“ინდევორის” ბოლო ფრენა

კოსმოსური ბორანი 16 მაისს გაფრინდა, ორი დღის მერე კი საერთაშორისო სადგურს მიუერთდა. ”ინდევორმა” ორბიტაზე სხვა და სხვა სახის მოწყობილობა აიტანა, მათ შორის დეტექტორი AMS-02, განკუთვნილი ანტიმატერიისა და ბნელი მატერიის კვლევისათვის. ამას გარდა, შატლმა ცოცხალი არსებებიც გაიყვანა კოსმოსში, რადიაცია მედეგი მწერების ჩათვლით.

1 ივნისს 10:38 წუთზე შატლი ”ინდევორი” ფლორიდაში დაეშვა, იტყობინება ნასას საიტის ოფიციალური ბლოგი. შატლის ბორტზე იმყოფებოდა 6 ასტრონავტი.

კოსმოსური ბორანი 16 მაისს გაფრინდა, ორი დღის მერე კი საერთაშორისო სადგურს მიუერთდა. ”ინდევორმა” ორბიტაზე სხვა და სხვა სახის მოწყობილობა აიტანა, მათ შორის დეტექტორი AMS-02, განკუთვნილი ანტიმატერიისა და ბნელი მატერიის კვლევისათვის. ამას გარდა, შატლმა ცოცხალი არსებებიც გაიყვანა კოსმოსში, რადიაცია მედეგი მწერების ჩათვლით.

ამერიკული კოსმოსური ხომალდისთვის მისია ნომრით STS-134, გახდა 25-ე და ბოლო . ახლა ”ინდევორი” მუზეომის ექსპონატად იქცევა. აღსანიშნავია, რომ თავიდან იგეგმებოდა შატლების მუზეომებისთვის მიყიდვა 400-800 ათას დოლარად ცალზე, თუმცა მსურველები არ გამოჩნდნენ, ამიტომ ნასამ, გადაწყვიტა მისცეს შატლი მსყრველს, რომელიც მას კანავერალის კონცხიდან თავისი ხარჯებით გაიტანს.

მთლიანობაში ”ინდევორის” გაფრენა იყო ბოლოს წინა შატლებისთვის. უკანასკნელი სტარტი მოხდება 2011 წლის 28 ივნისს – როცა ორბიტაზე ”ატლანტისი” გაემგზავრება. ამის მერე ნასა ასტრონავტებისა და ტვირთის ორბიტაზე გამტანი ხომალდების გარეშე დარჩება, როსკოსმოსი კი გახდება ერთდ ერთი მთელს მსოფლიოში, რომელიც ორბიტაზე ასტრონავტებსა და ტვირთის გატანას შეძლებს. ამ სამუშაოებს ”სოიუზები” შეასრულებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.