დამალული მასა

 გამოკვლევის ავტორებმა ობსერვატორია Keck-ის(ჰავაი) ტელესკოპი გამოიყენეს და დაადგინეს, რომ სამყაროში ვარსკვლავების საერთო რიცხვი, როგორც ჩანს, სამჯერ მეტია იმაზე, რამდენიც აქამდე ეგონათ.

 ამ აღმოჩენას შესაძლებელია მოყვეს სერიოზული ცვლილებები წარმოდგენაში იმის სესახებ, თუ რა რაოდენობის სიცოცხლისათვის თავსებადი პლანეტა და იდუმალებით მოცული ბნელი მატერია შეიძლება არსებობდეს სამყაროში.

ჩვენს გალაქტიკაზე ხნიერი გალაქტიკები შეიცავენ 20-ჯერ მეტ წითელი ჯუჯას ტიპის ვარსკვლავებს – ასე ჟღერს მკვლევართა მთავარი დასკვნა. წითელი ჯუჯები გაცილებით სუსტად ანათებენ, ვიდრე მზის ტიპისა და კიდევ უფრო მასიური ვარსკვლავები. არ არის დიდი ხანი რაც თანამედროვე აპარატურა გახდა ისეთი მგრძნობიარე, როგორიც საჭიროა დიდ მანძილებზე ასეთი მკრთალი ობიექტების აღმოსაჩენად. აქამდე წითელ ჯუჯებს ასტრონომები მხოლოდ ჩვენს გალაქტიკასა და მის მეზობელ გალაქტიკებში აკვირდებოდნენ.
 ასტრონომებმა იელის და პრინსტონის უნივერსიტეტებიდან შეძლეს დაეფიქსირებინათ მილიარდობით, აქამდე უხილავი, წითელი ჯუჯებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რვა ელიფსურ გალაქტიკაში, რომლებიც 50 დან 300 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობენ დედამიწიდან. მკრთალი ვარსკვლავების რაოდენობა ამ ობიექტებში გაცილებით მეტი აღმოჩნდა ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

 სამყაროში გალაქტიკების დიდი ნაწილი სპირალური ფორმისაა, ისე როგორც ჩვენი, თუმცა ხნიერი ელიფსური გალაქტიკების მასური ეფექტიც საკმაოდ ძლიერია, რადგან მათში წითელი ჯუჯების ძალიან დიდი რაოდენობაა. ამ ობიექტების ხარჯზე ვარსკვლავების საერთო რიცხვი შესაძლებელია სამჯერ მეტი აღმოჩნდეს, ყველა აქამდე არსებული შეფასებებისგან განსხვავებით.
 ეს ნათელს ჰფენს სამყაროში მასის დანაკლისის პრობლემას და წინა პლანზე აყენებს კითხვას – რამდენია სამყაროში ბნელი მატერია? (გამოდის, რომ გაცილებით მცირე, რადგან მასის დანაკლისი წითელ ჯუჯებს შეიძლება მივაწეროთ).
 ამას გარდა, რადგან წითელი ჯუჯები ძალიან ხნიერი ვარსკვლავები არიან(ჩვეულებრივ 10 მილიარდ წელზე მეტი), სიცოცხლეს მათ თანამგზავრ პლანეტებზე აქვს საკმარისი დრო ჩასახვისთვის და ევოლუციონირებისთვის. თუ წითელი ჯუჯები ასე ბევრია, მაშინ კიდევ უფრო მეტია მათ გარშემო მბრუნავი ეკზოპლანეტების რიცხვიც, მათ შორის დედამიწის მაგვარი, სიცოცხლისთვის შესაფერის ზონაში(ორბიტა, რომელზეც პლანეტა არც გადაცხელდება ვარსკვლავთან ახლოს ყოფნის გამო და არც გაიყინება მასთან სიშორის გამო) მყოფი პლანეტებიც. “ასეთი პლანეტები შეიძლება იყოს ტრილიონობით”, – ამტკიცებენ კვლევის ავტორები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.