ტუნგუსკის მეტეოროიდი

 ტუნგუსკის მეტეოროიდი, ან მეტეორიტი(ტუნგუსკის ფენომენი) – ჰიპოთეტური სხეული, უფრო, კომეტური წარმოშობის, რომელმაც, სავარაუდოდ, მდინარე „პოდკამენნაია ტუნგუსკას“ რეგიონში 1908 წელის 17(30) ივნისს , 7 სთ. 14,5±0,8 წთ. ადგილობრივი დროით(0 სთ. 14,5 წთ. გრინვიჩით)  საჰაერო აფეთქება გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრე შეფასდა როგორც 10-50 მეგატონა, რაც უძლიერესი წყალბადის ბომბის ენერგიას შეესაბამება(ყველაზე მძლავრი თერმობირთვული ბომბი, რომელიც სსრკ ააფეთქა, 20 ტონას იწონიდა, ხოლო აფეთქების სიმძლავრე 50 მეგატონაიყო).

 დილის შვიდ საათზე ენისეის ბასეინის ტერიტორიაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით  ცეცხლოვანმა სფერომ ჩაიქროლა. ფრენა 7-10 კმ. სიმაღლეზე ტაიგის დასახლებული რაიონების თავზე აფეთქებით დასრულდა. აფეთქების ტალღა დაფიქსირდა მსოფლიოს ყველა ობსერვატორიებში, მათ შორის დასავლეთ ნახევარსფეროშიც. აფეთქების შედეგად ტყე 2000 კმ²-ზე წაიქცა. აფეთქების ეპიცენტრიდან ასეულ კილომეტრებით დაშორებულ დასახლებებში ფანჯრის შუშები დაიმტვრა. რამოდენიმე დღის განმავლობაში ატლანტიკიდან ცენტრალურ ციმბირამდე დაფიქსირებულ იქნა ცის ნათება და მოვერცხლისფრო ღრუბლები.

  კატასტროფის რაიონში გაგზავნილ იქნა რამოდენიმე ექსპედიცია, დაწყებული ექსპედიციით 1927 წლიდან, რომელსაც ლ.ა. კულიკი ხელმძღვანელობდა. ჰიპოთეტური ტუნგუსკის მეტეოროიდის ნამსხვრვები ფაქტიურად ვერ იქნა ნანახი, მხოლოდ მცირე რაოდენობის სილიკატური და მაგნეტიტური სფეროები, ზოგიერთი ელემენტის მაღალი შემცველობა ნივთიერების არამიწიერ წარმოშობაზე მიუთითებდა.

იტალიელები თვლიან, რომ მეტეორის კვალი არის ტბა ჩაკო.

რუსმა მეცნირმა გაურკვეველი წარმოშობის ორი პატარა რკინის ღერო იპოვა.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.