SMALL EXPLORER: პატარა ტელესკოპი

 სპექტროგრაფი IRIS, რომლის გაშვება 2013 წლის აპრილშია დაგეგმილი, მზის ზედაპირზე მატერიისა და ენერგიის მოძრაობა უნდა გამოიკვლიოს, რომლის ტემპერატურა 5727 გრადუსია, ასევე გვირგვინისკენ, სადაც ტემპერატურა მილიონ გრადუსამდე ადის(999700°C). გამოიყენებს რა აპარატურას, მაღალი გარჩევადობის შესაძლებლობითა და მოწინავე კომპიუტერული მოდელირებით, IRIS-ი ქრომოსფეროსა და ქრომოსფერო-გვირგვინის გარდამავალ ზონაში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის. დადგენს, თუ რომელი ფიზიკური ძალები მოქმედებსნ მზის ზედაპირთან ახლოს.

 SMALL EXPLORER-ის ბორტზე იქნება ერთდათერთი ინსტრუმენტი: ულტრაიისფრ დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპი, შეთავსებული მარეგისტრირებელ სპექტროგრაფთან. ტელესკოპს შეუძლია დაინახოს მზის ზედაპირი ზომებით 241 კილომეტრი, ყოველ 5-10 წამში ერთი ფოტოს გადაღებით. სპექტროგრაფის გადაღებების სიხშირეა ერთი ფოტო 1-2 წამში, ტემპერატურული დიაპაზონი 4500 კელვინიდან 10 000 000 კელვინამდე. მონაცემების მოდელირება და ინტერპრეტაცია სუპერკომპიუტერის საშუალებით განხორციელდება, კერძოდ Pleiades-ით, რომელიც ეიმსის კვლევით ცენტრში მდებარეობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.