დაკარგული კრატერი

ბაზა ”ფრა მაურო” – გორაკებიანი და კრატერირებული ადგილია მთვარეზე, მას ”აპოლონ-14”-ის ეკიპაჟი 1971 წელს იკვლევდა.  სპეციალისტებმა ამ ადგილის ახალი სურათები მიიღეს მთვარის ხელოვნური თანამგზავრიდან და დეტალურად გადაამოწმეს ასტრონავტების მიერ დატოვებული კვლები, რომლებიც რეგოლითზე(მთვარის ზედაპირზე არსებული დაქუცმაცებული ქანები) დარჩა. ამერიკულმა თანამგზავრმა LRO-მ გადაიღო აპოლონების დაჯდომის ადგილები, კიდევ უფრო დეტალურად კი ისტორიული აპოლონ-11-ის მიერ დატოვებული კვლები. 5 თებერვალს აპოლონ-14-ის მთვარეზე გადასხმის 40 წლისთავთან დაკავშირებით, იქნა მიღებული კადრები ადგილისა, სადაც ეს ექსპედიცია მუშაობდა.

  ეს კადრი 2011 წლის 25 იანვარს გაკეთდა. მასზე კარგად ჩანს დასაშვები მოდულის მთვარეზე დატოვებული ქვედა ნაწილი(მარჯვნივ). მოწყობილობა, რომელიც ასტრონავტებმა დატოვეს დაჯდომის ადგილიდან 180 მეტრში(მარცხნივ, ნაჩვენებია ისრით). მათ შორის ჩანს ექსპედიციის წევრების მიერ დატოვებული ბილიკები(NASA/Godard/Arizona State University).

  ახალ გადაღებებთან დაკავშირებულია ერთი საინტერესო ისტორია. როგორც NASA გვახსენებს, აპოლონ14-ის ეკიპაჟის მთვარეზე მეორედ გადმოსვლის მიზანი იყო 300 მეტრიანი კრატერის კოუნის(Cone) კიდეების კვლევა. ის დაჯდომის ადგილიდან 1400 მეტრით იყო დაშორებული. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს კრატერი საკმარისად ღრმაა იმისათვის, რომ მასში ასტრონომებისთვის მისაწვდომი გამხდარიყო მთვარის უძველესი ქანები, რომლებიც ძალიან გამოადგებოდათ პლანეტოლოგებს. თუმცა კრატერის კიდეს გადალახვა მათ ვერ შეძლეს, შეპარდი და მიჩელი კინაღამ დაიკარგნენ.

ედგარ მიჩელი
ალან შეპარდი

 ასტრონავტებს არ ქონდათ ზუსტი რუქა, ამიტომ კრატერის ადგილმდებარეობა დაახლოებით ქონდათ წარმოდგენილი. მათ შეძლეს კრატერის გარე ფერდობებამდე მისვლა, მაგრამ მისი გადალახვა ვეღარ მოახერხეს, რადგან დაკარგეს ორიენტაცია. ამასთან ერთად ნიმუშების მოსაგროვებლად და ასაფრენ მოდულამდე დასაბრუნებლად ცოტა დრო რჩებოდა. მიწაზე მყოფმა სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ასტრონავტებს აეღოთ ნიმუშები იქედან სადაც იყვნენ და სასწრაფოდ დაბრუნებულიყვნენ უკან. LRO-ს მიერ გადაღებული მაღალი გარჩევადობის ფოტოების ანალიზმა აჩვენა, რომ სასურველ ადგილამდე მისასვლელად ალანსა და ედგარს რჩებოდათ სულ რაღაც 27 მეტრი. და ეს ყველაფერი მას მერე, რაც იფრინეს 400 000 კილომეტრი მთვარემდე, გაიარეს ნახევარი კილომეტრი მის უდაბურ ზედაპირზე, მძიმე მოწყობილობით დატვირთულ ურიკასთან ერთად.

  სხვა და სხვა წერტილიდან LRO-ს მიერ გადაღებული ორი კადრი, საშუალებას იძლევა შეიქმნას ”ფრა მაუროს” მოცულობითი გამოსახულება. მასზე აღნიშნულია მთვარის მოდული ”ანტარესი”(წითლად), ინსტრუმენტების ნაკრები ALSEP-ი ზედაპირული ექსპერიმენტების ჩასატარებლად(ყვითელი), ქვა Turtle Rock(ყავისფრად), ასტრონავტებისა და ურიკას კვალი(ცისფრად). მარჯვნივ მაღლა – ის ავადსახსენებელი კრატერი. თვასაჩინოებისთვის ხელოვნური ობიექტების ზომები გადიდებულია(NASA/GSFC/Arizona State University/Ohio State University).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.