ანთების კვალი წარსულიდან

 მცირე ხანგრძლივობის გამა-ანთბა იყო მაღალენერგეტიკული გამოსხივების წყარო, რომლის ზემოქმედების ქვეშ დედამიწა ჩვენი წელთ აღრივხვის მერვე საუკუნეში მოექცა(Royal Astronomical Society).

 გასულ წელს, უძველესი იაპონური კედრის წლიური რგოლების შესწავლისას(უცნობი კოსმოსური ანთების კვალი), მეცნიერებმა ნახშირბად14-ისა და ბერილიუმ10-ის ჭარბი რაოდენობა აღმოაჩინეს, რგოლები ჩვენი ერის 774-775 წლებს მიეკუთვნებიან. ამ იზოტოპების აღმოჩენა კოსმოსური სხივების ზემოქმედებით აიხსნება, თუმცა რა იყო მათი წყარო? ახლო ზეახლის აფეთქება მეცნიერებმა გამორიცხეს, რადგან არც რაიმე ისტორიული ჩანაწერები არსებობს(არქეოასტრონომია), არც შედარებით ახლო დისდტანციაზე მდებარე ზეახლის ნარჩენი. გამოირიცხა აფეთქება მზეზე, რადგან მსგავს მოვლენას დამზერადი რაოდენობის იზოტოპების წარმოსაქმნელად საჭირო სიმძლავრე არ გააჩნია.

 იენის უნივერსიტეტის(გერმანია) ასტრონომთა აზრით, გამოსიხვების წყარო, რომელმაც ხსენებული იუოზტოპების დონის აწევა გამოიწვია, ორი კომპაქტური ვარსკვლავური ნარჩენის – შავი ხვრელების, ნეიტრონული ვარსკვლავების ან თეთრი ჯუჯების შერწყმამ გამოიწვია, რომელიც მზიდან 3 000 – 12 000 სინათლის წლის მანძილზე მოხდა. ასეთი შერწყმების დროს, რაც სხვა გალაქტიკებში ბევრჯერ იქნა დაფიქსირებული, გამა-ანთება(1) მაღალი ინტენსიურობის არის ხოლმე, ოღონდ მცირე ხნით – როგორც წესი, არაუმეტეს 2 წამისა. ალბათ ამიტომაც არ არის მის შესახებ არაფერი ნახსენები ისტორიულ ქრონიკებში.

 ასტრონომთა ვარაუდი დადასტირდება, თუ მზიდან ასეთ მანძილზე ზეახლისთვის დამახასიათბელი გაზურ-მტვროვანი გარსის გარეშე არსებული შავი ხვრელის აღმოჩენა მოხერხდება.

 ასეთი მოვლენა დღეს რომ მომხდარიყო(WR104; ბეტელგეიზე), ის ელექტროსისტემების მუშაობას ქაოსად გადააქცევდა, რომლის გარეშე არსებობა კაცობრიობას უბრალოდ აღარ შეუძლია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.