უცნაური ასტეროიდი

 მას ნალის ფორმის მსგავსი ტრაექტორია აქვს, საქმე იმაშია რომ ობიექტი სხვა ასტეროიდების მსგავსად თავის ორბიტაზე მზის გრავიტაციის ზემოქმედებით ბრუნავს. მასზე დაკვირვება დედამიწიდანაც კი არის შესაძლებელი. ბრუნვის ტრაექტორია კი ასეთია: ის დედამიწას ერთი მხრიდან ჩაუფრენს, შემდეგ სხვა ტრაექტორიით ბრუნდება, შემდეგ კვლავ უახლოვდება დედამიწას ოღონდ სხვა მხრიდან  და ისევ უბრუნდება საწყის მდგომარეობას, თუმცა ის ყოველთვის დიდი დისტანციით არის ჩვენგან დაშორებული. დედამიწის გარშემო ნალისებური მანევრირების შესასრულებლად მას 175 წელი ჭირდება.

 მსგავსი ტრაექტორიის ასტეროიდები ძალიან იშვიათია. ასტეროიდის წარმომავლობა ამტკიცებს, რომ მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.

 ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია მსგავსი ობიექტების ძიებას აგრძელებს, რაც ახალი მისიებისთვის და მეცნიერული წინსვლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია(ასტეროიდები).

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.