა განაწილებული ბნელი მატერია სამყაროში. პრემიის ოდენობა 500 ათასი დოლარია.

 დაჯილდოებული მეცნიერები წლების მანძილზე ერთად მუშაობენ, ამის გამო მათ ”ბანდაც” კი შეარქვეს. ჯგუფს მარკ დევისი ხელმძღვანელობ(ბერკლის უნივერსიტეტი). გარდა ამისა, ”ბანდაში” შედიან ჯორჯ ეფსტატიუ, კავლის კოსმოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი კემბრიჯიდან, დერმას უნივერსიტეტთან არსებული გამოთვლითი კოსმოლოგიის ცენტრის დირექტორი კარლოს ფრენკი და გარჰინის ასტროფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი საიმონ უაითი.

 1981 წელს, მკვლევარებმა 2,4 ათასი გალაქტიკის ურთიერთ განლაგების ანალიზით დაადგინეს, რომ ეს ვარსკვლავთგროვები არათნაბრად არის განაწილებული. გალაქტიკები ერთმანეთისგან ცარიელი სივრცით გამოყოფილ გროვებს ქმნიან. იმ დროისათვის არსებული ჰიპოთეზები, სამყაროს ევოლუციის შესახებ, ასეთ განაწილებას ვერ ხსნიდა.

ფლობს რა გრავიტაციულ ძალებს, ბნელი მატერია, როგორც მოქანდაკე, გალაქტიკებით ძერწავს სამყაროს და მის სტრუქტურას ქმნის. ზეგიგანტურ მასშტაბებზე გრავიტაცია ყველა სხვა ძალაზე დომინირებს. სურათზე წარმოდგენილია ჩვენი სამყაროს სტრუქტურის მოდელი 1,6 მილიარდი სინათლის წლის ზომით. მოდელი შეიქმნა 2005 წელს, პროექტ „ათასწლეულის მოდელირების“ ჩარჩოებში. ნათელი ადგილებით ნაჩვენებია გალაქტიკური გროვები.

 ”ბანდამ” სამყაროს განვითარების მოდელი შეიმუშავა, რომელიც ბნელი მატერიის ზემოქმედებასაც ითვალისწინებს(უფრო ზუსტად, ცივი ბნელი მატერიის) – სუბსტანციისა, რომელიც არ შედის ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებაში(შეასაბამისად, მისი უშუალოდ დამზერა შეუძლებელია), თუმცა მონაწილეობს გრავიტაციულში. ბნელი მატერია დამატებითი მასის წყაროა, რომელმაც გალაქტიკები ისე გადაანაწილა, როგორც ახლაა.

 მეცნიერების მიერ შექმნილი მოდელი კარგად ეთანხმება დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებს. ვარაუდები ბნელი მატერიისშესახებ ადრეც არსებობდა, თუმცა ვერცერთმა მეცნიერმა ვერ მიიღო ასეთი დეტალური მოდელი, როგორიც დევისმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს.

 დღეისათვის, მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ ჩვეულებრივი მატერია დამზერადი სამყაროს 5 პროცენტს შეადგენს. ბნელი მატერიის წილი 25 პროცენტია, ხოლო დარჩენილი 70 პროცენტი ბნელ ენერგიაზე მოდის(ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.