თანამგზავრმა დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი გადაიღო

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი ”ენვისატი”, ორბიტაზე 2002 წლის 1 მარტს რაკეტა-მატარებელი ”არიან-5”-ით გაიყვანეს, მზესთან-სინქრონულ პოლარულ ორბიტაზე, დედამიწის ზედაპირიდან 790 კილომეტრის სიმაღლეზე, ჩვენი პლანეტის კოსმოსიდან საკვლევად. აპარატი 9 ინსტრუმენტით არის აღჭურვილი, რომლებიც ხმელეთზე, წყალზე, ყინულსა და ატმოსფეროზე აგროვებენ მონაცემებს, თან გაზომვათა სხვადასხვაგვარი მეთოდებით.

 ”ენვისატი” თავისი ორბიტის შემოვლას 101 წუთს ანდომებს. დღეისათვის ის ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) მიერ გაშევბულ დედამიწის შემსწავლელ თანამგზავრთა შორის ყველაზე დიდია.

 ახლახანს  ”ენვისატმა” ჩვენი პლანეტის ყველაზე ცხელი წერტილი გადაიღო – უდაბნო დაშთე-ლუთი. დაშთე-ლუთი ქვიშა-მარილიანი უდაბნოა ირანის აღმოსავლეთში. ამ ძალიან ცხელი უდაბნოს სიგრძე 550 კილომეტრია, სიგანე 100-დან 200 კმ-მდე. უდაბნოს აღმოსავლეთ ნაწილში ერთ-ერთი ყველზე მაღალი ბარხანი(ქვიშის მთა; ტიტანის დიუნათა ორმაგი სახე) მდებარეობს – 407 მეტრი. 2005 წელს აქ, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა იქნა დაფიქსირებული +70,7 გრადუსი ცელსიუსით(ლიბიური მინა: კომეტის ფრაგმენტი; 10 საინტერესო ფაქტი დედამიწაზე; სტრუქტურა რიშათი დედამიწაზე; დედამიწა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.