კოსმოსური სიმების კვალი

 კოსმოსური სიმები(cosmic string) – ეს არის დრო-სივრცის წარმოუდგენლად გრძელი დეფექტები პრაქტიკულად ნულის ტოლი სისქით. თეორიულად ისინი გაჩდნენ დიდი აფეთქებისთანავე. პირობითად შეიძლება განვიხილოთ როგორც ბზარები, წარმოქმნილი მატერიის არათანაბარი გაცივების დროს. ასეთი ობიექტების არსებობა ჯერ-ჯერობით დამტკიცებული არ არის. თეორიის მიხედვით კოსმოსური სიმები დიდი ხნის წინათ დაიშალნენ გრავიტაციული ტალღების ზემოქმედების შედეგად. დაშლამდე მათ წარმოქმნეს მაგნიტური ველები სამყაროს გამტარ(დენების) პლაზმაში. სამყაროს გაფართოებასთან ერთად ასეთი ველები იწელებოდნენ გიგაპარსეკების ტოლი მასშტაბებით და ზემოქმედებდნენ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი გალაქტიკებისა და კვაზარების სივრცულ ორიენტაციაზე. ბუფალოელმა მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს 355 კვაზარის კვლევების მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ თუ რუკაზე დავიტანთ მათი ჯეტების მიმართულებებს, 183 მათგანი გაერთიანდება ორ ერთმანეთში გადახლართულ ტიტანური ზომების რკალში. ასეთი ფიგურა შემთხვევით ვერ გაჩნდებოდა. მკვლევართა აზრით, ჩვენს წინაშეა ორი ერთმანეთის მკვეთი მორკალული კოსმოსური სიმის კვალი, რომლებიც მილიარდობით წლის წინ არსებობდნენ.

ონაცემები ამბობენ, რომ სიმებმა კოლოსალური ანაბეჭდი დატოვეს კვაზარების პარამეტრებში, კვაზარების, რომლებიც მიმოფანტულნი არიან სამყაროს ყველა კუთხეში. დამატებით, ნაშრომის ავტორებმა ააგეს მოდელი, რომელიც წინასწარმეტყველებს თუ როგორ მოქმედებს სიმი კვაზარის ჩამოყალიბებაზე, გამოთვლები კარგად ერგებიან დაკვირვებებს(ილუსტრაცია Robert Poltis, University at Buffalo).

 კოსმოსური სიმების აღმოჩენა მნიშვნელოვანი ფაქტი იქნებოდა კოსმოლოგიისათვის, თუმცა პოლტისის და სტოიკოვიჩის ვარაუდს არც თუ ისე ბევრი მეცნიერი ეთანხმება. ოპონენტები აღნიშნავენ, შესაძლებელია, სიმები ისე სწრაფად დაიშალნენ, რომ ვერ შეძლებდნენ ისეთი კვალის დატოვებას, რომელიც აქამდეც იარსებებდა. კვაზარების ანომალურ ორიენტაციას კი სხვა ახსნაც შეიძლება მოეძებნოს. არც ავტორები ამტკიცებენ, რომ მათი დასკვნები საბოლოოა, თუმცა ახალი ჰიპოთეზა მთელ რიგ წინასწარმეტყველებას აკეთებს, რომლთა გადამოწმება შესაძლებელია დაკვირვებების გაგრძელებით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.