კოკისპირული წვიმები მთელს პლანეტაზე

 მეტეოროლოგების დასკვნით, ექსტრემალური ამინდი, რომელიც ჩვენ პლანეტაზე ახლა ყველგან დაიმზირება, გლობალური ტემპერატურის ნახევარი გრადუსით მომატებას უკავშირდება. მაქსიმალური ტემპერატურის მაჩვენებლები ზაფხულში, ინტენსიური წვიმები და ჭექაქუხილი, ხანგრძლივი ანომალური სიცხეები, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა (Nature Climate Change).

 2018 წელს, კლიმატის ცვლილების ექსპერტთა მთავრობათშორისი ჯგუფი (IPCC), ინდუსტრიალიზაციამდელ ტემპერატურასთან შედარებით, ამ მაჩვენებლის 1,5 გრადუსით აწევის შესახებ მოხსენებას გააკეთებს. სპეციალისტები კლიმატის ცვლილების საფრთხის საპასუხო ღონისძიებებზეც ისაუბრებენ. კლიმატური ცვლილებების შემსწავლელი მეცნიერები პოტსდამის ინსტიტუტიდან (PIK) ამბობენ, რომ უმნიშვნელოვანესია განისაზღვროს, როგორ შეიცლვება ამინდი ტემპერატურის 0,5 გრადუსით ზრდისას. XX საუკუნის დასაწყისიდან ჰაერის საშუალო ტემპერატურა უკვე დაახლოებით 1 გრადუსით გაიზარდა.

 წინასწარი კვლევით, რომელშიც კლიმატური მოდელები იქნა გამოყენებული, ექსტრემალური ამინდების მიმართ (ხანგრძლივი გვალვა, ინტენსიური წვიმები) მგრძნობიარე რეგიონებისთვის ტემპერატურის ზრდა 1,5 – 2 გრადუსამდე ძალიან საშიშია. ეს მოდელები გარკვეულ განუსაზღვრელობებსაც უშვებს, რადგან მათში ჩადებული ზოგიერთი პარამეტრი, მაგალითად, ისინი, რომლებიც ოკეანის გლობალურ ცირკულაციას აღწერს – ვარირებს. ამის გათვალისწინებით, მეცნიერებმა მრავალწლიანი მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემებს მიმართეს, რათა გარკვიათ, რა შედეგები მოყვა XX-XXI საუკუნეებში ტემპერატურის 0,5 გრადუსით ზრდას.

 კლიმატოლოგებმა ორი ოცლიანი პერიოდი შეადარეს – 1960-1979 და 1991-2010 წლები. ამ დროის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე 0,5 გრადუსით გაიზარდა, რაზეც GISTEMP (GISS ზედაპირის ტემპერატურის ანალიზი)-ის, NOAA(ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ნაციონალური სამმართველო)-ს ზედაპირული და საზღვაო მეტეოროლოგიური სადგურებიდან, ასევე დაკვირვების პოსტებიდან ანტარქტიდაზე (ანტარქტიკული ყინვა: აბსოლუტური რეკორდი), მიღებული მონაცემები მიუთითებს. აღსანიშანვია, რომ აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტისა (CRU) და კლიმატური მონაცემების ნაციონალური ცენტრის მიერ მიღებული შედეგების ანალიზით, ტემპერატურის ზრდა ოდანვ ნაკლები იყო. ამ მცირე განსხვავების მიუხედავად, ყველა ანალიზი ერთი და იგივეს დემონსტრირებას ახდენს: საშაულო ტემპერატურის სწრაფი ზრდა პლანეტაზე 1980 წლიდან იწყება.

 კლიმატოლოგები დაინტერესდნენ, როგორ შეიცვალა მეტეო პირობების საფრთხეების ინდიკატორები ხსენებული დროის შუალედში, მათ შორის ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურები, ნალექების ინტენსიურობა და გვალვის ხანგრძლივობა (HadEX2 და GHCNDEX კლიმატური მონაცემები). თუ საფუძვლად GISTEMP-ის ანალიზს ავიღებთ, არა CRU და NCDC-ის, შეფასება უფრო კონსერვატიული გამოდის. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ამინდი მეტად ექსტრემალური გახდა, ამის მიზეზი გლობალური ტემპარატურის 0,5 გრადუსთ ზრდაა. კოკისპირული წვიმები და აუტანელი სიცხის მიზეზი თუ 0,5 გრადუსზე მცირე მატების შედეგია, მაშინ ეს კიდევ უფრო უარესია ჩვენთვის.

 აღმოჩნდა, რომ 2010 წელს, ტემპერატურის წლიური მინიმუმი და მაქსიმუმი, ასევე ცხელი პერიოდების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შეიცვალა: მთელი ხმელეთის მეოთხედის წლიური მაქსიმუმი 1 გრადუსით გაიზარდა, ხოლო წლიური მინიმუმი 2,5 გრადუსით ”გათბა”. მორწყვადი ფართობებისთვის გვალვიანი დღეების ხანგრძლივობა 6-ით გაიზარდა, რაც ბუნებრივი ცვალებადობის ჩარჩოებს ცდება.

 გარდა ამისა, ანალიზის შედეგბი გვიჩვენებს, რომ აფრიკის ტროპიკული ნაწილისა და სამხრეთ აზიის ექსტრემალური ტემპერატურებიც ასევე გაიზარდა. გაიზარდა ექსტრემალური ნალექების ინტენსიურობაც – წვიმა და თოვა, წყალდიდობის, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების, ტრანსპორტის პარალიზებისა და სოფლის მეურნეობის დაზარალების მიზეზი ხდება.

 მკაცრი მეტეოროლოგიური პირობები პლანეტის სზვადასხვა რეგიონებში განსხვავებულად არის გამოხატული. ამაზე ბუნებრივი ფაქტორებიც მოქმედებს და ანთროპოგენურიც (მყინვარების დნობის დასაწყისი) – აეროზოლების გაფრქვევა ატმოსფეროში. ევროპისთვის, ჩრდილოეთ ამერიკისთვის, რუსეთისა და აზიისთვის, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ექსტრემალური ამინდის ცვლილებები სწორედ რომ გლობალური დათბობით არის პროვოცირებული.

 მეცნიერთა ვარაუდით, მათ მიერ ჩატარებული ანალიზი იმ მინიმალური შედეგების შესაფასებლად შეიძლება გამოდგეს, რომლებიც დედამიწაზე ტემპერატურის 1,5-2 გრადუსით მატებამ შეიძლება გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ დათბობის ეფექტები არაწრფივი შეიძლებ იყოს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კაცობრიობას ტემპერატურის მომხდარი მატება მთელი ძალით ჯერ არ უგრძვნია, ამიტომ პროგნოზები ჯერჯერობით იპტიმისტურია, ხოლო მომავაში სიტუაცია გაცილებით შეიძლება გაუარესდეს.

 ამ დასკვნას სხვა კვლევის შედეგებიც ემთხვევა, რომელიც იმავე Nature Climate Change-ში 2017 წლის ივნისში გამოქვეყნდა. კლიმატოლოგთა პროგნოზირებით, XXI საუკუნის ბოლოსკენ კაცობრიბის სამი მეოთხედი ძლიერი სიცხისგან დაზარალდება. ყველაზე უფრო მძიმე პირობები პლანეტის ტროპიკულ რეგიონებში იქნება. დღეისათვის, კვლევის ავტორთა შეფასებით, აუტანელი სიცხის ზემოქმედებას კაცობრიობის მხოლოდ მესამედი განიცდის (თანამგზავრმა დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი გადაიღოყველაზე ცხელი წლები; კიდევ გლობალური დათბობის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.