ლიბიური მინა: კომეტის ფრაგმენტი

სამხრეთაფრიკელმა ფიზიკოსებმა ქვა „ჰიპათია“ შეისწავლეს, რომელიც ლიბიის უდაბნოში 1996 წელს იქნა აღმოჩენილი. მეცნიერთა თქმით, ის მაღალი ალბათობით ფრაგმენტი უნდა იყოს კომეტისა, რომელმაც ამ ტერიტორიაზე 28 მილიონი წლის წინათ მძლავრი აფეთქება გამოიწვია და ლიბიური მინა წარმოქმნა(New Scientist).
_„ჰიპათიის“ მასა 30 გრამს შეადგენს. მეცნიერბის განკარგულებაში კი მხოლოდ ერთი გრამი იყო, რომელზეც სხვადასხვაგვარი კვლევები ჩატარდა. 1. მათ აღმოაჩინეს, რომ ჟანგბადისა და ნახშირბადის თანაფარდობა ნიმუშში მნიშვნელოვნად დიდია ტიპიურ დედამიწისეულზე. 2. აღმოჩნდა, რომ ქვა ალმასის ჩანართებს შეიცავს, რომლებიც ნახშირბადისგან აფეთქების შედეგად გაჩდნენ. 3. გაზების ანალიზმა, რომლებსაც ქანი შეიცავს, აჩვენა, რომ არგონის იზოტოპების თანაფარდობა „ჰიპათიის“ დედამიწისეულ წარმომავლობას გამორიცხავს. 4. შემდგომმა იზოტოპურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს, საჰარას უდაბნოში ნაპოვნი ქვა არც ტიპიურ მეტეორტიებს ჰგავს, რომლებიც _წარმომავლობით მზის სისტემის მთავარი ასტეროიდული სარტყელიდან არიან.
მეცნიერთა თქმით, ქვა უფრო, კომეტური წარმომავლობისა უნდა იყოს(მისი ნახშირბადული ბირთვიდან), რომელიც უდაბნოს ამ ნაწილის თავზე 28 მილიონი წლის წინათ აფეთქდა. კვლევის ავტორები ამ მოვლენას  ტუნგუსკის მეტეოროიდს(105 წლის წინ ტუნგუსკის მეტეოროიდი ჩამოვარდა; ტუნგუსკის მეტეოროიდი) ჰიპეთეზას ადარებენ, რომლის მიხედვითაც „მეტეორიტი“ სინამდვილეში კომეტა იყო.
_ტუნგუსკის მეტეორიტის ფრაგმენტები, რომელთა კუთვნილებაც საიმედოდ იქნებოდა დადგენილი, აქამდე არ არის ნაპოვნი. ეს ფაქტი კომეტური ბუნების მომწმობად არის მიჩნეული: მისი შემადგენელი ნივთიერების ძირითადი ნაწილი, ყინული, უბრალოდ გადნა, რაიმე მნიშვნელოვანი კვალის დატოვების გარეშე(ხუთ კილომეტრიანი „ფიფქი“). ფრაგმენტები არც საჰარაშია ნაპოვნი, თუმცა თვითონ აფეთქების უამრავი მოწმობა არსებობს – ეს არის ლიბიური მინა, გაჩნილი ქვიშის მაღალ ტემპერატურამდე გაცხელებით. ძველი ეგვიპტელები(1) მას ინსტრუმენტების, ლიბიური შუშისა და სამკაულების დასამზადებლად იყენებდნენ(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.