ავსტრალიელმა ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ გალაქტიკების ცენტრებში ასრებული ზემასიური შავი ხვრელები უფრო სწრაფად იზრდებაინ, ვიდრე აქამდე ითვლებოდა(1).
დაკვირვებები სამი ყველაზე ცნობილი ტელესკოპებით ჩატარდა: ჩილეში მდებარე ვროპის ყველაზე დიდი ტელესკოპი, კეკი ჰავაიზე და კოსმოსური ”ჰაბლი”. ამ ინსტრუმენტების საშუალებით გალაქტიკებისა და მათში მდებარე ზემასიური ხვრელების მასების შედარება მოხერხდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მასების თანაფარდობა მუდმივი არ არის, როგოც აქამდე ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დიდია გალაქტიკა, მით უფრო დიდი ზემასიური ხვრელია მის ცენტრში, თან ეს ზრდა არ არის წრფივი. ავტორთა თქმით, გალაქტიკაში ვარსკვლავების მასათა ათჯერ ზრდა ხვრელის მასის ასჯერად მატებას იძლევა.
ადრე ითვლებოდა, რომ ვარსკვლავთშორისი გაზი გალაქტიკაში ვარსკვლავების წარმოქმნასა და ხვრელის ”კვებაზე” ერთნაირად იხარჯებოდა. ახალი დაკვირვებები კი იმაზე მეტყველებენ, რომ ეს თანაფარდობა გალაქტიკის საწყის მასაზეა დამოკიდებული.
ახლახანს მეცნიერთა სხვა ჯგუფმა პირველად გაზომა ჯეტის ფუძე – შავი ხვრელიდან ამომავალი გავარვარებული გაზის ჭავლი. ეს ჭავლები, რომლებმაც შეიძლება რეკორდულ ელვარებას მიაღწიონ, ხვრელის მიერ ახლო გარემოდან შთანთქმული მატერიის შედეგად წარმოქმნილი გვერდითი მოვლენაა.