სტრუქტურა რიშათი დედამიწაზე

 ეს რა უცნაური წარმონაქმნია დედამიწის ზედაპირზე? სტრუქტურა რიშათი, მდებარე უდაბნო საჰარაში მავრიტანიის ტერიტორიაზე, კოსმოსიდანაც კარგად ჩანს, რადგან მას უზარმაზარი ზომა აქვს – თითქმის 50 კილომეტრი. ადრე, რიშათი ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილ კრატერად ითვლებოდა, თუმცა ეს ჰიპოთეზა წარმონაქმნის ბრტყელ ზედაპირსა და დარტყმითი ზემოქმედების ქანების არ არსებობას ვერაფრით ხსნის. სტრუქტურა რიშათის ვულკანური წარმოშობაც საეჭვოდ გამოიყურება, რადგან არც გუმბათია და არც ამოფრქვევისათვის დამახასითებელი ქანები. მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ სტრუქტურა რიშათი, დედამიწის ქერქის ამოზნექის ადგილზე მოქმედი ეროზიის შედეგია (ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ). საიდუმლოდ რჩება მისი თითქმის იდელურად მრგვალი ფორმა. ეს გამოსახულება თანამგზავრ Terra-ზე დაყენებული მოწყობილობა ASTER-ით არის მიღებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.