სეზონების ცვლილება ყველგან ხდება?(ანი)

 მზიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას, შესაბამისი სეზონებისთვის, ბუნიაობისა და მზის დგომის დროს, შუალედური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. თუმცა, ტემპერატურის ცვლილების დაყოვნება(გამოწვეული წყლისა და მიწის ფიზიკური თვისებებით) კლიმატური სეზონების ცვლილების შეყოვნებას იწვევს სეზონების ასტრონომიული ცვლილების მიმართ(მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება). ტემპერატურული დაყოვნება კლიმატური ზონებისა და კონკრეტული ადგილის თავისებურებების მიხედვით იცვლება. ამიტომ, მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში შემოდგომის ბუნიაობა შუა სეზონად ითვლება, სხვაგან – შემოდგომის დასაწყისად.

სეზონური ცვლილებების ანიმაცია.
  •  ეკვატორულ სარტყელში ზამთარი და ზაფხული  წვიმიანია, ხოლო გაზაფხული და შემოდგომა სიმშრალით გამოირჩევა.
  •  ტროპიკულ სარტყელში წლის ცივ დროდ წვიმიანი სეზონი ითვლება, ცხელი კი მშრალი სეზონია. ამავე დროს, უდაბნოებში ნალექები წლის ცივ სეზონშიც შეიძლება არ მოვიდეს.
  •  ოკეანური კლიმატის ზომიერ სარტყელში(დასავლეთი ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპირო) ნალექების ძირითადი ნაწილი შომოდგომასა და ზამთრის დასაწყისეზე მოდის. ამ სარტყელის ნაწილი თოვლით იფარება. გაზაფხულსა და ზაფხულს ეპიზოდური წვიმები მოაქვს ციკლონებთან ერთად. ზომიერ-კონტინენტურსა და კონტინენტურ კლიმატურ ზონაში(აღმოსავლეთი ევროპა, სამხრეთ ციმბირი) შემოდგომა და ზამთარი შედარებით მშრალია, ყველაზე უფრო ნოტიო იქ ზაფხულის თვეებია. მუსონური კლიმატის ზონაში(შორეული აღმოსავლეთი) ნალექი მხოლოდ ზაფხულში მოდის, კოკისპირული წვიმების სახით(კოკისპირული წვიმები მთელ პლანეტაზე).
  •  არქტიკულ და ანტარქტიკულ სარტყლებში სეზონების ცვლილება, პირველ რიგში, პოლარული დღისა და პოლარული ღამის ცვლილებაში გამოიხატება. უწყვეტი გამყინვარების გამო, ნალექების რაოდენობის სეზონური ვარიაციები ძალიან მცირეა, ხოლო ტემპერატურა ნულს ქვემოთ რჩება(ანტარქტიკული ყინვა: აბსოლუტური რეკორდიდედამიწის ყველაზე უფრო ნოტიო და მშრალი ადგილები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.