ხუთ კილომეტრიანი „ფიფქი“

კომეტა ISON-ის ზომების წინასწარი შეფასება.  მერილენდის შტატის უნივერსიტეტისა და ლოუელის სახელობის ობსერვატორიის ასტრონომებმა ნასას ორბიტალური თანამგზავრიდან „Swift“, მიღებული მონაცემების საშუალებით კომეტა C/2012 S1 (ISON)-ის ბირთვის ზომა წინასაწარი შეფასება მოახდინეს. მათი გამოთვლებით კომეტის დიამეტრი 5 კილომეტრია.
ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ კომეტა ყოველ წუთში 51 ტონა მტვერსა და მხოლოდ 60 კილოგრამ წყალს იშორებს: ის მზიდან ჯერ კიდევ შორისაა, იმისათვის რომ წყალმა ზედაპირიდან მნიშვნელოვანი რაოდენონებით დაიწყოს აორთქლება. ამჟამდ კომეტის კუდი ძირითადად უფრო მეტად აქროლადი ნივთიერებებისგან არის შედგენილი – ნახშირმჟამა გაზი( CO2) და ნახშირბადის მონოოქსიდი(CO). უფრო მეტიც, მათი აორთქლება ზედაპირის მხოლოდ 10%-დან ხდება, იმ ადგილიდან, რომელიც ზუსტად მზისკენაა მიმართული. თებერვლის დაკვირვებების მიხედვით დადგინდა, რომ აორთქლების ინტენსიურიბა პრაქტიკულად არ შეცვლილა.
 მზესთან მიახლოებასთნ ერთდ სურათი შეიცვლება: წინასწარი პროგნოზებით, ISON-ი შეიძლება უკანასკნელი 50 წლის ყველაზე ელვარე კომეტად იქცეს. ის იმითაც არის საინტერესო, რომ, ტრაექტორიის გამოთლების მიხედვით, კომეტა მზიდან სულ რაღაც 1,2 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაიფრენს, მერკურის პერიჰელიუმის წერტილზე 38-ჯერ ახლოს. გადაურჩება თუ არა დაშლას მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. წინასწარი პროგნოზებით, ბირთვის 10% აორთქლდება, კომეტა კი დაშალს გადაურჩება. მზესთან ახლოს ის 28 ნოემბერს მოხვდება.
 დედამიწასთან მინიმალურ მანძილზე კომეტა 26 დეკემბერს მოვა – დაახლოებით 64,2 მილიონი კილომეტრი. ეს 167-ჯერ მეტია, ვიდრე მანძილი დედამიწიდან მთვარემდე.
httpv://www.youtube.com/watch?v=40wICUY5VmU

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.